Pages

ჩემ მიერ შექმნილი სასწავლო რესურსები

მოგესალმებით!

დიდხანს ვფიქრობდი, რა რესურსი გამომეყენებინა იმისთვის, რომ ჩემ მიერ ჩატარებული ღია გაკვეთილები საინტერესო და სახალისო ყოფილიყო როგორც მოსწავლეებისთვის, ისე ჩემი კოლეგებისთვისაც. ამ კუთხით დახმარება პროგრამამ "POWER POINT" აღმომიჩინა, რომლის საშუალებითაც, მოსწავლეებს ძალიან სახალისო აქტივობას ვთავაზობ. აღნიშნულ რესურსს, დაწყებით კლასებში ვიყენებ და ის მოსწავლეთა ყველაზე საყვარელი აქტივობაა. გირჩევთ თქვენც იმუშაოთ მსგავსი ტიპის რესურსების შექმნაზე და დამიჯერეთ, ძალიან კმაყოფილი დარეჩებით.







   ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------


აქვე გთავაზობთ ელექტრონულ რესურსებს, რომელიც მეორე-მესამე კლასებში სამოდელო გაკვეთილების ჩატარებისას გამოვიყენე და მოსწავლეებში დიდი მოწონება დაიმსახურა.






















წარმოგიდგენთ ჩემს მიერ შექმნილ თვალსაჩინოებებს, რომელთა მეშვეობითაც მოსწავლეები ადვილად ითვისებენ თემატურ ლექსიკასა თუ გრამატიკულ წესებს.




წარმოგიდგენთ კედლის გაზეთების პირველ ნომრებს, რომელთა რედაქტორიც მე გახლავარ. პირველი გაზეთი ზოგადი თემატიკისაა და მასში სხვადასხვა ტიპის ინფორმაციაა თავმოყრილი.ის თვეში ერთხელ გამოდის. მეორე გაზეთი კი ინგლისური ენის კათედრას ეკუთვნის და ისიც თვეში ერთხელ გამოიცემა.ის სრულიად  აკმაყოფილებს მოსწავლეთა ინტერესებს.




ამ ვიდეო-რესურსის მონაწილეები მეხუთე კლასის მოსწავლეები არიან. გოგონები ორ გრამატიკულ დროს ,, Present Continuous and Present Perfect" უხსნიან თავიანთ თანატოლებს და თითოეული დროის შესახებ საინტერესო პრაქტიკულ მაგალითებს წარმოგვიდგენენ. ვიდეო საინტერესოა იმ მხრივაც, რომ თითოეული წინადადება ტიტრების სახით არის შემოთავაზებული, რაც პატარა მაყურებელს აძლევს საშუალებას მარტივად  გაიგოს და აღიქვას დიალოგი.




ხშირად ვიყენებ ამ ვიდეოს ,,Past simple"-ს ახსნისას. მას ცოდნის განმტკიცების მიზნით საჭიროებისამებრ ვიყენებ განმეორებითი სახითაც.




1 comment: