ინტეგრირებული გაკვეთილის გეგმა
1.
სკოლა
|
სსიპ
აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სეფიეთის საჯარო სკოლა
|
სამიზნე
ჯგუფი
|
დაწყებითი
საფეხური. III კლასი
|
4.მოსწავლეთა
რაოდენობა
|
7 მოსწავლე
|
5.მასწავლებლები
|
ბიჭიკო ოჩიგავა და ლილი ურუშაძე
|
6.
თარიღი
|
13.02.16
|
7.განსაკუთრებული
საჭიროების მქონე მოსწავლე
|
განსაკუთრებული
საჭიროების მქონე მოსწავლე კლასში არ არის
|
ინტეგრირებული
საგნები
|
ინგლისური
ენა, ქართული ენა, ბუნება, ხელოვნება, მათემატიკა.
|
8.გაკვეთილის
თემა
|
გაზაფხული.
ანა კალანდაძის ლექსი ,,შემოვლენ როკვით“
,,Spring” REVISION.
|
9.
გაკვეთილის მიზანი
|
დაასახელონ
გაზაფხულის მახარობლები, გაზაფხულის თვეები, ისაუბრონ ბუნებაში მიმდინარე ცვლილებებზე.
ინგლისურად აღწერონ გაზაფხულის სურათი. წაიკითხონ და თარგმნონ საინტერესო ცნობები
გაზაფხულის შესახებ. წარმოადგინონ თავიანთი ნამუსევრები: ნახატები, ჩანახატები. წელიწადისა
და მის ოთხ დროში შემავალი თვეების რიცხობრივი
მაჩვენებლების გამოყენებით შეადგინონ მარტივი მათემატიკური ამოცანები. ჩაერთონ საინტერესო
აქტივობებში და იმუშაონ როგორც წყვილებში, ისე ინდივიდუალურად. გაიუმჯობესონ გუნდური
მუშაობის უნარ ჩვევები და ჩამოუყალიბდეთ ლოგიკური აზროვნება. შეძლონ ორ ენაზე მიმოიხილონ
გაზაფხულის სურათი
|
10.
წინარე ცოდნა
|
ინგლისური
ენა:
მოსწავლეებს გააჩნიათ საკმარისი რაოდენობის ლექსიკური მარაგი. ერკვევიან გრამატიკულ
დროებში იმდენად, რომ შეძლონ მარტივი წინადადებების სწორად წარმოება. ნამუშევარი აქვთ ლექსიკურ სავარჯიშოებზე.
ბუნება:
გააჩნიათ საჭირო ინფორმაცია გაზაფხულის თვეებისა და თითოეული თვისათვის დამახასიათებელი
ბუნებრივი მოვლენის შესახებ.
ქართული
ენა და ლიტერატურა: განვითარებული აქვთ მხატვრული ტექსტის კითხვისა და ზეპირი პრეზენტაციის
უნარები.
ხელოვნება: ცნობენ ფერებს. ყოფენ
მათ კატეგორიებად.
მათემატიკა: შეუძლიათ მარტივი
ამოცანების ამოხსნა.
|
11.მუშაობის
ფორმები
|
1) ინდივიდუალური
2) ჯგუფური
3) წყვილებში
|
12.ეროვნული
სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგები
|
ინგლისური ენა: უცხ.დ.III.5. მოსწავლეს შეუძლია მცირე ზომის ტექსტების გაშიფრვა-წაკითხვა.
·
გამართულად
კითხულობს ნაცნობ წინადადებებს;
·
ტექსტში
პოულობს და კითხულობს მასწავლებლის მიერ მითითებულ ადგილს;
·
თავიდან
ბოლომდე დამოუკიდებლად კითხულობს შესწავლილ ტექსტებს.
უცხ.დ.III.6. მოსწავლეს შეუძლია ილუსტრირებული ტექსტების გაგება და მათში ინფორმაციის
მოძიება.
