ღია გაკვეთილის
პრეს-რელიზი
2015 წლის
13 ნოემბერს სსიპ აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სეფიეთის საჯარო სკოლის III კლასში ჩატარდა ღია გაკვეთილი თემაზე „The
months of the year”, რომელსაც სკოლის დირექტორი, სასწავლო ნაწილის უფროსი და სხვა
საგნის პედაგოგები დაესწრნენ. გაკვეთილზე გამოყენებული იყო სწავლების თანამედროვე მეთოდები,
რომლებიც მორგებული იყო თითოეული მოსწავლის ინდივიდუალურ შესაძლებლობებზე. საკლასო
ოთახში გამოფენილი იყო მოსწავლეთა ნამუშევრები. ფერად ფურცლებზე დახატული ჰქონდათ თითოეული
თვე და მათთვის დამახასიათებელი ბუნებრივი მოვლენები. გაკვეთილზე გამოყენებული იყო
უცხო ენის სწავლების სტანდარტით გათალისწინებული ოთხივე აქტივობა: მოსმენა, კითხვა,
ლაპარაკი და წერა.განსაკუთრებით საინტერესო იყო აქტივობა: კითხვა-პასუხი, რომელიც
“POWER POINT”-ში იყო გაკეთებული და პროექტორის
დახმარებით დიდ ეკრანზე იქნა ნაჩვენები. მოსწავლეები ხალისით ირჩევდნენ მოცემული სავარაუდო
პასუხებიდან ერთ-ერთს. მასწავლებლებმა გაკვეთილი დადებითად შეაფასეს და მოსწავლეებსა
და მასწავლებელს მადლობა გადაგვიხადეს.
ღია გაკვეთილის გეგმა ინგლისურ ენაში
სკოლა
|
სსიპ აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სეფიეთის საჯარო
სკოლა
|
სწავლების საფეხური
|
დაწყებითი საფეხური
მე-3 კლასი
|
მასწავლებელი
|
ბიჭიკო ოჩიგავა
|
მოსწავლეთა პროფილი
|
7 მოსწავლე. განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლე
კლასში არ არის.
|
თარიღი
|
13.11.15
|
გაკვეთილის თემა
|
„The months of the year”
|
გაკვეთილის მიზნები და ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული
მისაღწევი შედეგები
|
გაკვეთილის მიზანია, მოსწავლეებმა ნასწავლი სიტყვები და ფრაზები გამოიყენონ სავარჯიშოებზე მუშაობისას. აგრეთე მათი დახმარებით, შეძლონ მარტივი ხასიათის ზეპირი
დიალოგების შედგენა.წაიკითხონ მოცემული ცნობები და მოახერხონ თითოეული თვისთვის დამახასიათებელი თავისებურებების
გააზრება და კლასიფიცირება. შეძლონ თემიდან გამომდინარე, გრამატიკული და ლექსიკური სავარჯიშოების შესრულება,
რაც მათ შესწავლილი მასალის უკეთ გააზრებაში და ცოდნის განმტკიცებაში დაეხმარება.
(მიმართულება:
მოსმენა)
უცხ.III.1
მოსწავლე იგებს სათანადო მითითებებს
●სათანადოდ რეაგირებს მასწავლებლის მითითებებზე.
(მიმართულება:
ლაპარაკი)
უცხ.III.5
მოსწავლე იძენს მეტყველებისათვის აუცილებელ უნარ-ჩვევებს(აქვს სათანადო გამოთქმა,
იცავს ინტონაციას, რიტმულ სეგმენტებს,იმდიდრებს/ეუფლება ლ;ექსიკურ ბაზას.)
●ზეპირად გაითამაშებს მარტივ დიალოგებსა და სცენებს
●სწორად და გარკვევით წარმოსთქვამს სუტყვებსა და ბგერებს.
უცხ.III.6
მოსწავლე მონაწილეობს მარტივ ინტერაქციაში.
●პასუხობს კითხვებს მისთის ნაცნობ თემატიკაზე ან რეაგირებს
მათზე არავერბალური საშუალებებით.
