ბიჭიკო
ოჩიგავა
სსიპ
აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სეფიეთის
საჯარო
სკოლა
Xკლასი
2015-2016წ.
ჩემი კლასის მოსწავლეები
1. გაგუა
მედეა
|
2. ლაბარტყავა
თამარი
|
3. მიმინოშვილი
მერაბი
|
4. ოჩიგავა
ზაზა
|
5. რურუა
ანი
|
6. რურუა
ირაკლი
|
7. ღვანია
ქეთი
|
8. ღვანია
აკაკი
|
9. ყურუა
თამთა
|
10.
ძველაია ცირა
|
მე და ჩემი კლასი
აღნიშნულ კლასთან
მუშაობის სამ წლიანი გამოცდილება გამაჩნია. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ გამიმართლა,
რადგან მათი კრეატიული აზროვნება და შრომისმოყვარეობის უნარი, მათთან თანამშრომლობაში
და არაერთი საინტერესო პროექტისა თუ ღონისძიების განხორციელებაში დამეხმარა. კლასში სულ 10 მოსწავლე ირიცხება, რომელთა
უმრავლებოსა თავისუფლად სძლევს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
კლასის სამი მოსწავლე: რურუა ანი, რურუა ირაკლი და ღვანია ქეთი ყოველწლიურად ქების
სიგელის მფლობელები არიან, რასაც მათი მაღალი აკადემიური მოსწრება უდევს საფუძვლად.
აქტიურად იღებენ მონაწილეობას სხვადასხვა ტიპის სასწავლო ოლიმპიადებში, რაც მომავალში,
მათი წარმატების გარანტია. კლასი, თავიდანვე ძალიან შევიყვარე და გადაწეყვეტილება,
რომ მათთან თანამშრომლური ურთიერთობა ჩამომეყალიბებინა, ურთიერთობის დასაწყისშივე მივიღე. წლების განმავლობაში
იყო უთანხმოებაც, გაუგებრობაც, წყენაც, მაგრამ პარალელურად ვცდილობდი მათთან მოლაპარაკების გზით მიმეღწია კონსესუსისთის და საბედნიეროდ
ყოველთის ვრწმუნდებოდი, რომ „მიზანი ამართლებს საშუალებას.“ ხშირად ვმართავ შეხვედრებს
მშობლებთან და ვსაუბრობთ საჭირო საკითხებზე. ვცდილობ, მათთან თანამშრომლური ურთიერთბა
ჩამოვაყალიბო, რათა, ამით უფრო მეტად შევუწყო ხელი მათ სასკოლო ცხოვრებაში ჩართულობას,
რაც დადებითად აისახება მოსწავლეთა აკადემიურ მოსწრებაზე.
როგორც ავღნიშნე, კლასი ძალიან აქტიური და მონდომებულია,
რაც დამეხმარა მათთან ერთად, მათი დახმარებით არაერთი საინტერესო პროექტი, თუ ღონისძიება
ჩამეტარებინა. ამ კუთხით ძალიან ნაყოფიერი აღმოჩნდა შარშანდელი წელი. განხორციელებული
ღონისძიებები კი აღნუსხულია ჩემს პორტფოლიოში. ახალი სასწავლო წელიც არანაკლებ აქტიური
იქნება, რადგან უკვე შევიმუშავე მათთან მუშაობის კალენდარული გეგმა. ვგეგმავ საკლასო
პროექტებსა და სხვადასხვა ტიპის შემეცნებითი სახის პრეზენტაციების
მოწყობას. აგრეთე ვგეგმავ ექსკურსიებს, რაც მოსწავლეებთან კიდევ უფრო დაახლოების საშუალებას
მომცემს. მათი პიროვნული თვისებების უკეთ შეცნობის მიზნით, შევადგინე თითშეფასების
რუბრიკა, სადაც მოსწავლეები თავიანთ პიროვნულ მახასიათებლებზე საუბრობენ. მეათე კლასის მოსწავლეები ახლა ცხოვრების იმ ეტაპს
გადიან, როცა აქტიურად მიმდინარეობს შეხედულებათა და ფასეულობათა გადაფასება. სწორედ
ამიტომაც თავს მოვალედ მივიჩნევ, მათ პიროვნულ ჩამოყალიბებაში აქტიური მონაწილეობა
მივიღო. აღნიშნული მიზნის განსახორციელებლად, ვგეგმავ თვეში ოთხჯერ ჩავატარო სადამრიგებლო
კლას საათი, რომლის ფარგლებშიც არაერთ საინტერესო და საჭირბოროტო საკითხებს შევეხები.
