2015-2016 სასწავლო
წლის შემაჯამებელი რეფლექსია
სკოლა: სსიპ აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სეფიეთის
საჯარო სკოლა
მასწავლებელი: ბიჭიკო ოჩიგავა
საგანი: ინგლისური ენა
1
|
შევძელი თუ არა
ჩემი სამოქმედო
გეგმის სრულად
განხორციელება?
|
ინდივიდუალურ სამოქმედო გეგმაში ხუთი აქტივობა მქონდა
გაწერილი. მათგან ოთხი წარმატებით განვახორციელე. გავეცანი საჭირო ლიტერატურას მოსწავლეებში
ტოლერანტული გრძნობის განვითარების, ხელშეწყობისა და წახალისების მიზნით. ჩავატარე
ინტეგრირებული გაკვეთილი საგანთა შორის კავშირების დადგენის მიზნით. მოსწავლეებში
მოტივაციის ამაღლების მიზნით კი ჩავატარე ღინისძიება და განვახორციელე პროექტი. საბოლოო ჯამში კმაყოფილი ვარ.
|
2
|
რა შეიძლება ჩაითვალოს
ამ წლის წარმატებად?
|
ამ წლის წარმატებად
მივიჩნევ იმას, რომ სკოლაში ერთხმად ამირჩიეს ფასილიტატორად და შესაბამისად ვარ შეფასების
ჯგუფის წევრიც. აღნიშნული კუთხით მუშაობა საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა ჩემთვის.კოლეგებთან
თანამშრომლობამ დადებითი გავლენა იქონია ჩემს პროფესიულ განვითარებაზე.
ჩავატარე რამდენიმე
საჩვენებელი გაკვეთილი. გავაკეთე ორი დიდი ღონისძიება. განვახორციელე პროექტი და
საგანთა შორის კავშირების დადგენის მიზნით მესამე კლასში ჩავატარე ინტეგრირებული
გაკვეთილი.
საქმისადმი კეთილსინდისიერი
მიდგომის, აქტიურობისა და ყველა საჭირო დოკუმენტაციის წესრიგში ქონისთვის, სკოლამ
გამომიყო პრემია, რაც საუკეთესო მოტივაცია გახლდათ, მომავალში კიდევ უფრო მეტი ენერგიითა და პასუხისმებლობის გრძნობით მუშაობის მხრივ.
სექტემბრიდან
მოყოლებული გავიარე მასწავლებელთა სახლის
მიერ ორგანიზებულ არაერთი ტრენინგი. მათ შორის გამოვყოფ ,,Intel”-ის ტრენინგ მოდულს
,,პროექტებით სწავლება“, რომელიც წარმატებით დავნერგე სასწავლო პრაქტიკაში.
გარდა ამისა,
გავიარე ფასილიტატორთა და შეფასების ჯგუფის წევრთა გადამზადების ტრენინგები.
და რაც ყველაზე
მთავარია, აღნიშნულ ტრენინგებზე გავიცანი
ძალიან ბევრი კოლეგა რაიონის მასშტაბით.
|
3
|
რა შეიძლება ჩავთვალო
ამ წლის წარუმატებლობად?
|
ამ წლის წარუმატებლობად
მივიჩნევ იმ ღონისძიების განუხორციელებლობას, რომელიც ინდივიდუალურ სამოქმედო გეგმით მქონდა გაწერილი. აქტივობის განხორციელებაში ხელი
დროის დეფიციტმა და ფასილიტატორის საქმიანობის
წინაშე არსებულმა დამატებითმა მოვალეობებმა
შემიშალა. შევეცდები მომავალში მეტი ყურადღებით დავაბალანსო დრო და საქმე, რათა წარმატებით
შევძლო ყველა წინასწარ დადეგმილი აქტივობის განხორციელება.
|
4
|
რა სიახლე გავიგე
ამ წელს?
|
ყველაზე საინტერესო
და მავდროულად მნიშვნელოვანი სიახლე, რომელიც ამ წელს გავიგე, ეს არის პროფესიულ
განვითარებაზე ორიენტირებული სქემის ამუშავების შესახებ ინფორმაცია. გარდა ამისა, ერთ-ერთი სიახლე, რაც ჩემთვის ამ
წელს გახდა ცნობილი, არის იმ აქტივობათა ნუსხა, რომლებიც პედაგოგებმა აუცილებლად
უნდა განახორციელონ თავიანთი პროფესიული განვითარებისთვის.
|
5
|
როგორ ვითანამშრომლე
კოლეგებთან?
|
მთელი წლის განმავლობაში აქტიურად ვცდილობდი მეთანამშრომლა
როგორც ჩემი სკოლის, ასევე რაიონის სვადასხვა სკოლების მასწავლებლებთან, რომლებთანაც
ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. ვინაიდან პედაგოგიური მოღვაწეობის მხოლოდ ოთხ წლიანი გამოცდილება მაქვს, ჩავთვალე, რომ მათი
გამოცდილების გაზიარება ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნებოდა ჩემი პროფესიული განვითარებისთვის.
