მე და ჩემი კლასი
აღნიშნულ კლასთან მუშაობის სამ წლიანი გამოცდილება გამაჩნია. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ გამიმართლა, რადგან მათი კრეატიული აზროვნება და შრომისმოყვარეობის უნარი, მათთან თანამშრომლობაში და არაერთი საინტერესო პროექტისა თუ ღონისძიების განხორციელებაში დამეხმარა. კლასში სულ 10 მოსწავლე ირიცხება, რომელთა უმრავლებოსა თავისუფლად სძლევს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. კლასის სამი მოსწავლე: რურუა ანი, რურუა ირაკლი და ღვანია ქეთი ყოველწლიურად ქების სიგელის მფლობელები არიან, რასაც მათი მაღალი აკადემიური მოსწრება უდევს საფუძვლად. აქტიურად იღებენ მონაწილეობას სხვადასხვა ტიპის სასწავლო ოლიმპიადებში, რაც მომავალში, მათი წარმატების გარანტია. კლასი, თავიდანვე ძალიან შევიყვარე და გადაწეყვეტილება, რომ მათთან თანამშრომლური ურთიერთობა ჩამომეყალიბებინა, ურთიერთობის დასაწყისშივე მივიღე. წლების განმავლობაში იყო უთანხმოებაც, გაუგებრობაც, წყენაც, მაგრამ პარალელურად ვცდილობდი მათთან მოლაპარაკების გზით მიმეღწია კონსესუსისთის და საბედნიეროდ ყოველთის ვრწმუნდებოდი, რომ „მიზანი ამართლებს საშუალებას.“ ხშირად ვმართავ შეხვედრებს მშობლებთან და ვსაუბრობთ საჭირო საკითხებზე. ვცდილობ, მათთან თანამშრომლური ურთიერთბა ჩამოვაყალიბო, რათა, ამით უფრო მეტად შევუწყო ხელი მათ სასკოლო ცხოვრებაში ჩართულობას, რაც დადებითად აისახება მოსწავლეთა აკადემიურ მოსწრებაზე.
როგორც ავღნიშნე, კლასი ძალიან აქტიური და მონდომებულია, რაც დამეხმარა მათთან ერთად, მათი დახმარებით არაერთი საინტერესო პროექტი, თუ ღონისძიება ჩამეტარებინა. ამ კუთხით ძალიან ნაყოფიერი აღმოჩნდა შარშანდელი წელი. განხორციელებული ღონისძიებები კი აღნუსხულია ჩემს პორტფოლიოში. ახალი სასწავლო წელიც არანაკლებ აქტიური იქნება, რადგან უკვე შევიმუშავე მათთან მუშაობის კალენდარული გეგმა. ვგეგმავ საკლასო პროექტებსა და სხვადასხვა ტიპის შემეცნებითი სახის პრეზენტაციების მოწყობას. აგრეთე ვგეგმავ ექსკურსიებს, რაც მოსწავლეებთან კიდევ უფრო დაახლოების საშუალებას მომცემს. მათი პიროვნული თვისებების უკეთ შეცნობის მიზნით, შევადგინე თითშეფასების რუბრიკა, სადაც მოსწავლეები თავიანთ პიროვნულ მახასიათებლებზე საუბრობენ. მეათე კლასის მოსწავლეები ახლა ცხოვრების იმ ეტაპს გადიან, როცა აქტიურად მიმდინარეობს შეხედულებათა და ფასეულობათა გადაფასება. სწორედ ამიტომაც თავს მოვალედ მივიჩნევ, მათ პიროვნულ ჩამოყალიბებაში აქტიური მონაწილეობა მივიღო. აღნიშნული მიზნის განსახორციელებლად, ვგეგმავ თვეში ოთხჯერ ჩავატარო სადამრიგებლო კლას საათი, რომლის ფარგლებშიც არაერთ საინტერესო და საჭირბოროტო საკითხებს შევეხები.