ვფიქრობ უკანასკნელი
სამი წლის მანძილზე, მცირე წვლილი შევიტანე ჩემს სადამრიგებლო კლასთან მუშაობით, როგორც
დემოკრატიული ღირებულებების, სამოქალაქო ცნობიერებისა და სახელმწიფოს წინაშე საკუთარი
უფლება-მოვალეობის გააზრების საქმეში.
პატივს ვცემ და ვითვალისწინებ შემდეგ
პრინციპებს
1. ჩათვალე სკოლა ადგილად, სადაც შეიძლება სრულად გამოვლინდეს შენი ნიჭი.
2. მონახე შენში სახე შენი
3. ნუ ჩაიკეტები მასწავლებლობაში.
4. დაიმახსოვრე, მასწავლებლობაში ბედნიერება შრომაშია- იყავი ბედნიერი.
5. იყავი მართალი და პატიოსანი.
6. დააფასე იუმორის გრძნობა.
7. იყავი თავშეკავებული - არ დაკარგო თავმოყვარეობა.
8. ნუ აჩვენებ, იყო უფრო ჭკვიანი, ვიდრე ხარ.
9. გქონდეს შენი მოქალაქეობრივი მრწამსი.
4. დაიმახსოვრე, მასწავლებლობაში ბედნიერება შრომაშია- იყავი ბედნიერი.
5. იყავი მართალი და პატიოსანი.
6. დააფასე იუმორის გრძნობა.
7. იყავი თავშეკავებული - არ დაკარგო თავმოყვარეობა.
8. ნუ აჩვენებ, იყო უფრო ჭკვიანი, ვიდრე ხარ.
9. გქონდეს შენი მოქალაქეობრივი მრწამსი.
მასწავლებლის 10 მცნება
(ჯორჯ პოია.)
1. გაინტერესებდეს შენი საგანი.
2. იცოდე შენი საგანი.
3. უწყოდე, რა გზით შეიძლება შენთვის ახლის შესწავლა, რამეთუ შესწავლის საუკეთესო საშუალებაა ოდეს თავად აღმოაჩენ.
4. ხედვიდე მოსწავლეთა სახეებზე ფიქრსა მათსა, რასაც ელიან შენგან; პატივ ეც სატკივარსა მათსა, ძალ გედვას მათ ადგილას საკუთარი თავის ხილვისა.
5. არა თაყვანი ეც მწირსა ინფორმაციასა, ესწრაფვიდე დააჩვიო მოწაფე სჯასა, თანმიმდევრულად მუშაობის უნარსა და კეთილ-ჰყავ წესი აზროვნებისა მისისა.
6. დააჩვიე ყმაწვილი მიხვედრასა.
7. დააჩვიე ყმაწვილი მტკიცების წესსა და რიგსა.
8. ჰპოვე ადამიანში ის, რაც საზოგადოა, რაც შეიძლება სხვა ადამიანის ამოხსნაში გამოგადგეს. აღმოაჩინე ზოგადი მეთოდი.
9. არა აუწყო მოწაფესა შენსა საიდუმლო მეცნიერებისა მყისიერად, რათა თავად მოწაფემან გამოიტანოს საიდუმლო იგი, ვიდრე განუმარტავდე შენ,თავად იპოვონ რაც შეიძლება მეტი.
10. კურთხეულ არს მისახვედრი მითითებანი, იძულებით ნუ მოახვევ საკუთარ აზრს
(ჯორჯ პოია.)
1. გაინტერესებდეს შენი საგანი.
2. იცოდე შენი საგანი.
