Pages

ჩატარებული ღონისძიებები

,,მოდის წელი ახალი"


სკოლა: სსიპ აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სეფიეთის საჯარო სკოლა
კლასი: X
მოსწავლეთა რაოდენობა: 10
მასწავლებელი/დამრიგებელი: ბიჭიკო ოჩიგავა
ღონისძიების სახელი: ,,მოდის წელი ახალი“
განსახორციელებელი ვადები: 4 კვირა
წინარე ცოდნა: მოსწავლეები აქტიურ მონაწილეობას ირებენ სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებში, რაც ამ შემთხვევაში დაეხმარება მათ მიზნის მიღწევაში. ისინი ფლობენ კომპიუტერთან მუშაობის უნარებს. დამოუკიდებლად შეუძლიათ მუშაობა ელექტრონულ პროგრამებზე ,,POWER POINT, WORD”. აკეთებენ ელექტრონულ პრეზენტაციებს.დამოუკიდებლად ახერხებენ საჭირო ფოტო-აუდიო და ვიდეორესურსების მოძიებას. შეუძლიათ მასალების კლასიფიცირება.
ღონისძიების მიზანი/შედეგი: ღონისძიების მიზანია საახალწლო განწყობის შექმნა. მოსწავლეები გაეცნობიან  და აუდიტორიასაც გააცნობენ საინტერესო საშობაო ტრადიციებს, მოირგებენ სახალისო იუმორისტულ როლებს, შეასრულებენ ენერგიულ და საახალწლო სიმღერებს.ყოველივე ეს კი მაყურებელს სასიამოვნო განწყობას შეუქმნის.აგრეთვე ღონისძიების მიზანია მოსწავლეებს განუვითაროს კვლევა ძიების უნარები.მოახდინონ ხელთ არსებული მასალების კლსასიფიცირება, დაოფა და გადარჩევა. ღონისძიებაზე მუშაობის დასრულების შემდეგ მოსწავლეებს ექნებათ საკმარისი ინფორმაცია საშობაო ტრადიციების შესახებ. მათ განუვითარდებათ გუნდური მუშაობის, კვლევა ძიებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარები. ისინი გადალახავენ  აუდიტორიის წინაშე სიტყვით, სიმღერითა თუ თეატრალური ნომრის წარდგენასთან დაკავშირებულ სირთულეებს.

  პროგრამა

 1. სიმღერები: ,,კირიალესა" ,,მრავალ ახალ წელს" ,,უნდა ვთქვათ" ,,Jingle bells"
2. პრეზენტაციები: ,,ალილოს ისტორია" ,,სასობაო ტრადიციები"
3. თეატრალურ/იუმორისტული ნომრები: ,,სოფლელები ქალაქში" ,,რძალ-დედამთილი"
4. ვოდეოები: ,,ნაძვის ხის ამბავი" ,,მილოცვები"



რეფლექსია

ღონისძიებამ აპლოდისმენტების ფონზე ჩაიარა. მოსწავლეებმა შესანიშნავად გაართვეს თავი მათზე დაკისრებულ დავალებებს. დამსწრე აუდიტორიას მუსიკალური და თეატრალური ნომრები შესთავაზეს. მოსწავლეთა სამოსი საშობაო ორნამენტებით იყო მორთული, რამაც მაყურებლებს სასიამოვნო განწყობა თავიდანვე შეუქმნა. მოსწავლეები სხვადასხვა სახალისო ნომრებით ცვლიდნენ ერთმანეთს. განსაკუთრებით კმაყოფილი ვარ იუმორისტული ნომრით: ,,მეგრელები ქალაქში“ და ,,რძალ-დედამთილი“ ჩემი როლი ღონისძოიებაზე მხოლოდ ტექნიკური მხარეების უზრუნველყოფა იყო. საბოლოო ჯამში ძალიან კმაყოფილი ვარ, რადგან შედეგი მიღწეულ იქნა და ღონისძიებაზე მუშაობის თავიდან დაწყების საშუალება რომ მქონდეს არაფერს შევცვლიდი.

მოსწავლეთა მიერ შექმნილი საინფორმაციო ბუკლეტი


ვიდეო კოლაჟი







ფოტო კოლაჟი






                                                                               
პრეზენტაცია ,,საშობაო ტრადიციები"



ამ ბმულზე შეძლებთ ნახოთ ღონისძიების სცენარი

                                             
                                                                                                                
  --------------------------------------------------------------------------------------------------------


ღონისძიება  „მთავარანგელოზობა“

ღონისძიების დასახელება: „მთავარანგელოზობა“

სკოლა: სსიპ აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სეფიეთის საჯარო სკოლა.

