Pages

Friday, December 25, 2015

,,მოდის წელი ახალი" 

2015 წელი. 24 დეკემბერი. სსიპ აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სეფიეთის საჯარო სკოლაში საახალწლო ზეიმი ,,მოდის წელი ახალი“ გაიმართა, რომელიც მეათე კლასის მიერ იყო ორგანიზებული და მასში კლასის სრულმა შემადგენლობამ მიიღო მონაწილეობა. ღონისძიებას პედაგოგები,მოსწავლეები და მშოლები ესწრებოდნენ. ღონისძიება მრავალფეროვანი ნომრებით იყო გაჯერებული და მაყურებელთა მქუხარე აპლოდისმენტების ფონზე ჩაიარა. განსაკუთრებული მოწონება კი იუმორისტულმა ნომერმა ,,მეგრელები ქალაქში“ დაიმსახურა, რომელშიც მხოლოდ გოგონები იღებდნენ მონაწილეობას და შესანიშნავად გაართვეს თავი თავიანთ როლებს.ღონისძიების დასასრულს მოსწავლეებმა მადლობა გადაუხადეს მაყურებლებს და დადეს პირობა, რომ ერთი წლის შემდეგ იგივე ფორმატის ღონისძიებით,იგივე ადგილას ისევ შეხვდებიან მათ.

Wednesday, December 16, 2015

ამ ბმულიდან  შგიძლიათ გადახვიდეთ  Intel Education Viewer-ზე, სადაც შეძლებთ დეტალური ინფორმაციის მიღებას პროექტებით სწავლების შესახებ.


სსიპ აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სეფიეთის საჯარო სკოლის X კლასი გილოცავთ დამდეგ

 შობა-ახალ წელს.

HAPPY NEW YEAR AND MERRY CHRISTMAS


Friday, November 20, 2015

ღონისძიების "მთავარანგელოზობა"
პრეს-რელიზი


2015 წლის 20 ნოემბერს, სსიპ აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სეფიეთის საჯარო სკოლის X კლასში ჩატარდა  მთავარანგელოზობისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელსაც სკოლის პედაგოგები და სხვა კლასის მოსწავლეები დაესწრნენ. ღონისძიება გარემონტებულ სააქტო დარბაზში ჩატარდა და მისი ქრონომეტრაჟი ერთ საგაკვეთილო პროცესს მოიცავდა. ღონისძიებაზე მუშაობა სამი კვირით ადრე დაიწყო და მასზე მოსწავლეები აქტიურად მუშაობდნენ. ღონისძიება, სანთლებისა და გალობის ფონზე, ლოცვების კითხვით დაიწყო და მიმდინარეობისას საინტერესო აქტივობებით იყო გაჯერებული, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებმა წაიკითხეს საინტერესო ინფორმაციები, აჩვენეს საინტერესო ვიდეო რგოლი, აუდიტორიას წარუდგინეს მათ მიერ მომზადებული სიუჟეტი და პრეზენტაცია.ბოლოს კი მასწავლებლებს ლოცვანები დაურიგეს და ყურადღებისთვის მადლობა გადაუხადეს. პედაგოგებმა ღონისძიება დადებითად შეაფასეს.





Monday, November 16, 2015

 ღია გაკვეთილის
პრეს-რელიზი

 2015 წლის 13 ნოემბერს სსიპ აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სეფიეთის საჯარო სკოლის  III კლასში ჩატარდა ღია გაკვეთილი თემაზე „The months of the year”, რომელსაც სკოლის დირექტორი, სასწავლო ნაწილის უფროსი და სხვა საგნის პედაგოგები დაესწრნენ. გაკვეთილზე გამოყენებული იყო სწავლების თანამედროვე მეთოდები, რომლებიც მორგებული იყო თითოეული მოსწავლის ინდივიდუალურ შესაძლებლობებზე. საკლასო ოთახში გამოფენილი იყო მოსწავლეთა ნამუშევრები. ფერად ფურცლებზე დახატული ჰქონდათ თითოეული თვე და მათთვის დამახასიათებელი ბუნებრივი მოვლენები. გაკვეთილზე გამოყენებული იყო უცხო ენის სწავლების სტანდარტით გათალისწინებული ოთხივე აქტივობა: მოსმენა, კითხვა, ლაპარაკი და წერა.განსაკუთრებით საინტერესო იყო აქტივობა: კითხვა-პასუხი, რომელიც “POWER POINT”-ში  იყო გაკეთებული და პროექტორის დახმარებით დიდ ეკრანზე იქნა ნაჩვენები. მოსწავლეები ხალისით ირჩევდნენ მოცემული სავარაუდო პასუხებიდან ერთ-ერთს. მასწავლებლებმა გაკვეთილი დადებითად შეაფასეს და მოსწავლეებსა და მასწავლებელს მადლობა გადაგვიხადეს.



Wednesday, November 4, 2015

მოგესალმებით!