3. უწყოდე, რა გზით შეიძლება შენთვის ახლის შესწავლა, რამეთუ შესწავლის საუკეთესო საშუალებაა ოდეს თავად აღმოაჩენ.
4. ხედვიდე მოსწავლეთა სახეებზე ფიქრსა მათსა, რასაც ელიან შენგან; პატივ ეც სატკივარსა მათსა, ძალ გედვას მათ ადგილას საკუთარი თავის ხილვისა.
5. არა თაყვანი ეც მწირსა ინფორმაციასა, ესწრაფვიდე დააჩვიო მოწაფე სჯასა, თანმიმდევრულად მუშაობის უნარსა და კეთილ-ჰყავ წესი აზროვნებისა მისისა.
6. დააჩვიე ყმაწვილი მიხვედრასა.
7. დააჩვიე ყმაწვილი მტკიცების წესსა და რიგსა.
8. ჰპოვე ადამიანში ის, რაც საზოგადოა, რაც შეიძლება სხვა ადამიანის ამოხსნაში გამოგადგეს. აღმოაჩინე ზოგადი მეთოდი.
9. არა აუწყო მოწაფესა შენსა საიდუმლო მეცნიერებისა მყისიერად, რათა თავად მოწაფემან გამოიტანოს საიდუმლო იგი, ვიდრე განუმარტავდე შენ,თავად იპოვონ რაც შეიძლება მეტი.
10. კურთხეულ არს მისახვედრი მითითებანი, იძულებით ნუ მოახვევ საკუთარ აზრს
სადამრიგებლო
საათის პროგრამა შემდეგ პრინციპებს ეყრდნობა:
> აღზრდის მთლიანობა - პიროვნების განვითარება ფიზიკური, ფსიქიკური, სოციალური და სულიერი კუთხით არის აუცილებელი. სააღმზრდელო მუშაობის მთავარი მიზანი ფიზიკურად და ფსიქიკურად ჯანსაღი მოქალაქის აღზრდაა;
> შემოქმედი, აქტიური პიროვნების აღზრდა - ყველა ბავშვი უნიკალურია. მოსწავლეები ერთმანეთისგან ნიჭითა და შესაძლებლობებით განსხვავდებიან. ამდენად, დამრიგებლის ფუნქცია მათში ნიჭისა და ძლიერი მხარეების აღმოჩენა, მოსწავლის შინაგანი ძალების აქტივაცია, ნიჭისა და შესაძლებლობების გამოვლენისათვის პირობების შექმნაა;
> მოსწავლეთა ჩართულობა და მონაწილეობა
- მოსწავლეებში პასუხისმგებლობისა და ვალდებულების გრძნობის განვითარება აუცილებელია. საკლასო ცხოვრებაში მნიშვნელოვანი აქტივობების (ზეიმები, ლაშქრობები, ექსკურსიები) დაგეგმვისას დამრიგებელმა მოსწავლეთა ჩართულობა უნდა უზრუნველყოს. მაქსიმალურად უნდა მოხდეს მათი ინტერესების გათვალისწინება. ამგვარი ჩართულობა მოსწავლეებს დამოუკიდებელ ცხოვრებაში წამოჭრილი სირთულეების მოგვარების უნარ-ჩვევებს გამოუმუშავებს და ხელს შეუწყობს თავისუფალი პიროვნების ფორმირებას;
> თანამშრომლობის პრინციპი - დამრიგებლის ურთიერთობა მოსწავლეებთან უნდა ემყარებოდეს თანამშრომლობას, ურთიერთპატივისცემასა და ურთიერთნდობას. დამრიგებლის მუშაობა მიმართული უნდა იყოს მოსწავლეთა სასკოლო ცხოვრებასთან დაკავშირებული მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისა და მათთვის სათანადო პირობების შექმნისკენ;
> ბავშვის უფლებებისა და მოვალეობების
დაცვის პრინციპი - დამრიგებელმა მოსწავლეებს ხელი უნდა შეეუწყოს საკუთარი და სხვისი უფლებებისა და მოვალეობების გაცნობიერებასა და დაცვაში.