რაიონის სკოლების პედაგოგებთან მქონდა როგორც პირადი, ისე სატელეფონო საუბრები. სქემის
ფარგლებში ვიკრიბებოდით ქ. აბაშის №2 საჯარო სკოლაში, სადაც განვიხილავდით ძალიან საინტერესო და საჭირო საკითხებს.
მოვაწყვეთ რესურსების გამოფენა, სადაც ერთმანეთს გავაცანით თითოეული მათგანის გამოყენების
არეალი და მიზანი. ჩემი სკოლის პედაგოგებთან რა თქმა უნდა აქტიურად ვთანამშრომლობდი. ხშირად ვესწრებოდი მათ გაკვეთილებს, რათა ამეთვისებინა
მათ მიერ წლების განმავლობაში შემუშავებული და პრაქტიკაში წარმატებით ფესვგადგმული
სტრატეგიები, თუ აქტივობები. ვატარებდი საჩვენებელ გაკვეთილებს, რომლებსაც ცხადია ჩემი კოლეგებიც ესწრებოდნენ
ხოლმე და გაკვეთილის ბოლოს, შეჯამების
სახით ერთობლივად განვიხილავდით გაკვეთილს. ჩავატარე ინტეგრირებული გაკვეთილი, რაც
სიახლე გახლდათ ჩემთვის და ჩემს უფროს კოლეგასთან მუშაობამ დადებითი გავლენა იქონია
ჩემს პროფესიულ განვითარებაზე. გაკვეთილის პროცესში ვაკვირდებოდი მის მიერ გამოყენებულ
მეთოდებსა და მიდგომებს. მათთან თანამშრომლობას მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებ.
|
|
6
|
რა წარმატებებს
მიაღწიეს ცემმა მოსწავლეებმა?
|
ჩემი მოსწავლეები
მთელი სასწავლო წლის მანძილზე მონაწილეობას იღებდნენ ინგლისურის ენის სასწავლო ოლიმპიადებზე,
სადაც წარმატებებსაც მიაღწიეს. განსაკუთრებით გამოვყოფ მეხუთე კლასის მოსწავლეს ეკა ოჩიგავას. ის ოლიმპიადა ,, WITS’’-ის ფინალურ
ტურში მოხვდა, რომელიც თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში
ჩატარდა. გარდა ამისა, ის არაერთი დიპლომისა და სიგელის მფლობელია. აგრეთვე გამოვყოფ
,,KINGS”-ის
ოლიმპიადას, რომელშიც ჩემმა შვიდმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა და თითოეული მათგანი
მეორე-მესამე ხარისხის დიპლომებით დაჯილდოვდა. აუცილებლად ვიზრუნებ იმაზე, რომ მათ
მომავალშიც მიიღონ მონაწილეობა მსგავსი ტიპის ოლიმპიადებში.
|
|
7.
|
არასასკოლო აქტივობები,
რომლებიც
ამ წელს განვახორციელე?
|
სასკოლო საქმიანობის პარალელურად აქტიურად ვიყავი
ჩართული სხვა საქმეებშიც. ამ კუთხით, წლევანდელი წლის ჩემს ყველაზე დიდ წარმატებად
მივიჩნევ ,,FACEBOOK”-ზე ახალი გვერდის ,,სეფიეთის ქრონიკები“-ის გაკეთებას,
სადაც ჩემი სოფლის საინტერესო და მნიშვნელოვან ისტორიას ვაცოცხლებ. გადავიღე 4 რეპრტაჟი:
1.
სეფიეთის ტაძარი
2.
სოფელ სეფიეთის ისტორია
3.
წიგნიერი სეფიეთი
4.
ახალგაზრდა სპოტსმენი
თითოეული მათგანს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. რეპორტაჟებს
სეფიეთელი ემიგრანტებიც გამოეხმაურნენ, რომელთა განცხადებითაც მათ სოფელში გატარებული
წლები გაახსენდათ. ვფიქრობ სოციალურ ქსელზე ამ გვერდის არსებობა, თუნდაც
მხოლოდ ამიტომაც არის გამართლებული. ვგეგმავ ამ კუთხით მომავალშიც აქტიურად
ვიმუშაო, რათა სოფლის ისტორია დავიწყებას არ მიეცეს და რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა
გაიგოს მისი წარსულის, აწმყოსა და მომავლის შესახებ.
|
No comments:
Post a Comment