ვფიქრობ უკანასკნელი სამი წლის მანძილზე, მცირე წვლილი შევიტანე ჩემს სადამრიგებლო კლასთან მუშაობით, როგორც დემოკრატიული ღირებულებების, სამოქალაქო ცნობიერებისა და სახელმწიფოს წინაშე საკუთარი უფლება-მოვალეობის გააზრების საქმეში.
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
როგორი პატარები იყვნენ და ახლა როგორ წამოიჩიტნენ. მიყვარს ესენი ძალიან. ჩემი დასაყრდენი კლასი.
სახალწლო კარნავალის ,,მოდის წელი ახალი" ფარგლებში დავწერე სცენარი, რომელზეც გადავიღეთ სატირულ-იუმორისტული ჩანახატი. მადლობას ვუხდი ჩემი სადამრიგებლო კლასის მოსწავლეებს: ცირა ძველაიას, თამარ ლაბარტყავას და თამთა ყურუას როლების წარმატებით მორგებისთვის.
კლასში ძალიან კრეატიული და ნიჭიერი მოსწავლეები არიან, რონლებიც სხვადასხვა სფეროსადმი იჩენენ ინტერესებს. ძველაია ცირა და ლაბარტყავა თამარი შესანიშნავად ირგებენ მსახიობის ამპლუას, რომლის შედეგიც ეს ვიდეო რგოლია, რომელშიც ისინი ძველი თაობის შეხედულებებს აცოცხლებენ.
-----------------------------------------------------------------------------------------------------------
1 ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა, რომელიც ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ 1949 წელს დააწესა და იქიდან მოყოლებული თითქმის მთელ მსოფლიოში ყოველწლიურად აღინიშნება და მასში ასობით არასამთავრობო ორგანიზაციაა ჩართული. აღნიშნული ორგანიზაციების საქმიანობის მიზანია მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ახალი ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის. სამწუხაროდ დღესდღეობით მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში, მოზარდზე ძალადობა, ყველაზე ატუალურ და დაუძლეველ პრობლემად ითვლება და მათ შორისაა საქართველოც, სადაც სტატისტკური მონაცემებით, ყოველწლიურად ასობით ბავშვი ხდება ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი. აღნიშნული პრობლემის აღმოსაფხვრელად იმართება სხვადასხვა ტიპის მშვიდობიანი აქციები და ხორციელდება სპეციალური პროექტები. საბედნიეროდ, პრობლემის არსში ყოველწლიურად ასობით მოსწავლე ერკვევა და მათი მცდელობა, სხვადასხვა ფორმით გამოხატონ მათი თანატოლებისადმი მხარდაჭერა, ასევე ყოველწლირად მატულობს. მათ შორისაა სსიპ აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სეფიეთის საჯარო სკოლა, რომლის მეცხრე კლასის მოსწავლეებმა, კლასის დამრიგებლის ბიჭიკო ოჩიგავას ორგანიზატორობით საინტერესო ვიდეორგოლი გადაიღეს, რომელშიც ძალადობაზე და თავიანთ უფლებებზე მოსაზრებებს გამოთქვამენ.
-------------------------------------------------------------------------------------------------------
1 ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა, რომელიც ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ 1949 წელს დააწესა და იქიდან მოყოლებული თითქმის მთელ მსოფლიოში ყოველწლიურად აღინიშნება და მასში ასობით არასამთავრობო ორგანიზაციაა ჩართული. აღნიშნული ორგანიზაციების საქმიანობის მიზანია მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ახალი ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის. სამწუხაროდ დღესდღეობით მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში, მოზარდზე ძალადობა, ყველაზე ატუალურ და დაუძლეველ პრობლემად ითვლება და მათ შორისაა საქართველოც, სადაც სტატისტკური მონაცემებით, ყოველწლიურად ასობით ბავშვი ხდება ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი. აღნიშნული პრობლემის აღმოსაფხვრელად იმართება სხვადასხვა ტიპის მშვიდობიანი აქციები და ხორციელდება სპეციალური პროექტები. საბედნიეროდ, პრობლემის არსში ყოველწლიურად ასობით მოსწავლე ერკვევა და მათი მცდელობა, სხვადასხვა ფორმით გამოხატონ მათი თანატოლებისადმი მხარდაჭერა, ასევე ყოველწლირად მატულობს. მათ შორისაა სსიპ აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სეფიეთის საჯარო სკოლა, რომლის მეცხრე კლასის მოსწავლეებმა, კლასის დამრიგებლის ბიჭიკო ოჩიგავას ორგანიზატორობით საინტერესო ვიდეორგოლი გადაიღეს, რომელშიც ძალადობაზე და თავიანთ უფლებებზე მოსაზრებებს გამოთქვამენ.