სადამრიგებლო
საათის პროგრამის მიმართულებებია:
1. პიროვნული და მორალური
განვითარება
- მე - პიროვნება, სოციუმი ჩემს გარშემო, ურთიერთობა თანატოლებთან და უფროსებთან, ტოლერანტობა, ადამიანთა უფლებები, ზოგადსაკაცობრიო ღირებულებები, ეტიკეტი;
2. გარემოს დაცვის კულტურა და ცხოვრების
ჯანსაღი წესი - პირადი ჰიგიენა, ავადმყოფობის გავრცელების წყაროები, სასარგებლო საკვები, დროის ორგანიზება, დღის რეჟიმი, სპორტის მნიშვნელობა, მავნე ჩვევების საფრთხე, გარემოს და ბუნების მოფრთხილება;
3. უსაფრთხოება და მოქალაქეობრივ
- პატრიოტული ცნობიერება - ჩემი ეზო, ჩემი სკოლა, ჩემი ქალაქი/სოფელი, სამშობლო, ისტორია, გამოჩენილი პიროვნებები, მნიშვნელოვანი მოვლენები, ტრადიციები, წესები და კანონები;
4. თვალსაწიერის გაფართოება - ხელოვნების, ტექნოლოგიური და სამეცნიერო მიღწევები.
თემები კლასის საათისთვის
1.დისკუსია-მე რომ მასწავლებელი ვიყო
2.ცხოვრების ჯანსაღი წესი
3.კვება და ჯანმრთელობა
4.ალკოჰოლის მავნეობა
5.მოწევის მავნებლობა
6. როდის ირღვევა ჩვენი უფლებები?
7. ადამიანთა უნიკალობა;
8.
ჩვენი სამყარო;
9.
საყვარელი საქმიანობა.
10. ბავშვთა უფლებები სკოლაში, ეზოში,ქუჩაში.
11.
ბავშვთა ვალდებულებები.
12.პატივისცემა საკუთარი თავის
,სხვა ადამიანების მიმართ.
13. უფლებების დარღვევა.
როდის ვარღვევ სხვათა უფლებებს? როდის ირღვევა ჩვენი უფლებები?
14 უფლებების დარღვევა იწვევს კონფლიქტებს,
ჩვენ შეგვიძლია კონფლიქტების მოგვარება.
კალენდარული გეგმა
№
|
შესასრულებელი
საკითხები
|
შესრულების
დრო
|
შენიშვნა
|
1
|
კლასის
კონტიგენტის
დაზუსტება,
ჟურნალის და სასკოლო დოკუმენტაციის
წარმოება |
სექტემბერი
|
|
2
|
წლიური სამუშაო გეგმის შედგენა
|
სექტემბერი
|
|
3
|
მშობელთა
კრება
ორგანიზაციულ საკითხებზე
|
სექტემბრის ბოლოს
|
|
4 --------- |
კლასის
საათი
ორგანიზაციულ
საკითხებზე
---------------------------------------------------------------------------- ჩვენი უფლება-მოვალეობები |
სემესტრის
დასაწყისში
|
|
5
|
მოსწავლეთა
გამოცხადების
და
დაგვიანე-
ბის
ყოველდღიური
აღრიცხვა
|
მთელი
წლის
მანძილზე
|
|
6
|
ინდივიდუალური
შეხვედრები მშობლებთან
|
მთელი
წლის
მანძილზე
|
|
7
|
დისკუსია მე რომ მასწავლებელი ვიყო
|
ოქტომბერი
|
|
8
|
საუბარი
ცხოვრების
ჯანსაღი
წესის
შესახებ
|
ოქტომბერი
|
|
9
|
ბავშვთა უფლებები
|
ნოემბერი
|
|
10
|
კვება და ჯანმრთელობა
|
ნოემბერი
|
|
როდის ვარღვევთ სხვათა უფლებებს
|
დეკემბერი
|
||
11
|
კლასის
საათი
|
დეკემბერი
|
|
12
|
კლასის
საათი:
1 სემესტრის შედეგების განხილვა
|
იანვარი
|
|
13
|
საუბარი:
„უცხო ენა ჩვენი წარმატებისთის“
|
იანვარი
|
|
14
|
ინდივიდუალური
საუბრები
ასაკობრივ
ცვლილებებთან
დაკავშირებით
|
თებერვალი
|
|
15
|
„ვიცხოვროთ მავნე ჩვევების გარეშე“
|
თებერვალი
|
|
16
|
საყვარელი საქმიანობა
|
თებერვალი
|
|
17
|
გართობის საშუალებები: კომპიუტერული
თამაშები,
ინტერნეტი,
მათი დადებითი და
უარყოფითი მხარეები.