კლასი: X

მოსწავლეთა რაოდენობა: 10

კლასის დამრიგებელი: ბიჭიკო ოჩიგავა

განსახორციელოებელი ვადები:  2-3 კვირა

პროექტის დღე:  20/11/15

ღონისძიების აქტუალობა: 21 ნომბერს ქართული მართლმადიდებელი ეკლესია მთავარანგელოზთა ხსენების დღეს აღნიშნავს. მოსწავლეები მოიძიებენ მათ შესახებ საინტერესო ინფორმაციებს. ჩაწერენ ინტერვიუებს და გააკეთებენ პრეზენტაცებს, რომლებსაც თავიანთი სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს წარუდგენენ. ამით ისინი კიდევ ერთხელ გაუსვამენ ხაზს ამ დღის მნიშვნელობას.

ღონისძიების მიზანი:  ღონისძიების  მიზანია მოსწავლეებმა მოიძიონ საინტერესო ცნობები მთავარანგელოზების შესახებ და   საინტერესო კუთხით მიაწოდონ როგორც თავიანთ უფროს და უმცროს მეგობრებს, ასევე მასწავლებლებსაც. ღონისძიებაზე მუშაობისას, მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ კვლევა-ძიების უნარი. შეძლებენ მოძიებული მასალების დახარისხებას და გადამუშავებას. მოირგებენ ჟურნალისტის როლს და იმუშავებენ სხვადასხვა რესურსების გამოყენებით. გაიგებენ საინტერესო ცნობებს მთავარანგელოზების შესახებ .
ღონისძიების ბოლოს მისაღწევი შედეგები: გამომდინარეობს მიზნიდან, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეები გაინაწილებენ ფუნქციებს და მოპოვებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით შეექმნებათ სრული წარმოდგენა მთავარანგელოზებზე.

განსახორციელებელი პროცედურები და აქტივობები:
3 კვირით ადრე: შეხვედრა მოსწავლეებთან და თემის წარდგენა. მოსწავლეთა მხრიდან მისი აქტუალობის განსაზღვრა.
2 კვირით ადრე: მოსწავლეებს ეძლევათ დავალება თავიანთი შესაძლებლობების გათვალისწინებით გაინაწილონ ფუნქციები და მოიძიონ ფაქტობრივი ინფორმაცია მთავარანგელოზთა შესახებ. ისინი იყოფიან გუნდებად.
გუნდი 1: ვიზიტი ტაძარში და ინტერვიუ მრევლთან მთავარანგელოზობის დღესასწაულის მნიშვნელობაზე.
გუნდი 2: მუშაობა კომპიუტერთან და POWER POINT”-ი პრეზენტაციის შექმნა.
გუნდი 3: ინფორმაციების მოძიება, როგორც ინტერნეტ სივრციდან, ისე კომპედენტურ პირებთან საუბრის გზით.
1 კვირით ადრე: მოსწავლეები ჩემთან ერთად განიხილავენ მოპოვებულ მასალებს. ერთად განვსაზღვრავთ რეპორტაჟისა და პრეზენტაციის ქრონომეტრაჟს. ხდება მოპოვებული ინფორმაციების გადამუშავება, დახარისხება და საკუთარ შესაძლებლობებზე მორგება.

ღონისძიების დღე:  მოსწავლეები გალობის ფონზე, ანთებული სანთლებით სათითაოდ, კითხულობენ მთავარანგელოზთა მიმართ ლოცვას. 5წთ
მოსწავლეები ხაზს უსვამენ 21 ნოემბრის, მთავარანგელოზთა ხსენების დღის მნიშვნელობას და წარმოადგენენ სიუჟეტს. 10 წთ.
განიხილავენ თითოეულ მთავარანგელოზს სათითაოდ და აუდიტორიას მათი ღვაწლისა და როლის შესახებ უყვებიან. 10წთ.
ვიდეოს ჩვენება მთავარანგელოზ გაბრიელზე 5წთ.
პრეზენტაციის ჩვენება მთავარანგელოზების შესახებ, რომელიც კლასმა ერთობლივად გააკეთა. 5წთ.
მთავარანგელოზთა მიმართ ლოცვების დარიგება მასწავლებელთათვის. 5წთ
ღონისძიების შეფასება. დასკვნითი ნაწილი.  მოსწავლეები მადლობას გადაუხდიან მასწავლებლებს ყურადღებისთის. 5წთ

შეფასება: განმავითარებელი.

რესურსები: კომპიუტერი, პროექტორი, აუდიო მაგნიტოფონი, თაბახის ფურცლები, ხატები, სანთლები, ყვავილები.

შეფასების კრიტერიუმები: საინტერესო დასაწყისი. აზრის ლოგიკური განვითარება. ვიდეოების შესაბამისობა თემასთან. საინტერესო პრეზენტაცია. თხრობის ხარისხი.

რეფლექსია
ღონისძიებამ საინტერესოდ ჩაიარა და კმაყოფილი დავრჩი. მოსწავლეებმა მიაღწიეს გეგმით გათვალისწინებულ შედეგებს. იმუშავეს როგორც ინდივიდუალურად ისე გუნდებად და გაინაწილეს ფუნქცია მოვალეობები. ერთობლივი ძალისხმევით შეძლეს თავი გაერთვათ მათთვის დაკისრებული მოვალეობებისთვის. ღონისძიება რომ საინტერესო ყოფილიყო, მოსწავლეები ამისთვის სამი კვირის განმავლობაში მუშაობდნენ. იყვნენ ტაძარში და ჩაწერეს ინიტერვიუ მრევლთან. გააკეთეს საინტერესო პრეზენტაცია. ინტერნეტში მოიძიეს საინტერესო ვიდეო და ჩაწერეს ინტერვიუები კომპედენტურ პირებთან. საინტერესო იყო ღონისზიების დასაწყისი, რომელიც გალობისა და ანთებული სანთლების ფონზე მიმდინარეობდა. ღონისძიებაზე მუშაობისას მოსწავლეებბს განუვითარდათ კვლევა-ძიების უნარი. მათ ძალიან საინტერესო ინფორმაციები გაიგეს მთავარანგელოზთა შესახებ. ჩემი როლით მუშაობის პროცესში კმაყოფილი ვარ, რადგან მოსწავგლეებს უფლება მივეცი თვითონ ყოფილიყვნენ აქტიურები და გადავწყვიტე მხოლოდ რეკომენდაციები მიმეცა მათთვის. საბოლოო ჯამში კმაყოფილი ვარ. ღონისძიების დადებით მხარეზე ისაუბრეს სხვა პედაგოგებმაც და ის დადებითად შეაფასეს.


ფოტოგალერეა






პრეზენტაცია



ვიდეო-სიუჟეტი






---
ღონისძიების " მთავარანგელოზობა"  სცენარი:

 უფალო, ღმერთო ძლიერო, მეუფეო დაუსაბამოო, წარმოგზავნე მთავარანგელოზი შენი მიქაელი შეწევნად  მონისა შენისა (სახელი), რათა მიხსნას მე ხილულ და უხილავ მტერთაგან.




ჰოი, დიდო მთავარანგელოზო უფლისაო მიქაელ, გარდამოავლინე მშვიდობა შენი სახიერი მონასა ამას შენსა ზედა.




ჰოი, დიდო მთავარანგელოზო უფლისაო მიქაელ, ეშმაკთა შემმუსვრელო, შეჰკარ ყოველნი მბრძოლნი ჩემნი ააღხოცენ იგინი პირისაგან მიწისა.




ჰოი, დიდო მთავარანგელოზო უფლისაო მიქაელ, უპირველეს ექვს ფრთოვან დიდებულთ აშორის, ზეციურ ძალთა, ქერუბიმთა და ყოველთა წმიდათა ზესთამბრძოლო.




ჰოი, საკვირველო მთავარანგელოზო მიქაელ, იდუმალო მფარველო, მეყავნ მე შემწედ ყოველთა განსაცდელთა, ურვათა, მწუხარებათა შინა, უდაბნოთა, წყალთა და ზღვასა მყოფსა შემქმენ მშვიდნავთსაყუდელად.




დიდო მთავარანგელოზო მიქაელ, განმათავისუფლე ეშმაკისა საცდურისაგან და შეისმინე ხმა ცოდვილისა მონისა შენისა (სახელი), რომელი ვღაღადებ და მოვიხმობ სახელსა შენსა წმიდასა, მსწრაფლ შემეწიე და შეიწყნარე ლოცვა ჩემი.




ჰოი, დიდო მთავარანგელოზო მიქაელ, სძლიე ყოველთა წინააღმდგომთა ჩემთა ძალითა პატიოსნისა ცხოველსმყოფელისა ჯვარისა უფლისათა, ლოცვითა ყოვლადწმიდის აუხრწნელისა ღმრთისმშობელისათა, ყოველთა წმიდათა მთავარანგელოზთა და ანგელოზთა, შუამდგომელობითა წმიდისა წინასწარმეტყველთა,
მოციქულთა, წმიდისა მოციქულთა სწორისა განმანათლებელისა ჩვენისა ნინოსითა, დიდისა ნიკოლოზსა სწაულთმოქმედისა, წმიდისა დიდისა ძლევაშემოსილისა გიორგისათა, წმიდისა ილია წინასწარმეტყველისა, დიდთა მოწამეთა ნიკიტასა და ევსტათესი, მეოხებითა ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა, ყოველთაწმიდათა და ყოველთა ზეციურთა ძალთა, ამინ!




ჰოი, დიდო მთავანარგელოზო მიქაელ, შემეწიე მე ცოდვილსა მონასა შენსა(სახელი) და მიხსენ მე, ერი ჩვენი, ეკლესია და სრულიად აქართველო სიყმილისაგან, სრვისა, ძვრისა, ცეცხლისაგან, მახვილისა,
შიმშილისა, მოულოდნელი სიკვდილისა, მტრისა მზაკვარისა და ყოველი ბოროტისაგან და დაგვფარენ ჩვენ დიდო მთავარანგელოზოუ ფლისაო მიქაელ, აწდა და მარადის აუკუნითი უკუნისამდე, ამინ!


21-ე ნოემბერს საქართველოში  მთავარანგელოზ მიქაელისა გაბრიელის ხსენების დღე აღინიშნება.

ამ დღესთან დაკავშირებით საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში წირვა-ლოცვა აღევლინებადა ადამიანები პატივს მიაგებენ მათ მფარველ ანგელოზებს.

ჩვენი კლასიც სწორედ ამ თემის ირგვლივ გაერთიანდა და გვინდა ჩვენს მეგობრებს იმ საინტერესო დეტალებზე ვუამბოთ, რომლის ცოდნაც ვფიქრობთ აუცილებელია.

გეთანხმები. სამწუხაროდ ძალიან ხშირად მინახავს ტაძრისკენ მიმავალი ადამიანი, რომელსაც სურს  ამა თუ იმ წმინდანის ხსენებისადმი მიძღვნილ საღმრთო ლიტურგიას დაესწროს, თუმცა კითხვაზე, თუ ვინ იყო წმინდანი, რომლის ხსენების დღესაც ეკლესია აღნიშნავს,  პასუხი არა  აქვს.

სწორედ ამიტომაც გადავწყვიტეთ იმ წმინდანებზე გიამბოთ, რომელთა ხსენების დღესაც, ქართული ეკლესია 21 ნოემბერს აღნიშნავს და ესენი არიან მთვარანგელოზები მიქაელი და გაბრიელი.

როგორც უკვე ავღნიშნეთ 21 ნოემბერს ქართული მართლმადიდებელი ეკლესია მთავარანგელოზობის დღესასწაულს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით ყოველწლიურად აღინიშნება წირვა-ლოცვა ჩვენი სოფლის ტაძარშიც, რომლისთვისაც ეს დღე გაცილებით სიმბოლურია, რადგან სწორედ მთავარანგელოზთა სახელს ატარებს. საინტერესოა ჩვენი მოძღვრის, მამა ანდრიასა და ტაძრის მრევლის აზრი ამ დღის მნიშვნელობის შესახებ. ვნახოთ სიუჟეტი. ((((((((((((((სიუჟეტი)))))))))))))

სანამ კონკრეტულად მათზე გიამბობდეთ, მოდით ზოგადად ანგელოზებზე და  მათ როლზე ვისაუბროთ.

როგორც ბიბლიიდან არის ცნობილი, ზეცაში მილიონობით სულიერი ქმნილება, რომელსაც ანგელოზებს უწოდებენ. ისინი ღვთის მადიდებელი სულიერი არსებები არიან და დედამიწაზე ადამიანებს მფარველობენ, თუმცა სახელით მხოლოდ ორია მოხსენიებული. ერთია გაბრიელი, მეორე კი მიქაელი.

უფალმა ურიცხვი ანგელოზი შექმნა. ისინი უსახელო არსებები არიან. მათ გააცჩნიათ გონიერება, შეუძლიათ მოძრაობა, ღვთისმსახურები არიან და უფლის ბრძანებით ადამიანებს იცავენ.

წმ.მღვდელმოწამე დიონისე არეოპაგელის მიხედვით  არსებობს ანგელოზთა ცხრა დასი, იერარქიულად კი ისინი ასე გამოიყურებიან:
ყველაზე მაღლა მდგომი ანგელოზებია რიან სერაბიმნი, ქერუბიმნი და საყდარნი.
საშუალო იერარქიას  შეადგენენ : უფლებანი, ძალნი და ხელმწიფებანი.
უმდაბლესი იერარქია  მოიცავს  სამ  დასს: საწყისნი, მთავარანგელოზნი და ანგელოზნი.


როგორც უკვე ავღნიშნეთ ანგელოზთა რამდენიმე დასი არსებობს. საინტერესოა მათი ადამიანებთან კავშირის შესახებაც ვისაუბროთ

რა თქმა უნდა ძალიან საინტერესო ინფორმაცია მოვიძიე ამ საკითხთან დაკავშირებით. ნათლობის დროს ყოველ ადამიანს უფლისგან ეძლევა თავისი მფარველი ანგელოზი, რომელიც განუშორებლად მუდამ მასთან არის. იგი ხარობს, როდესაც ადამიანი უფლისთის სათნო, კეთილ საქმეებს აკეთებს და სწუხს. 

თუკი ადამიანი განეშორება უფალს და ბოროტებას სჩადის, მფარველი ანგელოზი ლოცულობს ჩვენთვის და მუდამ ცდილობს კეთილი აზრები ჩაგვაგონოს.

ვფიქრობ დროა უშუალოდ მთავარანგელოზ მიქაელზე და გაბრიელზე ვისაუბროთ, რამეთუ ისინი ყველა სხვა ანგელოზებზე უპირატესნი არიან.გასაკვირი არ არის ის, რომ ბიბლია „მთავარანგელოზებად“ მოიხსენიებს მათ, სადაც პრეფიქსი „მთავარი“ ნიშნავს უფროსს ან ძირითადს.

აღსანიშნავია, რომ მთავარანგელოზებისა და უხორცოთა ზეცისა ძალთა დღესასწაულის აღნიშვნა მეხუთე საუკუნეში, პირველ საეკლესიო კრებამდე რამდენიმე წლით ადრე გადაწყდა.

 მთავარანგელოზი მიქაელი კარგად ცნობილი ანგელოზია,  რომესაც უფლისგან დაევალა ყოფილიყო მძლეველი ყველა მტრული ძალია, მფარველი ყოველგვარი განსაცდელისა და ბოროტი ცოდვებისა.

ებრაული გადმოცემების მიხედვით, სულ შვიდი მთავარანგელოზი არსებობს და მათ შორისაა მთავარანგელოზი მიქაელი, რომელიც ყველაზე პატივსაცემ ბიბლიურ პერსონაჟად მიიჩნევა. ის არის ანგელოზი, რომელიც სატანის დამარცხებით ბოროტებაზე იმარჯვებს.

მთავარანგელოზი მიქაელი მეომრების მფარველადაც იხსენიება. ერთერთი ცნობის „გამოცხადების“ მიხედვით ის ეშმაკებთან და დემონებთან მებრძოლ ანგელოზადაა მოხსენიებული, რომელიც ადამიანებს ბოროტი ზრახვებისგან იფარავს.

მთავარანგელოზი მიქაელი, ანგელოზთა დასის მთავრად არის დადგენილი,რომელმაც გამოდევნა სასუფევლიდა სატანა და მისი მიმდევრები. გვიცავს ბოროტი სულებისა და ბოროტი ადამიანებისაგან.

მიქაელ მთავარანგელოზისადმი ლოცულობენ დემონურ ცდუნებათა დროს.

მთავარანგელოზ მიქაელის სახელთან უამრავი სასწაულია დაკავშირებული, თუმცა სანამ ამ თემაზე ვისაუბრებდეთ, მოდით მტავარანგელოზ გაბრიელზეც ვისაუბროთ
მთავარანგელოზი გაბრიელი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ანგელოზია ანგელოზთა დასში, რომელმაც ყოვლაწმინდა ქალწულსა და სრულიად სამყაროს ძე ღვთისას, იესო ქრისტეს განხორციელება ახარა, ამიტომაც ხარების დღთესასწაულის მეორე დღეს მართლმადიდებლური ეკლესია სწორედ მტავარანგელოზ გაბრიელის ხსენების დღეს აღნიშნავს.ამ თემასთან დაკავშირებითაც ძალიან საინტერესო ვიდეო რგოლი მოვიძიეთ, რომელსაც ახლა შემოგთავაზებთ.
(((ვიდეო მთავარანგელოზ გაბრიელზე))))

სიტყვა გაბრიელი „ღვთის კაცს“ ნიშნავს და ზოგან მას ღვთის მარცხენა ხელადაც მოიხსენიებენ.

ზოგან გაბრიელს სიკვდილის ანგელოზადაც მიიჩნევენ, რომელსაც ცეცხლისა და მეხის ულადაც მოიხსენიებენ, თუმცა უფრო მეტად ის ღვთის მაცნეა. გაბრიელს ხშირად მიქაელთან აიგივებენ, თუმცა ეს არ შეესაბამება რეალობას.  ეს უკანასკნელი ხმალს ფლობს და ედემის ბაღს  ანუ სამოთხეს დარაჯობს, ევასა და მისი შთამომავლებისგან.

სწორედ მთავარანგელოზმა გაბრიელმა აუწყა მენელსაცხებლე დედებს  ქრისტეს აღდგომა.სწორედ ამგვარ საქმეთა გამო მას სიხარულის მაცნეს უწოდებენ. თუმცა მან გარდა ამისა ის არაერთი ბიბლიური პერსონაჟის მახარობელი იყო, რომელსაც პრეზენტაციის სახით გთავაზობთ.
„პრეზენტაცია“

ვფოიქრობ, რომ სათქმელი საინტერესოდ მივიტანეთ აუდიტორიამდე და ჩვენმა თანატოლებმა ძალიან საინტერესო ცნობები მიიღეს მთავარანგელოზების შესახებ.

გეთანხმები. პრადად მე ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ  ამ საკმაოდ საინტერესო და ფაქიზი თემით დავინტერესდით. მინდა მადლობა გადაგიხადოთ ყურაღებისთის. მომავალ შეხვედრამდე.

სცენარის ავტორი: ბიჭიკო ოჩიგავა
2015-2016წ.

----------------------------------------------------------------------


"ახალი წელი 2015"




                                                     

                                                       „ მოდის ახალი წელი“
სკოლა:  სსიპ აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სეფიეთის საჯარო სკოლა
კლასი: მე-X
მოსწავლეთა რაოდენობა: 10
დამრიგებელი/ფასილიტატორი: ბიჭიკო ოჩიგავა
ღონისძიების სახელწოდება:  „მოდის ახალი წელი“
თემის აქტუალობა:  დამდეგი შობა-ახალი წელი
ღონისძიების მიზანი:  საახალწლო განწყობის შექმნა. მოსწავლეთა მხრიდან, ინტერნეტის მეშვეობიბთ საინტერესო საშობაო ინფორმაციების მოძიება და დამუშავება. გუნდური მუშაობის უნარის ჩამოყალიბება და როლების გადანაწილება.მოსწავლეთა საჯარო გამოსვლისათვის საჭირო უნარების გაუმჯობესებისთვის ხელშეწყობა. გამართული ზეპირმეტყველების გამომუშავება.
გამოყენებული რესურსები: მუსიკალური ინსტრუმენტები,  პროექტორი, კომპიუტერი, თაბახის ფურცლები.
ღონისძიების პროგრამა:  1) საშობაო განწყობის შექმნის მიზნით საახალწლო     
                                                  ჰანგების აჟღერება და მის ფონზე აუდიტორიასთან   
                                                  მისალმება.
                                                  2)  მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში არსებული  
                                                   საშობაო რიტუალების მიმოხილვა
                                                  3) მოწვეული სანტასა და ფერიას საშობაო ცეკვა
                                                  4) სიმღერა „ალილო“
                                                  5) იუმორისტული ნომერი „მამაკაცი სუპერმარკეტში“
                                                  6) მონიტორის მეშვეობით საახალწლო ვიდეოების ჩვენება
                                                  7) სიმღერა „ალილო“ კლასის დამრიგებელთან ერთად
                                                  8) იუომორისტული ნომერი „მეგრელი ქალები“
                                                  9) საფინალო სიმღერა

მისაღწევი შედეგები:  საახალწლო ზეიმი დადებითად იმოქმედებს მოსწავლეთა განწყობაზე. დაეხვეწებათ საჯაროდ გამოსვლის უნარები და მომავალში გაუადვილდებათ თემის პრეზენტირებბის უნარი. ასევე გაუადვილდებათ ინფორმაციის დამოუკიდებლად მოძიებისა და გუნდურად მუშაობის უნარები.