(მიმართულება:
კითხვა)
უცხ.III.7
მოსწავლე ფლობს კითხვისათვის აუცილებელ უნარ-ჩვევებს
●თავისუფლად ამოიცნობს ნაცნობ და ხშირად გამოყენებულ
სიტყვებს, ავტომატურად აკავშირებს ორთოგრაფიულ
ხატს ხმოვან ხატთან.
●ნაცნობ სიტყვებსა და ილუსტრაციებზე დაყრდნობით ამოიცნობს
მიკრო ტექსტის შინაარსს.
(მიმართულება:
სწავლის სწავლა)
უცხ.III.10 მოსწავლე აქტიურადაა ჩართული სასწავლო
პროცესში
●ხალისით მონაწილეობს აქტივობებში
●ხვდება და აღნიშნავს საკუთარ და სხვის შეცდომებს.
|
წინარე ცოდნა
|
მოსწავლეებს არსებულ ცოდნაზე დაყრდნობით, შეუძლიათ
გაიგონ და გაიაზრონ საგაკვეთილო მასალა. იციან საჭირო რაოდენობის სიტყვები და ერკვევიან
შესწავლილ გრამატიკულ დროებში. აგრეთვე გამომუშავებული აქვთ ინდივიდუალურად მუშაობის,
კითხვისა და წერის უნარები.
|
შფასების საგანი და პროცედურები
|
მოსწავლეები სხვადასხვა კრიტერიუმებით შეფასდებიან:
1. კითხვის ტექნიკის ხარისხი
2. ზეპირი მეტყველება
3. სავარჯიშოებზე მუშაობა.
4. სხარტი
აზროვნება და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი
|
გაკვეთილის მსვლელობა. აქტივობები და დროის მენეჯმენტი
|
საორგანიზაციო საკითხები-3 წთ( ბავშვებს მივესლმები ინგლისურად და ვთხოვ დაიკავონ ადგილები. ავუხსნი
მათ, რომ მათი მუშაობის სხვა პედაგოგებიც დაესრებიან. ამოვიკითხავ სიას.)
A-ფაზა. გამოწვევა.
აქტივობა-1- სიტყვების გამოკითხვა-4წთ
მეთოდი:
გონებრივი იერიში
B-ფაზა-ცოდნის კონსტრუირება
აქტივობა
კითხვა. მეთოდი- ინდივიდუალური მუშაობა.მოსწავლეები სათითაოდ გადიან დაფასთან, სადაც გაკრულია
დიდი პლაკატი და ზედ ფერადი ფურცლებით თვეების სახელებია გამოსახული.თითოეული მოსწავლე
ირჩევს სასურველ თვეს და მისთვის დამახასიათებელ იმ თავისებურებას კითხულობს და თარგმნის, რომელიც
იქვე თვეების ჩამონათვალს ახლავს თან. 8
წთ.
აქტივობა-კითხვა-პასუხი.
მეთოდი-წყვილებში მუშაობა.მოსწავლეებს
თემის გარშემო ვუსვამ რამდენიმე მარტივ კითხვას:
1.Children look. Is it raing?
2.
What do you wear in January and February?
3.
What do you often eat in July and August? 3წთ
აქტივობა-ლექსიკური სავარჯიშოები. მეთოდი ინდივიდუალური
მუშაობა.გამოყენებული ელექტრონული პროგრამა (POWER POINT)
კითხვები, სავარაუდო სამი პასუხით გამოჩნდება ეკრანზე.მოსწავლეები
პასუხების ფურცლების მაღლა აწევით დააფიქსირებენ სწორ პასუხს. 10 წთ.
აქტივობა-გრამატიკული
სავარჯიშოები. მეთოდი-წყვილებში მუშაობა.
მოსწავლეები გაიყოფიენა გუნდებად და იმუშავებენ წყვილებში.
ეკრანზე გამოჩნდება კითხვები სავარაუდო პასუხებით და ისინი ერთობლივი მსჯელობის შედეგად
დააფიქსირებენ სწორ პასუხს.10 წთ
გამოყენებული ელექტრონული პროგრამა (POWER POINT)
B-ფაზა. შეფასება.
მოსწავლეებს მივცემ საშუალებას შეაფასონ გაკვეთილი
და თავიანთი როლი გაკვეთილის მსვლელობისას.