-------------------------------------------------------------------------------------------------------
იმისათვის, რომ ჩემი მოსწავლეების შინაგანი სამყაროს შესახებ გაცილებით მეტი საინტერესო დეტალი გამეგო, გადავწყვიტე თითოეულ მათგანთან ინტერვიუ ჩამეწერა. ინფორმაციის მოპოვების ეს მიდგომა მათთვისაც ძალიან საინტერესო აღმოჩნდა და კითხვებზე ხალისით მპასუხობდნენ.
"ბლიც-ინტერვიუ"
ანი რურუა
უნდოდა, რომ პოლიციელი გამხდარიყო. მოგვიანებით კი მასწავლებლის პროფესიით დაინტერესდა, თუმცა დღეს ამბობს, რომ გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ შეცვალა და სულ სხვა მიზნები აქვს. თუ რა გახდა ამის მიზეზი ჩვენი „ბლიც-ინტერვიუდან“ შეიტყობთ.
1. რომ არ დავბადებულიყავი საქართველოში, დავიბადებოდი
-რომ არ დავბადებულიყავი საქართველოში, დავიბადებოდი საფრანგეთში, მაგრამ მიხარია, რომ საქართველოში დავიბადე და ქართველი ვარ.
2. ცხოვრებაში ყველაზე მეტად მინდა, რომ
-მინდა, რომ მივაღწიო წარმატებას და გამოვადგე ჩემს ქვეყანას, ოჯახს.
3. ადრეულ ბავშვობაში ყველაზე მეტად მინდოდა, რომ
-მინდოდა, რომ გავმხდარიყავი პოლიციელი.
4. ის, რის გარეშეც ცხოვრება ვერ წარმომიდგენია
-ჩემთვის მუსიკაა ის, რის გარეშეც ცხოვრება ვერ წარმომიდგენია
5. ჩემი მეგობრები ჩემთვის
-ჩემი მეგობრები ჩემთვის, უფლის ყველაზე დიდი საჩუქრები არიან, რომლებიც ჩემს ტკივილსა და სიხარულს იზიარებენ.
6. ის, რაც ყველაზე მეტად მომწონს ჩემს თავში
-ჩემს თავში მომწონს ერთგულების განცდა, გაბედულობა და საკუთარი თავის რწმენა.
7. ის, რაც ყველაზე მეტად არ მომწონს ჩემს თავში
-ჩემს თავში არ მომწონს სიჯიუტე.
8 .მჯერა, რომ
-მჯერა, რომ მომავალში წარმატებას მივაღწევ.
9. ყველაზე მეტად ადამიანში ვაფასებ
-ადამიანში ვაფასებ ერთგულებას და პატიოსნებას
10. მასწავლებელი რომ ვიყო
-მასწავლებელი რომ ვიყო, საკმაოდ მკაცრი და ამავდროულად მეგობრულიც ვიქნებოდი. ადრე მასწავლებლობაზე ვოცნებობდი, თუმცა დღეს რომ ვხედავ თუ როგორი შრომატევადი და საპასუხისმგებლოპროფესიაა, სურვილი არ მაქვს ამ სფეროს გავყვე.ეს არის სფერო, რომელზეც დამოკიდებულია ქვეყნის აღმავლობა.