·
ნაცნობ სიტყვებსა და ილუსტრაციებზე დაყრდნობით
ამოიცნობს ორ-სამწინადადებიანი მიკროტექსტის შინაარსს;
უცხ.დ.III.11. მოსწავლეს
შეუძლია მარტივ
ინტერაქციაში მონაწილეობა.
● მოკლედ პასუხობს კითხვებს
მისთვის ნაცნობ თემატიკაზე, ან რეაგირებს მათზე არავერბალური საშუალებებით;
·
პასუხობს ზეპირმეტყველებაში ნასწავლი
ტექსტის შინაარსის გარშემო დასმულ მარტივ კითხვებზე (მაგ., რა ჰქვია, რა აქვს, როგორია, რას აკეთებს და სხვა).
უცხ.დ.III.14. მოსწავლე აქტიურადაა ჩაბმული სასწავლო
პროცესში.
·
ცდილობს დასმული ამოცანების გადაჭრას;
უცხ.დ.III.15. მოსწავლეს
შეუძლია თანაკლასელებთან,
მასწავლებელთან თანამშრომლობა.
·
სხვებს
აცდის პასუხის დასრულებას;
·
უსმენს
თანაკლასელებს, მასწავლებელს;
·
მონაწილეობს
ჯგუფურ სამუშაოებში.
უცხ.დ.III.16. მოსწავლეს შეუძლია არსებული რესურსების გამოყენება
და ახლის შექმნა.
⦁იყენებს სახელმძღვანელოს ილუსტრაციებს, საკლასო ოთახში არსებულ თვალსაჩინოებებს.
ქართული ენა და ლიტერატურა:
ქართ. III.2. პოეტური ტექსტის აღქმა- ვარჯიშობს გამომეტყველებით კითხვაში
ქართ. III.4. აკეთებს დასკვნებს, ასაბუთებს თავის აზრს.
ხელოვნება:
ხელ. III.1. გადმოსცემს განწყობას მხატვრული ხერხების მეშვეობით
ხელ.III.3. ნახატზე გადმოსცემს დაკვირვების შედეგად მიღებულ შთაბეჭდილებებს
ხელ. III.7. უზიარებს მეგობრებს დაკვირვების შედეგებს და გამოცდილებას
ხელ. III.8. საუბრობს ნამუსევრით აღძრულ შთაბეჭდილებებზე
ბუნება:
ბუნ. III.1. მოსწავლეს შეუძლია დაკვირვებით
აწარმოოს ბუნებრივ მოვლენებზე წელიწადის დროებით.
მათემატიკა:
მათ. III.1. მოსწავლე ახდენს რიცხვების
დალაგებას ლუწებად და კენტებად
მათ.III.3.
აკავშირებს გამრავლება-გაყოფას
ერთმანეთთან, როგორც ურთიერთ შებრუნებულ მოქმედებებს.
|
13.შეფასების
საგანი
|
მოსწავლეები
შეფასდებიან : ზეპირი პრეზენტაციის, ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობის შედეგად მიღებული
დასკვნების, საგაკვეთილო პროცესში აქტიური
ჩართულობის, სავარჯიშოების სხარტად შესრულებისა და საგნებს შორის ლოგიკური
კავშირების დადგენის პრინციპით.
|
14.გაკვეთილის
მსვლელობა და აქტივობები
|
A-ფაზა მოლოდინის განსაზღვრა (გამოწვევა)
აქტივობა
1.
განწყობის
შექმნა. საინტერეო ვიდეოს ჩვენება გაზაფხულის თემატიკაზე. 2 წთ
აქტივობა
3. სიტყვების
გამოკითხვა
მეთოდი-
ინდივიდუალური მუშაობა. მოვიყვან რამდენიმე მაგალითს. თითოეული მაგალითი იქნება
მინიშნება იმ სიტყვისა, რომელიც მათ შესასწავლად ჰქონდათ მიცემული. მოსწავლეები უნდა
მიხვდნენ, ამა თუ იმ მაგალითით რომელ ახალ
სიტყვაზე მივანიშნებ და გონებრივი
იერიშის პრინციპით დაასახელონ ის ( ინგლისური). 2 წთ
მაგ: 1. The first flower of Spring
is….( violet)
2.
