Pages

ფასილიტატორი

მასწავლებლის პროფესიული განვითარების ფასილიტატორი


ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლე, რომელსაც „ მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა“ სთავაზობს ზოგადსაგანმანათლებლო სისტემას, არის მასწავლებლის პროფესიული განვითარების ფასილიტატორის ინსტიტუტის შემოღება სკოლებში.
   მისი დანიშნულებაა თითოეული მასწავლებლის ინდივიდუალური საჭიროების გამოვლენა, გაანალიზება, ამ სპეციფიკური საჭიროებების გათვალისწინებით მის პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა და ამ გზით სკოლაში ზოგადი პროფესიული დონის ამაღლება. ფასილიტატორის საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა მასწავლებელეთა დახმარება პროფესიულ საქმიანობაში, რათა მათ შემდგომში შეძლონ საკუთარი პრაქტიკის წარმართვა და გაუმჯობესება, რაც ცხადია მოსწავლეთა შედეგების გაუმჯობესების გარანტი იქნება.
   ფასილიტატორი მუდმივად თანამშრომლობს მასწავლებელთან-ინდივიდუალურად ან ჯგუფურად. საჭიროების შემთხვევაში ეხმარება მასწავლებელს თვითშეფასების კითხვარის შევსებისას საკუთარი საჭიროებების გამოვლენაში და შემდეგ ინდივიდუალური სამოქმედო გეგმის შედგენაში, მხარს უჭერს მას შესაბამისი აქტივობების განხორციელებაში, ასევე, როგორც შეფასების ჯგუფის წევრი, აფასებს მის მუშაობას, უშუალოდ გაკვეთილზე დაკვირვებისა და პროფესიული საქაღალდის შეფასების საშუალებით.


            ფასილიტატორს შემდეგი ფუნქცია-მოვალეობების შესრულება ევალება:


1.მასწავლებლის დახმარება ინდივიდუალური სამოქმედო გეგმის შედგენაში და პროფესიული საჭიროებების დადგენა.

2.მასწავლებლის დახმარება ინდივიდუალური სამოქმედო გეგმის შედგენა.

3. მონაწილეობა მასწავლებლის შეფასების ჯგუფის საქმიანობაში.


ვინ შეიძლება გახდეს მასწავლებლის პროფესიული განვითარების ფასილიტატორი?


პასუხს პრეზენტაციის სახით გთავაზობთ!





------------------------------------------------------------------

------------------------------------------------------------------


27-28 ნოემბერს აბაშის N1 საჯარო სკოლაში გაიმართა ფასილიტატორთა ტრენინგი, რომელიც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ იყო ორგანიზებული და ის ცენტრის წარმომადგენელმა, ნანა ქირიამ ჩაატარა.ორი დღის განმავლობაში ძალიან საინტერსო საკითხები იქნა განხილული და პასუხი გაეცა იმ კითხვებს, რომლებიც თვითშეფასების კითხვარის შვსებასთან დაკავშირებით გაგვაჩნდა. გავაკეთეთ სიტუაციური სავარჯიშოები, ვიმუშავეთ წყვილებში და დავაფიქსირეთ შეხედულებები რიგ საკითხებთან დაკავშირებით. მუშაობის პროცესში ვითვალისწინებით სხვა პედაგოგების განსხვავებულ და რიგ შემთხვევაში კრიტიკულ მოსაზრებებსაც, რაც საბოლოო ჯამში საბოლოო შედეგისა და საერთო აზრის შეჯერებაში დაგვეხმარა. ტრენერი საშუალებას გვაძლევდა საკუთარი შეხედულებები ღიად დაგვეფიქსირებინა, რამაც ხელი შეგვიწყო თითოეულ კითხვაზე მიგვეღო ამომწურავი პასუხი. ტრენინგით კმაყოფილი ვარ და მზად ვარ შევხვდე ჩემი სკოლის პედაგოგებს, რათა მათაც მივაწოდო თვითშფასების კითხვარის შევსებასთან დაკავშირებით საჭირო ინფორმაცია.