11. ის, რაც მაქვს და რისი დაკარგვაც ყველაზე მეტად არ მინდა
-ადამიანური თვისებები
12. ის, რაც არ მაქვს და მინდა, რომ მქონდეს
-არ მაქვს პლანშეტური კომპიუტერი და მინდა, რომ მქონდეს.(იცინის)
13.ის, რაც მე არ მაქვს, და მინდა, რომ ჩემს შვილებს ჰქონდეთ
- მინდა, რომ მათ უკეთესი მომავალი ჰქონდეთ.
14. ყველაზე მეტად მავიწყდება
-საქმის კეთება დატვირთული გრაფიკის გამო
15. მინდა დამიმახსოვრინ, როგორც
-კარგი, განათლებული ადამიანი
16. სიმღერა, რომლესაც ხშირად ვღიღინებ
-Ketty perry-dark horse
17. ის, რისი თმაც სულ მინდოდა და დღეს თქვენთან ვამბობ
-ამ კითხვაზე პასუხი არ მაქვს.
18. მე რომ მშობელი ვიყო
-მართალია ჩემთვის ნაადრევი კითხვაა, მაგრამ მშობელი რომ ვიყო, ჩემს შვილებს შევუქმნიდი ყველანაირ პირობას, რათა უკეთესი მომავალი ჰქონოდათ.
19. მე რომ განათლების მინისტრი ვიყო
-უფრო გავზრდიდი განათლების დონეს, მეთ სასწავლო ოლიმპიადებს ჩავატარებდი.
ესაუბრა ბიჭიკო ოჩიგავა
2015 წელი
--------------------------------------------------------------------------------------------------------
ირაკლი რურუა
ამბობს, რომ თავმდაბალია და ცხოვრებ
ვერ წარმოუდგენია მისი
ოჯახის გარეშე.
ოპტიმისტი ადამიანია
და ამბობს, რომ
ცხოვრებაში ყველაფერი
გამოუვა. როგორი
მასწავლებელი იქნებოდა
და რა რეფორმას
გაატარებდა განათლების
მინისტრი
რომ იყოს, ინტერვიუდან
შეიტყობთ.
1. რომ არ დავბადებულიყავი
საქართველოში, დავიბადებოდი
-რომ
არ დავბადებულიყავი საქართველოში, ალბათ მაინც საქართელოში დავიბადებოდი.(იცინის).სიმართლე
გითხრა, ამაზე არ მიფიქრია.
2. ცხოვრებაში ყველაზე
მეტად მინდა, რომ
-კარგი ადამიანი
ვიყო, კარგად ვისწავლო და ა.შ.
3. ადრეულ ბავშვობაში
ყველაზე მეტად მინდოდა, რომ
-კარგად მესწავლა
და კომპიუტერების მასწავლებელი გამოვსულიყავი
4. ის, რის გარეშეც ცხოვრება
ვერ წარმომიდგენია
-ახლობელი ადამიანების გარეშე
5. ჩემი მეგობრები ჩემთვის
-არიან ჩემი დები და ძმები ისინი მე ძალიან მიყვარს
6. ის, რაც ყველაზე მეტად
მომწონს ჩემს თავში
-პატივისცემა, თავდამბლობა,
7. ის, რაც ყველაზე მეტად
არ მომწონს ჩემს თავში
-სიზარმაცე
8 .მჯერა, რომ
-რომ ცხოვრებაში ყველაფერი გამომივა
9. ყველაზე მეტად ადამიანში
ვაფასებ
-პატივისცემას
10. მასწავლებელი რომ
ვიყო
-ბავშვებთან ვიქნებოდი მეგობრულად მაგრამ მომთხოვნიც
11. ის, რაც მაქვს და რისი დაკარგვაც ყველაზე მეტად
არ მინდა
-მე ყველაზე მეტად არ მინდა დავკარგო რწმენა
12. ის, რაც არ მაქვს
და მინდა, რომ მქონდეს
- ....
13.ის, რაც მე არ მაქვს,
და მინდა, რომ ჩემს შვილებს ჰქონდეთ
-.........
14. ყველაზე მეტად მავიწყდება
-ისტორიული თარიღები და ა.შ.
15. მინდა დამიმახსოვრინ,
როგორც
-კარგი ადამიანი
16. სიმღერა, რომლესაც
ხშირად ვღიღინებ
- "beat
hart setting me free"
17. ის, რისი თმაც სულ
მინდოდა და დღეს თქვენთან ვამბობ
-…
18. მე რომ მშობელი ვიყო
-ჩემ შვილს პირველ რიგში კარგად ვასწავლიდი. ეკლესიაში
მივიყვანდი
19. მე რომ განათლების
მინისტრი ვიყო
-კვირაში სამ დღეს დასვენების დღედ(იცინის)
ესაუბრა ბიჭიკო ოჩიგავა
2015 წელი
თამარ ლაბარტყავა
ოპტიმისტი ადამიანია და ფიქრობს, რომ
მომავალში ყველაფერი კარგად იქნება.
რა არ მოსწონს
საკუთარ თავში და როგორი მშობელი იქნებოდა
ამას ინტერვიუდან შეიტყობთ.
1. რომ არ დავბადებულიყავი
საქართველოში, დავიბადებოდი
- ალბათ ინდოეთში დავიბადებოდი
2. ცხოვრებაში ყველაზე
მეტად მინდა, რომ
-მინდა ვიყო სამშობლოს საამაყო შვილი
3. ადრეულ ბავშვობაში
ყველაზე მეტად მინდოდა, რომ
-ვყოფილიყავი მასწავლებელი
4. ის, რის გარეშეც ცხოვრება
ვერ წარმომიდგენია
-ეს
არის ცხოვრება მშობლების გარეშე
5. ჩემი მეგობრები ჩემთვის
-უნდა იყოს კეთილი
და მეგობრული,
6. ის, რაც ყველაზე მეტად
მომწონს ჩემს თავში
-ვარ მეგობრული და კეთილი
7. ის, რაც ყველაზე მეტად
არ მომწონს ჩემს თავში
-სკოლაში ვიქცევი ცუდად
8 .მჯერა, რომ
-მჯერა რომ მივაღწევ წარმატებებს ცხოვრებაში
9. ყველაზე მეტად ადამიანში
ვაფასებ
-პატიოსნებას და ერთგულებას
10. მასწავლებელი რომ
ვიყო
-ალბათ ვიქნებოდი მკაცრი
11. ის, რაც მაქვს და რისი დაკარგვაც ყველაზე მეტად
არ მინდა
- ეს არის მშობლები
12. ის, რაც არ მაქვს
და მინდა, რომ მქონდეს
-ყველაზე მეტად მინდა მაფასებდნენ და ვიყო წარმატებული
13.ის, რაც მე არ მაქვს,
და მინდა, რომ ჩემს შვილებს ჰქონდეთ
-მინდა ჩემმა შვილებმა სწავლაში არ იზარმაცონ და უფროსის
მიმართ იყვნენ ზრდილობიანები
14. ყველაზე მეტად მავიწყდება
-ყველაზე ხშირად მავიწყდება გაკვეთილების სწავლა
15. მინდა დამიმახსოვრონ,
როგორც
-კეთილი,მეგობრული,მხიარული
16. სიმღერა, რომლესაც
ხშირად ვღიღინებ
-არ ვმღერი
17. ის, რისი თქმაც სულ
მინდოდა და დღეს თქვენთან ვამბობ
-მართალია ხშირად ვუშვებ შეცდომებს უფროსების მიმართ
მაგრამ ყოველთვის ვხვდები ჩემს შეცდომებს
18. მე რომ მშობელი ვიყო
-მე რომ მშობელი ვიყო ჩემს შვილს გავზრდიდი ზრდილობიანს
და ჭკვიანს, მეგობრის ერთგულს
19. მე რომ განათლების
მინისტრი ვიყო
-ყველანაირ კომფორტს შევუქმნიდი მოსწავლეებს რათა უკეთ
ისწავლონ.