The Sun is in the ….(sky)
3. There are lots of beautiful ………..
(flowers) in the garden
4. Birds are in the….(tree)
აქტივობა
3. ,,იდუმალი ყუთი“.
მეთოდი-
ინდივიდუალური მუშაობა . მასში მოთავსებული
იქნება გაზაფხულთან დაკავშირებული რამდენიმე სიმბოლო. მოსწავლეებს შევთავაზებთ მინიშნებებს
მასში მოთავსებულ თითოეულ საგანთან დაკავშირებით და მათ უნდა გამოიცნონ, თუ რა დეს
ყუთში. მისი გახსნის შემდეგ მოსწავლეებმა უნდა დაასახელონ მასში არსებული სიმბოლოების
იგლისური შესატყვისები. 3წთ
C- ფაზა. ცოდნის კონსტრუირება
აქტივობა
4 . ლექსის პრეზენტაცია
მეთოდი-
ინდივიდუალური მუშაობა. ლექსის ,, შემოვლენნ როკვით“
ზეპირი პრეზენტაცია . 5წთ
აქტივობა
5
მეთოდი-
ინდივიდუალური მუშაობა. მოსწავლეებს მოუწევთ უპასუხონ წარმოდგენილ ლექსთან დაკავშირებულ დამაზუსტებელ
შეკითხვებს. 6 წთ
1.
გაზაფხულის რომელი ნიშნებია ჩამოთვლილი
ლექსში?
2.
რომელი სიტყვით გადმოსცემს პოეტი ვარდის
გაფურჩქვნას, შროშანის გაშლას და ჩიტის ჭიკჭიკს?
3.
როგორ გესმით გამოთქმა - ბალახი აღსდგება
მკვდრეთით?
4.
თქვენი აზრით რატომ გაახსენდა პოეტს
ცეკვა ,,როკვა“ გაზაფხულის მოახლოებისას?
5.
როგორი ჰგანწყობითაა ლექსი დაწერილი?
აქტივობა
6.
მეთოდი-ჯგუფური მუშაობა. წელიწადის დროებისა და გაზაფხულის თვეების ჩამოთვლა. გააკეთებენ წელოწადის
თვეების პრეზენტაციას და დაასახელებენ მათ ძველ სახელწოდებებს. უპასუხებენ კითხვებზე:
5წთ
1.
რამდენი თვეა წელიწადში?
2.
რამდენი სეზონია წელიწადში?
3.
რამდენი თვეა სეზონში
რიცხობრივი
მაჩვენებლებით კი ამოხსნიან მარტივ ამოცანებს.
აქტივობა
7. გაზაფხულის მახასიათებლების ელექტრონული პრეზენტაცია ინგლისურ ენაზე
მეთოდი-
წყვილებში მუშაობა. მოსწავლეები ორ-ორად გამოვლენ ეკრანთან
და წაიკითხავენ საინტერესო ცნობებს გაზაფხულის შესახებ. ტექსტს, რომელსაც ინგლისურად
წაიკითხავს ერთი, გადათარგმნის მეორე და პირუკუ. 5წთ
აქტივობა
8. პასუხები დამაზუსტებელ კითხვებზე
მეთოდი-
ჯგუფური მუშაობა. მოსწავლეები უპასუხებსნ წინა პრეზენტაციიდან გამომდინარე
კითხვებს, იმუშავებენ მათ მიერ წინასწარ
შექმნილ თვალსაჩინოებაზე (ფლიფჩარტზე, რომელზეც
დახატული აქვთ ცისარტყელა და ხაზი აქვთ გასმული თბილ ფერებზე) და გაიღრმავებენ ცოდნას. 5წთ
1.
