Pages

პროექტები ზოგად თემებზე


სსიპ აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სეფიეთის საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლეებმა პროექტის ,,ემიგრაცია ერის ტკივილია“ პრეზენტაცია გამართეს, რომელსაც პედაგოგები და სხვა კლასის მოსწავლეები დაესწრნენ. პრეზენტაციის ქრონომეტრაჟი 45 წუთს მოიცავდა, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებმა ემიგრაციის გამომწვევ მიზეზებზე და აღნიშნული პრობლემის აღმოფხვრის გზებზე ისაუბრეს. პრეზენტაციის ფარგლებში მოსწავლეებმა მათ მიერ გადაღებული საინტერესო ვიდეო რგოლიც წარადგინეს.


სკოლა
      სსიპ აბაშის მუ ნიციპალიტეტის სოფელ სეფიეთის საჯარო სკოლა
კლასი
X
მოსწავლეთა რაოდენობა
10

მასწავლებელი
ბიჭიკო ოჩიგავა
პროექტის სახელწოდება
ემიგრაცია ერის ტკივილია


პროექტის აქტუალობა




თანამედროვე საქართველოში ემიგრაციის საკითხი ძალიან აქტუალურია. ქართული დიასპორა თითქმის მთელს მსოფლიოშია მიმოფანტული, რაც ძალიან დიდ საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის გენოფონდს. ემიგრაციის შედეგები ყველაზე მტკივნეულად მოზარდთა ფსიქიკაზე აისახება. ჩვენს ირგვლივ ცხოვრობენ ბავშვები, რომლებიც  ძალიან მტკივნეულად განიცდიან ოჯახის წევრთა ემიგრაციაში ყოფნას.

ვადები/ხანგრძლივობა

3 კვირა




    პროექტის მიზანი



●მოსწავლეები გამოიკვლევენ ემიგრაციის გამომწვევ მიზეზებს.
●იმსჯელებენ მის უარყოფით გავლენაზე ქვეყნის გენოფონდზე.
 ●ჩაწერენ ინტერვიუებს კომპედენტურ პიპროვნებებთან.
 ●დაინტერესდებიან საზოგადოების აზრით და ჩაატარებენ სოციოლოგიურ გამოკითხვას თემაზე ,,ემიგრაციის გამომწვევი მიზეზები“.
●შეაჯამებენ, დაახარისხებენ და პრეზენტაციისა თუ გაზეთის სახით წარმოადგენენ მოპოვებულ ინფორმაციას.
●მოსწავლეებს განუვითარდებათ თანამშრომლობითი, საკუთარი აზრის ნათლად ჩამოყალიბების, გამოთქმისა და გადაწყვეტილების მიღების უნარ-ჩვევები.
 

        წინარე ცოდნა





●მოსწავლეებმა საქართველოს ისტორიიდან იციან ქართული ემიგრაციის გამომწვევი მიზეზები.
●ფლობენ კომპიუტერულ პროგრამებს: ,,WORD, POWER POINT”
●გააჩნიათ აუდიტორიის წინაშე გამოსვლის გამოცდილება.
პროექტის შედეგები
გამომდინერეობს პროექტის მიზნიდან. მოსწავლეები შეისწავლიან ემიგრაციის ისტორიას, გამომწვევ მიზეზებსა და მის გავლენა-ფაქტორებზე.




განსახორციელებელი პროცედურები



პირველი კვირა: თემის არჩევა. ფუნქცია-მოვალეობების გადანაწილება.ჯგუფებად დაყოფა.  საჭირო ინფორმაციეების მოძიება.
თითოეულ ჯგუფს მიეცემა სხვადასხვა დავალება.
პირველი ჯგუფი: ,,ემიგრაციის ისტორია“ ,,ემიგრაციის გამომწვევი მიზეზები“
მეორე ჯგუფი: ,,ემიგრაციის ტიპები“ ,,ხალხის აზრი“
მესამე ჯგუფი: ,,სტატისტიკური მონაცემები“  ,,ემიგრანტთა დღიურები“
მეორე კვირა: ინტერვიუების ჩაწერა. სარეკლამო ვიდეორგოლის გადაღება.აუდიო, ფოტო და ვიდეო  მასალების მოპოვება.
მესამე კვირა: მოპოვებული ,მასალების დახარისხება. მნიშვნელოვანი ინფორმაციების განხილვა და საინტერესო  ელექტროული პრეზენტაციის შექმნა. კედლის გაზეთის გამოშვება. ვიდეო მასალების დამონტაჟება. ნამუშევრებში და შექმნილ პროდუქტებში ბოლო შტრიხების შეტანა.
შესრულებული სამუშაოების შეჯამება და აუდიტორიისთვის