1.ბავშვებო, მოგეწონათ გაკვეთილი?
2. გაკვეთილის რომელი ნაწილი გაგიჭირდათ ან გაგიადვილდათ
ყველაზე მეტად?
ბოლოს კი დაფაზე ჩამოვუწერ ახალ სიტყვებს.
|
გაკვეთილზე გამოსაყენებელი რესუსრები
|
წიგნები, კალმები, ფანქრები, თაბახის ფურცლები, ფერადი
ქაღალდები, სტიკერები, ცარცი, დაფა, პროექტორი, კოპმპიუტერი.
|
შეფასება
|
მოხდება განმავითარებელი შეფასება. თითოეულ მოსწავლეს
დაურიგდება ქების სიგელი, საგაკვეთილო პროცესში აქტიურად ჩართვისთვის. ხოლო ყველაზე
სხარტად მოაზროვნე მოსწავლეს კი გადაეცემა სიგელი „ყველაზე სხარტად მოაზროვნე მოსწავლის“
სტატუსით.
|
რეფლექსია
ღია გაკივეთილმა
ძალიან საინტერესოდ ჩაიარა. მიღწეულ იქნა ეროვნული
სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგები. განსაკუთრებით კმაყოფილი დავრჩი
მუშაობით სტანდარტზე: (მიმართულება:
სწავლის სწავლა)
უცხ.III.10 მოსწავლე აქტიურადაა ჩართული სასწავლო პროცესში
●ხალისით მონაწილეობს აქტივობებში
●ხვდება და აღნიშნავს საკუთარ და სხვის შეცდომებს.
შედარებით გაუჭირდათ მუშაობა სრტანდარტზე: (მიმართულება: ლაპარაკი)
ამიტომ შევეცადე გამემარტივებინა დიალოგები.
გაკვეთილზე გამოყენებული იყო რამდენიმე სტრატეგია:
(კითხვა, წერა, ზეპირმეტყველება), რაც დაეხმარა მოსწავლეებს საკუთარი უნარების გამოვლენაში.მოსწავლეები
აქტიურად იყვნენ ჩართულნი აქტივობებში, რაც მათ ინტერაქციულ მუშაობაში დაეხმარა.მოსწავლეებმა
მოაწყვეს წინასწარ შექმნილი თვალსაჩინოების გამოფენა. ფერად ფურცლებზე დახატული ჰქონდათ
წელიწადის თვეები, მათთვის დამახასიათებელი მუნებრივი მოვნებითურთ და აგრეთვე ფერადი
ფლომასტერებით იქვე მიწერილი ჰქონდათ თითოეული თვისთვის დამახასიათებელი თავისებურება.
გაკვეთილზე მოსწავლეებს განუვითარდათ შემოქმედებითი, ინდივიდუალური და დამოუკიდებლად
მუშაობის უნარები. ჩემი როლით გაკვეთილზე კმაყოფილი ვარ, რადგან მსმენლისა და ფასილიტატორის
როლში ვიყავი და მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ გამოეჩინათ აქტიურობა და ლიდერის უნარ-ჩვევები. ამავე გაკვეთილის ხელმეორედ
ჩატარების საშუალება რომ მქონდეს ძირეულ ცვლილებებს არ მოვახდენდი, თუმცა შევეცდებოდი
გაცილებით მეტი ყურადღება მიმექცია მოსწავლეებში ზეპირმეტყველების უნარის განვითარებისთვის.
გაკვეთილის მსვლელობისას სამოქმედო გეგმა არ შეცვლილა და სამუშაო პროცესმა წინასწარ
განსაზღვრული გეგმის მიხედვით ჩაიარა. საბოლოო ჯამში შედეგით კმაყოფილი ვარ. გაკვეთილის
დადებით მხარეებს გაუსვეს ხაზი აგრეთვე იმ პედაგოგებმაც, რომლებიც გაკვეთილს ესწრებოდნენ.