თქვენი აზრით, რომელია გაზაფხულის თვეები?
2.
როგორ წარმოიქმნება ცისარტყელა?
3.
რამდენი და როგორი ფერებია ცისარტყელაში?
4.
როგორ გუნება-განწყობილებას გამოხატავენ
ეს ფერები?
წუთ შესვენება
აქტივობა
9. ,,დამალული პასუხები“ ,,Hiden answers”
მეთოდი-
წყვილებში მუშაობა. კლასი გაიყოფა ორ ჯგუფად. დაფაზე წარმოდგენილი
იქნება 4 ფერადი ფურცელი. თითოეულ ფურცელზე წარმოდგენილი იქნება თითო კითხვა გაზაფხულის
ტემატიკიდან გამომდინარე. წინადადების სახით წარმოდგენილ თითოეულ კითხვას აკლდეს იქნება ერთი სიტყვა, რომელიც მოსწავლეებმა
მათთვის წინასწარ მიცემულ ,,იდუმალ ყუთში“ არსებული სიტყვებიდან უნდა შეარჩიონ. საჭირო
სიტყვის შერჩევის შემდეგ დაფასთან გამოვა თითოეული ჯგუფიდან თითო წარმომადგენელი
და წარმოადგენს საკუთარი ჯგუფის პასუხს. მათ მიერ წარმოდგენილი პასუხების ჭეშმარიტება
შემდეგი ხერხით გახდება ცნობილი: მონიტორზე
გამოჩნდება მიმანიშნებელი წინადადებები შინაარსით:
the
answer is..
On the door…
Behind
the blackboard…
On
the wall…
მოსწავლეები მიჰყვებიან მინიშნებებს,
პოულობენ სწორ პასუხებს და ადარებენ მათ
მიერ წარმოდგენილს. 7 წთ.
C-ფაზა. გაკვეთილის შეჯამება
:3წთ
1. რა გაიგეთ დღევანდელი გაკვეთილიდან ბავშვებო?
2. რა იყო საინტერესო?
3. რა იყო ახალი თქვენთვის ?
4. კიდევ რის გაგებას ისურვებდით?
|
16.სასწავლო
რესურსები
|
დაფა,
ცარცი, კალამი, წიგნი, ფლიფჩარტები, ფერადი ქაღალდებბი, მუყაოს ყუთები, პროექტორი,
ვიდეო მასალა.
|
17.
შეფასება
|
განმავითარებელი.
|
ფოტო გალერეა
ჩვენს მიერ გახმოვანებული ვიდეო ,,გაზაფხულის სურათი"
პრეზენტაცია
რეფლექსია
გაკვეთილი გაზაფხულის თემას მიეძღვნა და მასში ინტეგრირებული იყო საგნები: ქართული ენა და ლიტერატურა, ინგლისური ენა, ხელოვნება, ბუნება და მათემატიკა. გაკვეთილი შჯამებითი ხასიათის იყო და მოსწავლეებმა გაზაფხულის თემატიკაზე საინტერესო ნამუშევრები წარმოადგინეს, როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ენაზე. განწყობის შექმნის მიზნით, გაკვეთილი საინტერესო 2 წუთიანი ვიდეო რგოლის ჩვენებით დავიწყეთ, რომელიც გაზაფხულის სურათს ასახავდა და ჩვენს მიერ იყო გახმოვანებული. შემდეგ მოსწავლეებმა წარმოადგინეს ანა კალანდაძის ლექსის ,,შემოვლენ როკვით“ ზეპირი პრეზენტაცია. პასუხობდნენ საინტერესო კითხვებს. გამოყენებულ იქნა სხვადასხვა ტიპის აქტივობები, რომლებშიც მოსწავლეები მონაწილეობდნენ, როგორც ინდივიდუალურად ისე ჯგუფური მუშაობის მეთოდით. გაკვეთილის პროცესი თამაშის ტიპის აქტივობებსაც მოიცავდა, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებს დაევალათ მოეძებნათ კითხვებზე პასუხები, რომლებიც ოთახში სხავასხვა ადგილას იყო დამალული. გაკვეთილი ინტერაქტიული იყო.მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართულები საგაკვეთილო პროცესში. გამოავლინეს შესაბამისი ცოდნა, თანამშრომლობითი, ურთიერთდახმარებისა და ურთიპატივისცემის უნარები. საგაკვეთილო პროცესს სხვადასხვა კათედრის მასწავლებლები, სასწავლო ნაწილის ხელმძღვანელი და სკოლის დირექტორი ესწრებოდნენ, რომლებმაც გაკვეთილი დადებითად შეაფასეს. გაკვეთილმა ჩაიარა სახალისოდ, საინტერესოდ და მოსწავლეებმა წარმატებით მიაღწიეს გეგმით გათვალისწინებულ შედეგებს და მაქსიმალურად გამოავლინეს თავიანთი შესაძლებლობები.განსაკუთრებით კარგად იქნა დაძლეული ე.ს.გ-ით განსაზღვრული მისაღწევი შედეგები:
ქართული ენა და ლიტერატურა:
ქართ. III.2. პოეტური ტექსტის აღქმა- ვარჯიშობს გამომეტყველებით კითხვაში
ქართ. III.4. აკეთებს დასკვნებს, ასაბუთებს თავის აზრს.
ხელოვნება:
ხელ.III.3. ნახატზე გადმოსცემს დაკვირვების შედეგად მიღებულ შთაბეჭდილებებს
ხელ. III.7. უზიარებს მეგობრებს დაკვირვების შედეგებს და გამოცდილებას
ბუნ. III.1. მოსწავლეს შეუძლია დაკვირვებით აწარმოოს ბუნებრივ მოვლენებზე წელიწადის დროებით.
მათემატიკა:
მათ. III.1. მოსწავლე ახდენს რიცხვების დალაგებას ლუწებად და კენტებად
ინგლისური ენა: უცხ.დ.III.5. მოსწავლეს შეუძლია მცირე ზომის ტექსტების გაშიფრვა-წაკითხვა.
●თავიდან ბოლომდე დამოუკიდებლად კითხულობს შესწავლილ ტექსტებს.
●უცხ.დ.III.11. მოსწავლეს შეუძლია მარტივ ინტერაქციაში მონაწილეობა.
● მოკლედ პასუხობს კითხვებს მისთვის ნაცნობ თემატიკაზე, ან რეაგირებს მათზე არავერბალური საშუალებებით;
უცხ.დ.III.15. მოსწავლეს
შეუძლია თანაკლასელებთან,
მასწავლებელთან თანამშრომლობა.
· სხვებს აცდის პასუხის დასრულებას;
· უსმენს თანაკლასელებს, მასწავლებელს;
მონაწილეობს ჯგუფურ სამუშაოებში.
გაკვეთილის თავიდან ჩატარების საშუალება რომ მქონდეს გაცილებით მეტ ყურადღებას მივაქცევდი დროის ფაქტორს. აქტიურ მოსწავლეებს უფრო გასაგებად განვუმარტავდი, რომ შედარებით პასიური მოსწავლეებისთვის მიეცათ საშუალება ეაქტიურათ და მათაც გამოევლინათ თავიანთი შესაძლებლობები. საკუთარი როლით საგაკვეთილო პროცესში კმაყოფილი ვარ, რადგან გაკვეთილზე მოვირგე ,,სკაფოლდინგის“ ამპლუა დ ვაკვირდებოდი პროცესებს. არ ვიყავი ლიდერი და მხოლოდ მოსწავლეების აქტიურობაზე მქონდა აქცენტი გადატანილი. ჩემს მიერ განხორციელებულმა აქტივობებმა, საშუალება მისცა მოსწავლეებს მიეღწიათ გეგმით განსაზღვრული შედეგებისთვის.
No comments:
Post a Comment