19. მე რომ განათლების
მინისტრი ვიყო
ესაუბრა ბიჭიკო ოჩიგავა
2015 წელი
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
თამთა ყურუა
ამბობს, რომ ყველაზე
ხშირად მატემატიკაშ ი
დავალებების შესრულება
ავიწყდება. ბუნებით ოპტიმსისტია
და ფიქრობს, საკუთარ
თავში ყველაზე მეტად
სიჯიუტე არ მოსწონს.
1. რომ არ დავბადებულიყავი
საქართველოში, დავიბადებოდი
-საქართველოში რომ
არ დავბადებულიყავი დავიბადებოდი გერმანიაში
2. ცხოვრებაში ყველაზე
მეტად მინდა, რომ
-ცხოვრებაში ყველაზე მეტად მინდა, რომ ვიყო წარმატებული.
ყველანი იყვნენ კარგად.
3. ადრეულ ბავშვობაში
ყველაზე მეტად მინდოდა, რომ
-ადრეულ ბავშვობაში
ყველაზე მეტად მინდოდა გამოვსულიყავი ექიმი.
4. ის, რის გარეშეც ცხოვრება
ვერ წარმომიდგენია
-ცხოვრება არ წარმომიდგენია
ჩემი მშობლებისა და ახლობლების გარეშე.
5. ჩემი მეგობრები ჩემთის
-ჩემი მეგობრები
ჩემთვის ყველაფერია.
6. ის, რაც ყველაზე მეტად
მომწონს ჩემს თავში
-ჩემს თავში ყველაზე
მეტად მომწონს, რომ ვარ მხიარული და მეგობრული.
7. ის, რაც ყველაზე მეტად
არ მომწონს ჩემს თავში
-ჩემს თავში ყველაზე
მეტად არ მომწონს ის, რომ ვარ ძალიან ჯიუტი.
8 .მჯერა, რომ
-მჯერა, რომ ყველაფერი
კარგად იქნება.
9. ყველაზე მეტად ადამიანში
ვაფასებ
-ყველაზე მეტად
ადამიანში ვაფასებ მეგობრობას
10. მასწავლებელი რომ
ვიყო
-რაც კარგი იქნებოდა მოსწავლეებისთვის იმას გავაკეთებდი.
მოვერგებოდი მათ.
11. ის, რაც მაქვს და რისი დაკარგვაც ყველაზე მეტად
არ მინდა
-ყველაზე მეტად სიცოცხლეს დაკარგვის მეშინია
12. ის, რაც არ მაქვს
და მინდა, რომ მქონდეს
-კონკრეტულად არაფერი მახსენდება
13.ის, რაც მე არ მაქვს,
და მინდა, რომ ჩემს შვილებს ჰქონდეთ
-მინდა, რომ ჩემს შვილებს უკეთესი ცხოვრება ჰქონდეთ.
ჰქონდეთ ის, რაც მოესურვებათ.
14. ყველაზე მეტად მავიწყდება
-ყველაზე ხშირად მავიწყდება მათემატიკის დავალების მომზადება.
15. მინდა დამიმახსოვრინ,
როგორც
-მინდა, რომ დამიმახსოვრონ, როგორც კარგი ადამიანი.
16. სიმღერა, რომლესაც
ხშირად ვღიღინებ
-ამ ეტაპზე არაფერს არ ვღიღინებ
17. ის, რისი თმაც სულ
მინდოდა და დღეს თქვენთან ვამბობ
-არასდრსოს არაფერს
ვმალავ. სათქმელი არაფერი მაქვს.