ბავშვების მიერ შექმნილი თალსაჩინოებები
ფოტოკოლაჟი
გაკვეთილზე გამოყენებული კითხვების ელექტრონული რესურსები
თვითშეფასების
კრიტერიუმების ჩამონათვალი
სახელი/გვარი
------------------------
კრიტერიუმები
|
კი
|
არა
|
|
ვუპასუხე კითხებს
|
|||
ვიმუშავე ინდივიდუალურად და
გადავჭერი პრობლემები
|
|||
ვიმუშავე მეგობართან ერთად
წყვილში და ავაგე პიქტოგრამა
|
|||
გავაკეთე პრეზენტაცია
|
|||
გაკვეთილზე ვიყავი აქტიური
|
თვითშეფასება
№
|
კრიტერიუმები /ქულები
|
1
|
2
|
3
| |||||
1
|
გაკვეთილის მიზანი გასაგები და კონკრეტული იყო
| ||||||||
2
|
აქტივობები ემსახურებოდა მიზნის მიღწევას
| ||||||||
3
|
გაკვეთილის დაწყება იწვევდა მოსწავლეთა მოტივაციას
| ||||||||
4
|
მოსწავლეთა ორგანიზების ფორმა ხელს უწყობდა მიზნის მიღწევას
| ||||||||
5
|
გამოყენებული რესურსები იწვევდა მოსწავლეთა მოტივაციას და აქტიურ ჩართვას საგაკვეთილო პროცესში
| ||||||||
6
|
შეფასების შედეგად მიღებული შედეგები შეესაბამებოდა მიზანს
| ||||||||
7
|
გათვალისწინებული იყო მოსწავლეთა ინტერესები და შესაძლებობები
| ||||||||
8
|
ჩემი საუბარი არ აჭარბებდა მოსწავლეთა საუბარს
| ||||||||
9
|
ვიჩენდი ყველა მოსწავლისადმი თანაბარ ყურადღებას
| ||||||||
10
|
ვიყენებდი აქტიური მოსმენის ტექნიკას
| ||||||||
11
|
ვაძლევდი მოსწავლეებს განსაზღვრულ დროს კითხვებზე პასუხის გასაცემად
| ||||||||
ღია გაკვეთილის შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმი
|
მაღალი
|
საშუალო
|
დაბალი
|
კითხვისა და ზეპირმეტყველების უნარი
|
მოსწავლე კითხულობს გამართულად და ახერხებს შინაარსის
აღქმა გაგებას. დამოუკიდებლად შეუძლია მარტივი დიალოგების წარმოება
|
მოსწავლე ახერხებს კითხვას, თუმცა უშვებს შეცდომებს.
თარგმნისას უჭირს ლოგიკური კავშირების დადგენა. დამოუკიდებლად ვერ აწარმოებს დიალოგებს.
საუბრისას აქვს პაუზები.
|
მოსწავლეს უჭირს კითხვა და შინაარსის აღქმა-გაგება.
აგრეთვე უჭირს კითხვებზე პასუხის გაცემა და შემოიფარგლება რამდენიმე სიტყვით.
|
აქტივობობებში აქტიური ჩართულობა
|
მოსწავლე აქტიურადაა ჩართული აქტივობებში და ხალისით
მონაწილეობს მათში. დამოუკიდებლად მართავს რესურსებს და იგებს დავალებების ინსტრუქციას.
|
მოსწავლე აქტიურადაა ჩართული აქტივობებში, თუმცა საჭიროებს
დახმარებას და დამატებით განმარტებებს. უჭირს დამოუკიდებლად მუშაობა.
|
მოსწავლეს ძალინ უჭირს აქტივობებში ჩართვა და დამოუკიდებლად
მუშაობა. გამუდმებით ითხოვს დახმარებას.
|
სავარჯიშოებზე მუშაობა
|
მოსწავლე დამოუკიდებლად მუშაობს სავარჯიშოებზე და
თავს კარგად ართმევს როგორც ლექსიკურ, ისე გრამატიკულ სავარჯიშოებს.
|
მოსწავლეს დამოუკიდებლად უჭირს სავარჯიშოებზე მუშაობა,
თუმცა ახერხებს გამოიყენოს საჭირო რესურსები და თავი გაართვას დავალებებს.
|
მოსწავლეს ძალიან უჭირს დამოუკიდებლად მუშაობა სავარჯიშოებზე
და გამუდმებით ითხოვს დახმარებას.
|
No comments:
Post a Comment