|
მარტი
|
|
18
|
კლასის
საათი_
„ უსიყვარულოდ...“
|
მარტი
|
|
19
|
საუბარი
: რა ვიცით 9 აპრილის შესახებ?
|
აპრილი
|
|
20
|
საუბარი
საინტერესო
პროფესიების
შესახებ
|
აპრილი
|
|
21
|
საუბარი თემაზე „სიყვარული“
|
მაისი
|
|
22
|
კლასის
საათი
წლის
მოსალოდნელი
შედეგების
შესახებ
|
ივნისი
|
|
23
|
ექსკურსია
ქუთაისში
|
ივნისი
|
|
24
|
მიმოხილვა-
წლის
შედეგების
გაცნობა
|
ივნისი
|
|
25
|
მშობლებისათვის
შედეგების
გაცნობა
|
ივნისი
|
სსიპ აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სეფიეთის
საჯარო სკოლის მეათე კლასის მიერ 2015-216 წლებში ჩასატარებელ ღონისძიებათა კალენდარული
გეგმა
N
|
თარიღი
|
ღონისძიების დასახელება
|
|
1
|
ნოემბერი
|
1.მთავარანგელოზობისადმი
მიძღვნილი ღონისძიება.
|
|
2
|
დეკემბერი
|
2. საახალწლო კარნავალი „ წელი მოდის
ახალი“
|
|
3
|
მარტი
|
3. „დედა არსობის საწყისი“
|
|
4
|
აპრილი
|
4.ექსკურსია მარტვილის ღირშესანიშნავ
ადგილებში
|
|
5
|
აპრილი
|
5. „9 აპრილის“ სისხლიანი ქრონიკა
|
|
6
|
ივნისი
|
6. ექსკურსია მცხეთის ღირშესანიშნავ ადგილებში
|
|
დამრიგებლის თვითშეფასების კითხვარი
#
|
პირობა
|
რეგულარულად
|
ხშირად
|
იშვიათად
|
არასოდეს
|
1
|
ვზრუნავ ეფექტურ
სასწავლო გარემოს შექმნაზე
|
დიახ
|
|||
2
|
ვაკვირდები
მოსწავლეთა აკადემიურ შეფასებას
|
დიახ
|
|||
3
|
ვაკვირდბი
რამდენად იცავენ
მოსწავლეები
ქცევის წესებს
|
დიახ
|
|||
4
|
ვიზიარებ
მოსწავლეთა შეხედულებებსა და შენიშვნებს
|
დიახ
|
|||
5
|
ვიკვლევ კლასში
შექმნილ პრობლემის მიზეზებს და ვსახავ
გამოსწორების გზებს
|
ხშირად
|
|||
6
|
ვთანამშრომლობ
მშობლებთან
|
ხშირად
|
2015-2016 წელი ჩემი სადამრიგებლო კლასის წარმატებისა და პროგრესის წლად დავისახე და დარწმუნებული ვარ ჩვენი ერთობლივი მონდომებითა და შრომისმოყვარეობით,აუცილებლად დავადგებით იმ გზას, რომელიც წარმატებისკენ მიგვიყვანს.
-------------------------------------------------------
სსიპ აბაშის მუნიციპალიტეტის სოფ სეფიეთის საჯარო სკოლა
X კლასი
დამრიგებელი: ბიჭიკო ოჩიგავა
თემა: პირველი სემესტრის ანგარიში
2015-2016 სასწავლო წლის დასაწყისში სსიპ აბაშის მუნიციპალიტეტის
სოფელ სეფიეთის საჯარო სკოლის მეათე კლასში ირიცხებოდა 10 მოსწავლე. მათი რაოდენობა
პირველი სემესტრის ბოლომდე უცვლელად შენარჩუნდა.