  



                                      

------------------

მიმდინარე წლის 1 დეკემბერს, სსიპ აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სეფიეთის საჯარო სკოლის კომპიუტერულ ლაბორატორიაში მოვაწყვე პედაგოგთა შეხვედრა, რომელიც მიზნად ისახავდა ,,თვითშეფასების კითხვარის" შევსების სპეციფიკის გაცნობას. შეხვედრა საინფორმაციო ხასიათს ატარებდა და მასწავლებლებს ის ძირითადი და აუცილებელი ინფორმაცია გავაცანი, რომელიც მათ აღნიშნული კითხვარის შევსებაში დაეხმარება. შეხვედრის დასაწყისში, პედაგოგებს საინტერესო, სამოტივაციო  ხასიათის რჩევები გავაცანი, რომლებიც სპეციალურად მათი მოტივაციის ამაღლების მიზნით დავწერე და პრეზენტაციის სახით შევთავაზე მათ. მცდელობამ გაამართლა და პედაგოგები ერთხმად დაეთანხმნენ ჩემს მოსაზრებებს. შეხვედრის მსვლელობისას გაჩნდა კითხვები, რომლებზეც შევეცადე ამომწურავი პასუხი გამეცა. პროექტორის დახმარებით ადვილად გავაცანი მათ კითხვარის შევსებასთან დაკავშირებული ტექნიკური მხარეები და  შევეცადე თითოეული დეტალი თვალსაჩინო გამეხადა. გარდა ამისა, მათ სიტუაციური სავარჯიშოც შევთავაზე და ვთხოვე ინდივიდუალურად ემუშავათ ერთ-ერთ პუნქტზე ,,თვითშეფასების კითხვარიდან" რომელიც წინასწარ მქონდა ამობეჭდილი თაბახის ფურცლებზე. თითოეული თავის გაცნობის შემდეგ, პედაგოგები შეეცადნენ აზრთა გაცვლა-გამოცვლის პრინციპით რეფლექსიაზე ემუშავათ. იყო განსხვავებული მოსაზრებები, აზრთა შეუთანხმებლობა, თუმცა საბოლოო ჯამში თითოეულ მათგანს ძალიან საინტერესო რეფლექსია გამოუვიდა.
ჩემი მუშაობით ძალიან კმაყოფილი ვარ. ვეცადე თითოეულ კითხვაზე ამომწურავი პასუხი გამეცა და დამეკმაყოფილებინა მათი ინტერესები. მზად ვარ მომავალშიც ამოვუდგე მათ მხარში, რათა ერთად შევძლოთ ჩვენი საქმიანობის ხარისხიანად და ღირსეულად წარმართა, რაც მომავალში ჩვენი მოსწავლეების განვითარების საზომი გახდება.







პრეზენტაცია





2015 წელს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მიზნით შეიმუშავა ,,თვითშეფასების კითხვარი", რომელიც სავალდებულო აქტივობად იქნა გამოცხადებული და მასზე საქართველოში მოქმედმა ყველა მასწავლებელმა იმუშავა. მომდენო და ამავდროულად აუცილებელი აქტივობა ინდივიდუალური სამოქმედო გეგმის შედგენა იყო. გთავაზობთ ჩემს გეგმას.

-------------------------------------------------------

სსიპ აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სეფიეთის საჯარო სკოლა
მასწავლებელი: ბიჭიკო ოჩიგავა
საგანი:   ინგლისური ენა
თარიღი: 21/01/16


#
   
        საჭიროება

          აქტივობა
განმახორციელებელი
      ორგანიზაცია
      
          პერიოდი
აქტივობის განხორციელების ინდიკატორი
1
საგანთა შორის კავშირების დადგენა

ინტეგრირებლი გაკვეთილი
სკოლა
თებერვალი.2016 წელი

თვითშეფასების ცხრილი.კოლეგების შეფასებები
2
მრავალფეროვანი ელექტრონული რესურსების შექმნა
      
           ტრენინგი

მასწავლებლის სახლი
   
    მარტი.2016 წელი

თვითშეფასების ცხრილი
3
მოსწავლეებში ენთუზიაზმისა და მოტივაციის ამაღლება
           ღონისძიება
პროექტი
სკოლა


აპრილი. 2016 წელი
მაისი. 2016 წელი
თვითშეფასები ცხრილი. მოსწავლეებისა  და კოლეგების უკუკავშირი
4
მოსწავლეებში ტოლერანტობის გრძნობის წახალისება
საჭირო ლიტერატურის გაცნობა

სკოლა.

მთელი წლის მანძილზე
მოსწავლეთა უკუკავშირი.
თვითშეფასების ცხრილი.

No comments:

Post a Comment