საჭირო რესურსები



●მიკროფონი, მაგნიტოფონი, ფოტო-ვიდეო კამერა
●კომპიუტერი, პროექტორი, ინტერნეტ საიტები
●აუდიო, ფოტო-ვიდეო მასალა
●ფერადი ქარალდები, მარკერები, ფლომასტერები.
ინ




     შეფასების საგანი


●ინფორმაციების მოძიება
●საინტერესო პროდუქტების შექმნა
●ზეპირი პრეზენტაციის უნარი
●გადმოცემის უნარი
●დამაჯერებლობა
●ვიდეორგოლების შესაბამისობა თემასთან




საგნობრივ ჯგუფებთან კავშირი





ხელმძღვანელი


ქართ. X. 1. მოსწავლეს შეუძლია მონაწილეობის მიღება საკლასო და სასკოლო დისკუსიებში.

ქართ. X. 2. კამათის დროს მოსწავლეს შეუძლია მიმართოს  შესაბამის ტაქტიკას და დაიცვას სამეტყველო ქცევის ეთიკური ნორმები.

 ქართ. X. 3. აუდიტორიის წინაშე მოხსენებით გამოსვლისას მოსწავლეს შეუძლია ზეპირი კომუნიკაციის ეფექტიანობის გასაძლიერებელი ხერხების გამოყენება.

 ქართ. X. 11. მოსწავლეს შეუძლია დაწეროს თხზულება სხვადასხვა მიზნით და სხვადასხვა აუდიტორიისთვის.

 ქართ. X. 12. მოსწავლეს შეუძლია მხატვრული ტექტის შექმნა მოცემული პირობის ან მოდელის მიხედვით.

ბიჭიკო ოჩიგავა.  598 11 07 98. datiko8989@gmail.com 


პრეზენტაცია



                


მოსწავლეთა მიერ გაკეთებული ჩანახატები ემიგრაციასთან დაკავშირებით


ფოტო გალერეა







ვიდეო რგოლი



შედეგით ძალიან კმაყოფილი ვარ. მოსწავლეებმა დამოუკიდებლად გადაინაწილეს ფუნქცია-მოვალეობები და აქტიურად შეუდგნენ მუშაობის პროცესს. დაგეგმეს ინტერვიუები, შეხვდნენ კომპედენტურ პირებს, მიმართეს ინტერნეტ სივრცეს და შედეგად ძალიან საინტერესო ინფორმაციები მოიპოვეს. გააკეთეს საინტერესო ელექტრონული პრეზენტაციები და გადაიღეს ორიგინალური და ასევე საინტერესო სარეკლამო ვიდეო რგოლი. ძალიან საინტერესოდ წარიმართა პრეზენტაციის პროცესიც. მოსწავლეები სიტყვით გამოდიოდნენ აუდიტორიის წინაშე. პროექტზე მუშაობისას მათ განუვითარდათ თანამშრომლობით მუშაობის უნარ-ჩვევები. კვლევა-ძიების პროცესმა, ხელი შეუწყო მათში მოტივაციის ამაღლებასა და საკუთარი თავისადმი რწმენის განმტკიცებას. ინტერვიუებმა ისინი კიდევ უფრო გაბედულები გახადეს, ხოლო სარეკლამო ვიდეო რგოლზე მუშაობამ,  მათ  ვიდეოკამერასთან მუშაობაობის უნარ-ჩვევები განუვითარა..პრეზენტაციის უაყოფით მხარედ მივიჩნევ იმას, რომ მან წინასწარ დაგეგმილზე მეტი დრო წაიღო. უმჯობესი იქნებოდა ორგანიზაციულ საკითხებზე გაცილებით მეტი ყურადღება დამეთმო. საბოლოო ჯამში შედეგით კმაყოფილი ვარ.