გაცდენების საერთო რაოდენობამ 448 შეადგინა. აქედან
საპატიო იყო 52.
სასწავლო წლის დასწაყისშივე შევადგინე სადამრიგებლო
საათის კალენდარული გეგმა და წარვუდგინე კლასს. განვიხილეთ წლის განმავლობაში განსახორციელებელი
აქტივობები. მოსწავლეებს მივეცი თავისუფლება აერჩიათ კლას საათის თემები. გარდა ამისა
ვისაუბრეთ ქცევის წესებზე და უფლება-მოვალეობებზე.
პირველი სემესტრის განმავლობაში სულ 4 მშობელთა კრება ჩავატარე. თითოეული
შხვედრა კლასის საჭიროებებიდან გამომდინარეობდა ვაფორმებდი შესაბამისი ოქმით.
აკადემიური მოსწრების მხრივ კლასში შენიშნება პროგრესი.
რამდენიმე მოსწავლეში შინიშნებოდა მონდომება, რაც დადებით ზეგავლენას ახდენდა მათ აკადემიურ მოსწრებაზე.
მთელი პირველი სემესტრის განმავლობაში მოსწავლეთა შესაძლებლობებიდან გამომდინარე ვახერხებდი
გაკვეთილების ბოლოს ,დამატებითი ერთ საათიანი მეცადინეობის კურსი ჩამეტარებინა, სადაც
შედარებით სუსტი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეებს მათ შესაძლებლობებზე მორგებულ
სამუშაოებს ვთავაზობდი. აღნიშნულმა სტრატეგიამ მათი მოტივაციის ამაღლება გამოიწვია.
კლასში ირიცხებიან მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები,
რომლებიც აქტიურად მონაწილეობდნენ სასწავლო ოლიმპიადაში: ,,KINGS”
ქართულ და ინგლისურ ენებში.
აქედან რურუა ანიმ წარმატებით გადალახა მესამე ეტაპი ქართულ ენასა და ლიტერატურაში.
პირველი სემესტრი ძალიან წარმატებული გამოდგა რურუა ირაკლისთვისაც, რომელმაც სკოლაში
გამართული ინტელექტუალურ კონკურსში პირველი
ადგილი მოიპოვა და მონაწილეობა მიიღო ეტალონის
ფინალურ კონკურში, რომელშიც რაიონის მაშტაბით ყველა სკოლა იღებდა მონაწილეობას.
ინტელექტუალური თამაშის წამყვანის ამპლუა ამჯერადაც პროექტის ავტორმა გოჩა ტყეშელაშვილმა მოირგო.
პირველი სემესტრი ძალიან ნაყოფიერი გამოდგა საკლასო
ღონისძიებების ჩატარების კუთხითაც. 21 ნოემბერს კლასმა ღონისძიება:,,მთავარანგელოზობა“
წარუდგინა აუდიტორიას, რომელიც პედაგოგებისგან
და სკოლის მოსწავლეებისგან შედგებოდა. ღონისძიებაზე მუშაობისას მოსწავლეებს გამოუმუშავდათ
თანამშრომლური მუშაობისა
კვლევა ძიების უნარები. პირველი სემესტრის დასასრულს
მოსწავლეები საახალწლო ღონისძიებით ,, მოდის წელი ახალი“ წარსდგნენ მაყურებლის წინაშე
და შესანიშნავი წინასაახალწლო განწყობა შექმნეს.
პირველი სემესტრის შედეგებით კმაოფილი ვარ და იმედს
ვიტოვებ, რომ კიდევ უფრო მეტი მონდომებისა და მოსწავლეებთან თანამშრომლური ურთიერთობის
შედეგად მეორე სემსტრი გაცილებით საინტერესო და შემოქმედებითად დატვირთული იქნება.
No comments:
Post a Comment