18. მე რომ მშობელი ვიყო
-საკმაოდ მკაცრი მშობელი ვიქნებოდი
19. მე რომ განათლების
მინისტრი ვიყო
_დავაფინანსებდი
უმაღლეს სასწავლებელში სწავლებას.
ესაუბრა ბიჭიკო ოჩიგავა
2015 წელი
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ქეთი ღვანია
საკუთარი თავით უკმაყოფილო არ არის
და მის უარყოფით თვისებად სიფიცხეს მიიჩნევს.
როგორი მასწავლებელი იქნებოდა და რა რეფორმას
გაატარებდა განათლების მინისტრი რომ ყოფილიყო
ამას ბლიც-ინტერვიუდან შეიტყობთ.
1. რომ არ დავბადებულიყავი
საქართველოში, დავიბადებოდი
-რომ
არ დავბადებულიყავი საქართველოში, დავიბადებოდი ალბათ იტალიაში.
2. ცხოვრებაში ყველაზე
მეტად მინდა, რომ
-ცხოვრებაში ყველაზე
მეტად მინდა, რომ ამიხდეს ის, რაც მიზნად მაქვს დასახული
3. ადრეულ ბავშვობაში
ყველაზე მეტად მინდოდა, რომ
- მინდოდა სწარაფად
გავზრდილიყავი
4. ის, რის გარეშეც ცხოვრება
ვერ წარმომიდგენია
- ცხოვრება ვერ
წარმომიდგენია ჩემი მშობლების, ჩემი საყვარელი ადამიანების გარეშე.
5. ჩემი მეგობრები ჩემთის
- თითოეული ჩემი
მეგობარი ჩემი ცხოვრების ნაწილია. მათ გარეშე ალბათ ცხოვრებას ვერ შევძლებდი.
6. ის, რაც ყველაზე მეტად
მომწონს ჩემს თავში
-სიკეთე და მინდა,
რომ უფრო მეტი სიკეთე გავაკეთო ცხოვრებაში.
7. ის, რაც ყველაზე მეტად
არ მომწონს ჩემს თავში
- ჩემს თავში არ
მომწონს ის, რომ ზედმეტად ემოციური და კაპასი ვარ.
8 .მჯერა, რომ
-მჯერა, რომ ჩემს უსაყვარლეს საქართველოში მშვიდობა იქნება.
9. ყველაზე მეტად ადამიანში
ვაფასებ
- ერთგულებას
10. მასწავლებელი რომ
ვიყო
- მე რომ მასწავლებელი ვიყო ყველაფერში გავუგებდი მოსწავლეებს.
ყველაფერს გავაკეთებდი იმისათვის, რომ მათი სიყვარული მომეპოვებინა.
11. ის, რაც მაქვს და რისი დაკარგვაც ყველაზე მეტად
არ მინდა
- მაქვს უნარი გავუგო
ყვლანაირ ადამიანს და მინდა ეს უნარი არ დავკარგო.
12. ის, რაც არ მაქვს
და მინდა, რომ მქონდეს
- შიძლება ბევრი
არ დამეთანხმოს, მაგრამ ცხოვრებაში ღვთის წყალობით ყველაფერი მაქვს.
13.ის, რაც მე არ მაქვს,
და მინდა, რომ ჩემს შვილებს ჰქონდეთ
- დედისერთა ვარ
და მინდა ბევრი და-ძმა მყავდეს.
14. ყველაზე მეტად მავიწყდება
- ზოგადად პუნქტუალური
ვარ, მაგრამ არის რაღაცეები, რაც ხშირად მავიწყდება. კონკრეტულად ვერ ვიხსენებ.
15. მინდა დამიმახსოვრინ,
როგორც
-მინდა დამიმახოვრონ, როგორც კარგი ადამიანი.
16. სიმღერა, რომლესაც
ხშირად ვღიღინებ
- ძალიან იშვიათად
ვმღერი.
17. ის, რისი თმაც სულ
მინდოდა და დღეს თქვენთან ვამბობ
- ამ კითხვაზე პასუხი
არ მაქვს.