--------------


პროექტი  „სეფიეთის ქრონიკები“

 ---------------------------------------------------------------------------------------------------------------
პროექტის დასახელება: „სეფიეთის ქრონიკები“
სკოლა: სსიპ აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სეფიეთის საჯარო სკოლა
კლასი: X
მოსწავლეთა რაოდენობა: 10
კლასის დამრიგებელი: ბიჭიკო ოჩიგავა
განსახორციელებელი ვადები: 2015 წელი.სექტემბერი-ოქტომბერი.  2-3 კვირა
პროექტის დღე: 02.10.15
პროექტის აქტუალობა: მოსწავლეებბი თავს ვალდებულად თვლიან, ძირფესვიანად იცნობდნენ თავიანთი სოფლის ისტორიას და მასში არსებულ ადათწესებს.
პროექტის მიზანი: მოსწავლეები შეისწავლიან სოფლის ისტორიას. გამოიკვლევენ საუკუნეების წინათ არსებული ტრადიციებისა და ზნე-ჩვეულებების თავისებურებებს. შეისწავლიან და განიხილავენ ლეგენდებისა და მითების შესაძლო კავშირს რეალობასთან და დაყოფენ მოძიებულ ინფორმაციას საჭიროებისამებს.აგრეთვე პროექტის მიზანია მოსწავლეებს განუვითაროს კვლევა-ძიებისა და ურთიერთთანამშრომლობის უნარი.პროექტის ფარგლებში მოსწავლეები მოირგებენ იუმორისტულ როლებსაც, რომლითაც გასული საუკუნის ყოფას გააცოცხლებენ.
პროექტის ბოლოს მისაღწევი შედეგები: მოსწავლეებს ეცოდინებათ თავიანთი სოფლის ისტორია. გაეცნობიან მისი დაარსებბის ირგვლივ არსებულ მითებსა და ლეგენდებს. გაეცნობიან თავიანთი წინაპრების თანამედროვეობისთვის დამახასიათებელ წეს -ჩვეულებებს.შეაჯამებენ თავიანთ ნამუშევარს.
ე.ს.გ-ით განსაზღვრული სტანდარტების შესაბამისობა ინგლისურ ენასთან:ინგლ. X.ლ.7. მოსწავლე მონაწილეობს ინტერაქციაში
1.    სვამს და პასუხობს კითხვებს ნაცნობ თემატიკაზე
2.    სათანადოდ იყენებს მეტყველების თავაზიან და ფამილიარულ ფორმებს.
ინგლ.X..9  მოსწავლე გაბმულად ლაპარაკობს.
1.    ყვება ამბავს
ინგლ.Xკ.29 კულტურათა დიალოგი. მოსწავლე ტოლერანტულია კულტურული და ინდივიდუალური განსხვავებების მიმართ.
1.    ავლებს პარალელებს უცხო და მშობლიურ კულტურებს შორის.
განსახორციელებული პროცედურები:
3 კვირით ადრე: მოსწავლეები იკრიბებიან საკლასო ოთახში და დამრიგებლის მიერ შემოთავაზებული თემებიდან ირჩევენ თემას „სეფიეთის ქრონიკები“ და გამოთქვამენ მუშაობისადმი მზაობას. გამოთქვამენ ვარაუდებსა და იდეებს, თუ რა საკიტხები შეიძლება იქნას წინა პლანზე წამოწეული. გამოთქმულ იდეებს ჩამოწერენ დაფაზე და შეარჩევენ საუკეთესოს.
2 კვირით ადრე: მოსწავლეები იწყებენ როლების გადანაწილებას. იყოფიან სამ ჯგუფად და თითოეული ჯგუფს ეკისრება გარკვეული მოვალეობა, რომელთა შესრულებაც დამოუკიდებლად მოუწევთ. დამრიგებელი ფასილიტატორის ამპლუაში იმყოფება და მონიტორინგს ახორციელებს. მოსწავლეები მოიძიებენ საჭირო ინფორმაციას, როგორც ინტერნეტ სივრციდან, ასევე პირადი კავშირებიდანაც. ერთი ჯგუფი ჩაწერს ინტერვიუს ისტორიკოს როლანდ მაკალათიასთან და მიღებულ ინფორმაციას გადაამუშავებენ საჭიროებისამებრ. ჯგუფის სხვა წევრები კი გაინაწილებენ იმ იუმორისტულ ნომრებს, რომლების დამრიგებლის მიერ სპეციალურად მათთვის შეიქმნა.
1კვირით ადრე: მოსწავლეები ამუშავებენ მიღებულ ინფორმაციებს. დამრიგებლის დახმარებით POWER POINT-ში ამზადებენ პრეზენტაციებს. ერთობლივად აკეთებენ პოსტერებს, იღებენ საინტერესო რეპორტაჟებს, ირგებენ რეპორტიორის ამპლუას და ემზადებიან პროექტისთვის.
პროექტის მსვლელობა: პროექტი დასაწყისი, სატელევიზიო, საინფორმაციო გადაცემის იმიტაციას წარმოადგენს, რომელშიც წამყვანი კორესპონდენტს ესაუბრება, რომელიც სოფელში „ამერიკიდან ჩამოსულ“ მოსწავლეებთან იმყოფება და მათთან ერთად საკჯლასო ოტახში სულ რამდენიმე წუთში იქნება, რათა სტუმრებს სოფლის ისტორია გააცნონ. რამდენიმე წუთში „სტუმრები“ თავიანთ მეგობრებს ესტუმრებიან და სანამ სოფლის ისტორიას მოისმენენ, მათ შორის ინგლისური დიალოგი გაიმართება, რომელსაც მისალმებისა და გაცნობის ხასიათი აქვს. ამის შემდეგ კი პროექტის წარდგენა იწყება. მოსწავლეები სოფლის ისტორიაზე საუბრობენ. გამოყენებულია პრეზენტაციაც, რომელიც საინტერესო ფოტო მასალითაა გაჯერებული.

