მოგეხსენებათ, რომ უკვე წლებია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, ინგლისური ენის სწავლება პირველი კლასიდან სავალდებულო გახადა, რასაც ჩემი აზრით, ცხადია გააჩნია როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარეები. მის დადებით მხარედ მივიჩნევ იმას, რომ მოსწავლეს თავიდანვე უჩნდება წარმოდგენა იმაზე, რომ ინგლისური ენა ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ენა. აგრეთვე დაწყებითი კლასებიდანვე მისი შესწავლა, მოსწავლეს უვითარებს სააზროვნო უნარებს, რადგან ვფიქრობ უცხო ენის მშობლიურ ენასთან ინტეგრაცია მას ახალი გამოწვევების წინაშე აყენებს. რაც შეეხება მის უარყოფით მხარეს, ვფიქრობ, რომ პირველი კლასელი ბავშვის გონებრივი შესაძლებლობები არ არის მზად იმისათვის, რომ მან რაღაც არსობრივად განსხვავებულის ინტეგრირება მოახდიონს ჯერ კიდევ კარგად შეუცნობელ მშობლიურთან, თუმცა ამ შემთხვევაში ალბათ მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსწავლის ინდივიდუალური შესაძლებლობები, რადგან ერთისთვის შუძლებელი შესაძლოა ადვილად დასაძლევი იყოს მეორესთვის და ვფიქრობ აქაც ირღვევა მოსწავლის მორალური უფლება, რადგან ბავშვის ჯერ კიდევ ძალიან ფაქიზი გონება მტკივნეულად განიცდის იმ წარუმატებლობას, რომელიც მის გვერდით მჯომ თანაკლასელს არასდროს განუცდია, რადგან მისმა აზროვნებამ შედარებით უკეთ მიიღო და შესაბამისად მოირგო სიახლე. დაწყებით კლასებში მუშაობისას ხშირად ვაწყდები თითქმის ერთსა და იმავე პრობლემებს. ძალიან რთულია მოსწავლეს მოსთხოვო გრამატიკულ სავარჯიშოებზე მუშაობა, როცა მან მშობლიური ენის გრამატიკა არ იცის. აღნიშნული პრობლემა ძალიან ხშირად მიქმნის პრობლემას მათთან მუშაობისას.
და მაინც...
ინგლისური ენის პირველი კლასიდან სწავლების აუცილებლობას ვერსად გავექცევით. ეს არის გამოწვევა, რომელიც მოსწავლეებთან ერთად, ჩვენც წარმატებით უნდა ჩავაბაროთ და შესაბამისად, სირთულეების მიუხედავად, ჩვენ ღირსეულად ვადგავართ აღებულ გეზსს. როგორც ავღნიშნე, დაწყებით კლასებში ძალიან რთულია მოსწავლემდე გასაგებად მიიტანო სათქმელი და სწორედ ამიტომაც უცხო ენის სწავლების თანამედროვე მეთოდი პირდაპირ იქნა დაკავშირებული მოსწავლის გონებრივ შესაძლებლობებთან და ინტერესებთან, რომლის ერთ-ერთი თალსაჩინო მაგალითია "თამაშით სწავლება". ეს არის მეთოდი, რომელსაც ნამდვილად დადებით შედეგებზე გავყავართ, თუმცა ყველა მასწავლებელს როდი აქვს უნარი ან განწყობა 45 წუთის განმავლობაში იჯდეს ბავშვების გარემოცვაში და აიძულოს თავი სხვადასხვა თამაშის ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე გახდეს. აუცილებლად უნდა იქნას გათვალისწინებული ის ფაქტი, რომ მასწავლებელიც ჩვეულებრივი ადამიანია, რომელიც შესაძლოა იყოს მისი საქმის უბადლო პროფესიონალი, მაგრამ არ იყოს კარგი ფსიქოლოგი ან კარგი,,მსახიობი".
სწორედ ამიტომ, გარდა ,,თამაშით სწავლებისა" მასწავლებელს შუძლია სხვა, არანაკლებ საინტერესო კუთხითაც მიიტანოს სათქმელი მოსწავლემდე. საბედნიეროდ თანამედროვე ინტერნეტ სივრცე გვაძლევს შესაძლებლობას მოვიძიოთ ძალიან საინტერესო სასწავლო რესურსები, რომლებიც მოსწავლეთა ინტერესებს არის მორგებული და უადვილებთ მათ უცხო ენის შესწავლას. გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო ვიდეოს, რომელსაც ხშირად ვიყენებ საკლასო ოთახში და მეხმარება დადებითი შედეგის მიღწევაში.
და ბოლოს...
ვინაიდან ღმერთმა ხვალინდელი დღის შექმნა დაგვაკისრა, ვალდებულნი ვართ სიახლეებს ფეხი ავუწყოთ და თავდაუზოგავი შრომისა თუ პრაქტიკის კვლევის საფუძველზე შვქმნათ ღირსეული მომავალი!
ავტორი: ბიჭიკო ოჩიგავა
ამ ბმულებზე ნახავთ ძალიან საინტერესო ვიდეოებს. აყურებინეთ პატარებს.
ამ ბმულებზე ნახავთ ძალიან საინტერესო ვიდეოებს. აყურებინეთ პატარებს.
No comments:
Post a Comment