18. მე რომ მშობელი ვიყო
- ძალიან შევაყვარებდი
ჩემს შვილებს თავს.ვიქნებოდი ისეთი დედა, როგორი დედაც არის დედაჩემი.
19. მე რომ განათლების
მინისტრი ვიყო
-მე რომ განათლების
მინისტრი ვიყო სტუდენტს უფასოდ ვასწავლიდი.
ესაუბრა ბიჭიკო ოჩიგავა
2015 წელი
ოპტიმისტი ადამიანია და დარწმუნებულია, რომ
საქართველო ერთ დღეს აუცილებლად
გაბრწინდება., რა რეფორმას გაატარებდა განათლების
მინისტრი რომ იყოს და როგორ ახასიათებს საკუთარ
თავს, ინტერვიუდან შეიტობთ.
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
აკაკი ღვანია
ოპტიმისტი ადამიანია და დარწმუნებულია, რომ
საქართველო ერთ დღეს აუცილებლად
გაბრწინდება., რა რეფორმას გაატარებდა განათლების
მინისტრი რომ იყოს და როგორ ახასიათებს საკუთარ
თავს, ინტერვიუდან შეიტობთ.
1. რომ არ დავბადებულიყავი
საქართველოში, დავიბადებოდი
-ალბათ დავიბადებოდი
ესპანეთში.
2. ცხოვრებაში ყველაზე
მეტად მინდა, რომ
-ჩემს საყვარელ
ადამიანებთან ერთად ბედნიერად ვიცხოვრო.
3. ადრეულ ბავშვობაში
ყველაზე მეტად მინდოდა, რომ
-გამოვსულიყავი
ფეხბურთელი.
4. ის, რის გარეშეც ცხოვრება
ვერ წარმომიდგენია
-ცხოვრება ვერ წარმომიდგენია
ოჯახის გარეშე.
5. ჩემი მეგობრები ჩემთის
-ჩემი მეგობრები
ჩემთვის ძალიან ახლო ადამიანები არიან.
6. ის, რაც ყველაზე მეტად
მომწონს ჩემს თავში
-ის რომ, ვარ თამამი.
7. ის, რაც ყველაზე მეტად
არ მომწონს ჩემს თავში
-ის რომ, ვარ ძალიან
ფიცხი.
8 .მჯერა, რომ
-საქართველო გაბრწყინდება.
9. ყველაზე მეტად ადამიანში
ვაფასებ
-სამართლიანობას.
10. მასწავლებელი რომ
ვიყო
-ვეცდები კარგი
თაობის აღზრდას.
11. ის, რაც მაქვს და რისი დაკარგვაც ყველაზე მეტად
არ მინდა
-პატიოსნება.
12. ის, რაც არ მაქვს
და მინდა, რომ მქონდეს
-განათლება.
13.ის, რაც მე არ მაქვს,
და მინდა, რომ ჩემს შვილებს ჰქონდეთ
-კარგი მომავალი.
14. ყველაზე მეტად მავიწყდება
-ყველაზე ხშირად
მავიწყდება გაკვეთილების სწავლა.
15. მინდა დამიმახსოვრინ,
როგორც
-კეთილი ადამიანი.
16. სიმღერა, რომლესაც
ხშირად ვღიღინებ
-პაატა ოდიშვილის
ჩემო სიყვარულო.
17. ის, რისი თქმაც სულ
მინდოდა და დღეს თქვენთან ვამბობ
-კეთილი ადამიანები
ხართ.
18. მე რომ მშობელი ვიყო
-ყველაფერს გავაკეთებ
იმისთვის რომ, შვილებისათვის კარგი მომავალი შევქმნა.
19. მე რომ განათლების
მინისტრი ვიყო
-მეთორმეტე კლასს
მოვხსნიდი.
ესაუბრა ბიჭიკო ოჩიგავა
2015 წელი
ძალიან საინტერესო და ორგანიზებული ბლოგია. წარმატებები!
ReplyDelete