რესურსები: თაბახები, ფერადი ფანქრები,ფოტო-ვიდეო-აუდიო მასალა, პროექტორი.

.

 პროექტის შეფასების კრიტერიუმები: 

საინტერესო დასაწყისი
აზრის ლოგიკურობა
კვლევისა და თხრობის     ლოგიკური თანმიმდევრობა
საინტერესო პრეზენტაცია
საინტერესო ფოტო- ვიდეო-აუდიო მასალა
საინტერესო დასასრული
                                                                    
შეფასება: განმავითარებელი.

რეფლექსია:
მოსწავლეებმა მიაღწიეს გეგმით განსაზღვრულ შედეგებს.ახალი სასწავლო წლის დაწყებიდან რამდენიმე კვირაში მათ ძალიან საინიტერესო ცნობები შეაგროვეს თავიანთი სოფლის ისტორიის შესახებ და შეექმნათ წარმოდგენა მასზე. განსაკუთრებით კმაყოფილი ვარ იმ თეატრალური ნომრით, რომლითაც მოსწავლეებმა ხანში შესული მეგრელი ქალბატონების შეხედულებები წარმოადგინეს თანამედროვეობის შესახებ.მათ საინტერესოდ მოირგეს ჭარმაგი ქალბატონების როლები. აგრეთვე კმაყოფილი ვარ ერთ-ერთი მოსწავლის ინგლისური დიალოგით, რომელმაც ამერიკელი ტურისტის როლი მოირგო და მიაღწია ე.ს.გ-ით განსაზღვრულ მისაღწევ შედეგს, კონკრეტულად კი ინგლ. X.ლ.7. მოსწავლე მონაწილეობს ინტერაქციაში
1.    სვამს და პასუხობს კითხვებს ნაცნობ თემატიკაზე
2.    სათანადოდ იყენებს მეტყველების თავაზიან და ფამილიარულ ფორმებს.
ინგლ.X..9  მოსწავლე გაბმულად ლაპარაკობს.
2.    ყვება ამბავს
პროექტის მსვლელობისას გათვალისწინებული იყო ინტერაქციის პრინციპი. მოსწავლეები მუშაობდნენ, როგორც ინდივიდუალურად, ისე ჯგუფურად და საკითხს წარმოადგენდნენ, როგორც კითხვითი ტექნიკის გამოყენებით, ასევე პრეზენტაციის სახითაც. მოსწავლეთა მუშაობის შედეგად აშკარად გამოვლინდა მათი ძლიერი და ნაკლებად ძლიერი მხარეები. განსაკუთრებით გამოიკვეთა კველევა-ძიებისა და ურთიერთთანამშრომლობის უნარები. ორმა მოსწავლემ არაჩვეულებრივად მოირგო ჟურნალისტის როლი და საინტერესო რეპორტაჟი მოამზადეს სოფელში არსებული უძველესი ტაძრის შესახებ.

პროექტის მსვლეობის უარყოფით მხარედ შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ არ მიექცა ყურადღება დროის ლიმიტს და ის გასცდა ერთ საგაკვეთილო პროცესს 45 წუთს. აღნიშნულ პროექტზე მუშაობის თავიდან დაწყების საშუალება რომ მქონდეს აუცილებლად ზუსტად განვსაზღვრავდი დროის ფაქტორს. აგრეთვე უკეთ გავუკეთებდი ორგანიზებას ტექნიკურ რესურსებს, მაგ: „პროექტორს“ რათა ზედმეტი დროის ხარჯვა და უსიამოვნება ამეცილებინა თავიდან.  აგრეთვე შევეცდებოდი გაცილებით მეტი საშუალება მიმეცა მოსწავლეებისთვის, რათა ემუშავათ ინდივიდუალურად. ჩემი წვლილი პროექტში შემიძლია დადებითად შევაფასო, რადგან მოსწავლეებს რამოდენიმე თემა შევთავაზე და მიეცათ საშუალება მათთვის ყველაზე საინტერესო აერჩიათ. აგრეთვე მოვუგვარე ორგანიზაციული მხარეები, დავაკავშირე რესპონდენტთან, ავღჭურვე საჭირო ტექნიკური  (ფოტო-ვიდეო) რესურსით და შემდეგ კი მივეცი საშუალება დამოუკიდებლად ემუშავათ. საბოლოო ჯამში გამომაქვს დასკვნა, რომ კლასი წარმატებით ართმევს თავს დავალებებს.









2015 წელი

No comments:

Post a Comment