დიდხანს ვფიქრობდი, რა რესურსი გამომეყენებინა იმისთვის, რომ ჩემ მიერ ჩატარებული ღია გაკვეთილები საინტერესო და სახალისო ყოფილიყო როგორც მოსწავლეებისთვის, ისე ჩემი კოლეგებისთვისაც. ამ კუთხით დახმარება პროგრამამ "POWER POINT" აღმომიჩინა, რომლის საშუალებითაც, მოსწავლეებს ძალიან სახალისო აქტივობას ვთავაზობ. აღნიშნულ რესურსს, დაწყებით კლასებში ვიყენებ და ის მოსწავლეთა ყველაზე საყვარელი აქტივობაა. გირჩევთ თქვენც იმუშაოთ მსგავსი ტიპის რესურსების შექმნაზე და დამიჯერეთ, ძალიან კმაყოფილი დარეჩებით.

Tuesday, November 3, 2015

          ეკა ოჩიგავა
.           V კლასი.
           საგანი: ინგლისური ენა
             მასწავლებელი: ბიჭიკო ოჩიგავა
ეკამ KINGS-ის ოლიმპიადის მეორე ტურში მიიღო ქულათა მაქსიმალური რაოდენობა, 100 ქულა და გადავიდა ფინალში. ვუსურვებ ჩემს მოსწავლეს წარმატებას ფინალურ ეტაპზე, რომელიც გაიმართება 8 ნოემბერს ქალაქ ქუთაისში.



Thursday, October 15, 2015

თუ გსურთ, რომ შექმნათ მოქნილი და საინტერესო ბლოგი მაშინ გადადით ლინკზე.
გინდათ თქვენმა მოსწავლეებმა გაიღრმავონ ცოდნა ინგლისურ ენაში და თან ეს ხალისით გააკეთონ? მაშინ შედით ამ ბმულზე.

ამ ბულზე შეგიძლიათ ნახოთ მართლმადიდებლური მულტფილმები და აჩვენოთ ისინი პატარებს.





ეკა "KINGS"-ის  ოლიმპიადის მეორე ტურში გადავიდა და საქართველოს მასშტაბით საუკეთესო მოსწავლეთა 19,7%-ში მოხვდა. ვულოცავ მას და ვუსურვებ წარმატებას შემდეგ ეტაპზე.


Monday, October 12, 2015






6 ოქტომბერს სსიპ აბასის მუნიციპალიტეტის სოფელ სეფიეთის საჯარო სკოლამ სატელევიზიო პროექტ "ეტალონის" შიდა შესარჩევ კონკურსს უმასპინძლა, რომელშიც თხუთმეტამდე მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. მოსწავლეებს, წინასწარ შედგენილი კითხვები ბარათების სახით დაურიგდათ. კონკურსმა გამოავლინა გამარჯვებული, რომელიც ათი ქულის მფლობელი, მეათე კლასის მოსწავლე ირაკლი რურუა გახდა. შიდაშესარჩევი კონკურსის მეორე ეტაპი 13 ოქტომბერს, აბაშის კულტურის სახლში გაიმართება, სადაც მონაწილეებს თავიანთი მხარდამჭერები გაამხნევებენ. კონკურსის მეორე ეტაპზე გამარჯვებული 10 მოსწავლე კი ავტომატურად მოხვდება ეტალონის სატელევიზიო ფორმატში, რომელიც თბილიში, ტელეკომპანია "იმედში" ჩატარდება.  ირაკლის მთელი სკოლის სახელით  წარმატებას ვუსურვებ.



Sunday, October 11, 2015

ამ ბმულზე შეგვიძლია ვნახოთ ძალიან სახალისო და საინტერესო ონლაინ აქტივობები ინგლისურ ენაში, რომლებიც დაეხმარება ჩვენს მოსწავლეებს განიმტკიცონ ცოდნა და თან ამას ძალიან მარტივად და ხალისით შეძლებენ.


-------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ეკა მეხუთე კლასის მოსწავლეა. მას ძალიან უყვარს ინგლისური ენა და შესაბამისად ყოველწლიურად იღებს მონაწილეობას სხვადასხვა სასწავლო ოლიმპიადებში. მიღებული აქვს რამდენიმე დიპლომი. წელს კი ისევ იღებს მონაწილეობას "KINGS"-ის ოლიმპიადის საშემოდგომო სეზონში და იმედი მაქვს, რომ ეს სეზონიც ისევე წარმატებული იქნება მისთვის, როგორც წინა სეზონები. მან უკვე გაიარა პირველი ეტაპი და მიიღო 71 ქულა. ვუსურვებ ჩემს საამაყო მოსწავლეს წარმატებას შემდეგ ეტაპებზეც.

Friday, October 9, 2015

                                                                                                      ჩემი სკოლა


Tuesday, October 6, 2015

აქ შეგიძლიათ ნახოთ მასწავლებელთა თვითშეფასების კითხვარი. წარმატებებს გისურვებთ კოლეგებო.

Monday, September 28, 2015

   

                        



                       ჩემი სკოლა ჩემი მეორე სახლია