                                                       ანგარიში

ღონისძიების დასახელება: საახალწლო ზეიმი „მოდის წელი ახალი“
ჩატარების ადგილი და დრო: სსიპ აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სეფიეთის საჯარო სკოლა. 24/12/14
ღონისზიების მიზანი: საახალწლო განწყობის შექმნა
შეფასება: ღონისძიებაში,რომელიც მეცხრე კლასის მიერ იყო ორგანიზებული, კლასის სრულმა შემადგენლობამ მიიღო მონაწილეობა. დაახლოებით სამი კვირით ადრე დაგეგმილი ღონისძიების მიზანი ,მასწავლებელთათვის და არამარტო მათთვის წინასაახალწლო განწყობის შექმნა იყო. მიზანმა გაამართლა საშუალება და სამ კვირიანი თავდაუზოგავი მუშაობის შედეგი, პედკოლექტივმა და სხვა  კლასის მოსწავლეებმა 24 დეკემბერს შეაფასეს. ღონისძიების ქრონომეტრაჟი დაახლოებით ერთი საგაკვეთილო საათით შემოიფარგლა და 40 წუთს გაგრძელდა. ზეიმი საინტერესოდ და ორიგინალურად დაიწყო და ის ძირითადად საახალწლო სურვილებით გამოიხატა, სადაც მოსწავლეებმა იმ სურვილთა ახდენაზე გააკეთეს აქცენტები, რომელი სურვილებიც მათი ფსიქოტიპებიდან გამომდინარეობდა. საინტერესო და ორიგინალური იყო სტუმრად მოწვეული ფიფქიასა და სანტას საცეკვაო ნომერიც, რომელთა სცენაზე გამოჩენამაც მაყურებელთა მქუხარე აპლოდისმენტები დაიმსახურა. საინტერესო ხაზის გაგრძელება იყო აგრეთვე საშობაო რიტუალებზე საუბარი, რომლის ფარგლებშიც საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ არსებული ტრადიციებზე იქნა აქცენტები გაკეთებული. ზეიმის მრავალფეროვნებას წერტილი იმ იუმორისტულმა ნომრებმა დაუსვეს, რომლითაც მოსწავლეები წარსდგნენ მაყურებლის წინაშე. განსაკუთრებული მოწონება კი ნომერმა „მეგრელი ქალები“ დაიმსახურა, რომელშიც მოსწავლეებმა ნამდვილად შთამბეჭდავად აჩვენეს მსახიობური უნარ-ჩვევები. ზეიმი შიგადაშიგ მუსიკალური ნომრებითაც მრავალფეროვნდებოდა და ამ კუთხით აღსანიშნავია „ალილო“ , რომელიც მოსწავლეებმა კლასის დამრიგებელთან ერთად შეასრულეს. ორიგინალური იყო ზეიმის დასკვნითი ნაწილიც, სადაც მოსწავლეებმა ახალი წლის შემობრძანების იმიტაცია მოაწყვეს და 12 საათის დადგომამდე უკანასკნელი წამები დაითვალეს, რომელსაც გრანდიოზული ფეიერვერკი მოჰყვა, რომელიც ასევე იმიტირებული სახით მონიტორის საშუალებით იქნა ნაჩვენები. ღონისძიების დასასრულს სკოლის დირექტორმა მოსწავლეებს გაწეული სამუშაოსთვის დიდი მადლობა გადაუხადა და ღონისძიება დადებითად შეაფასა. დადებითი შეფასებები მოჰყვა ღონისძიებას მასწავლებელთა მხრიდანაც, რომლებმაც მოსწავლეებსა და კლასის დამრიგებელს სასიამოვნო განწყობის შექმნისთვის დიდი მადლობა გადაუხადეს.  ღონისძიება სიმბოლური და სამახსოვრო ფოტოსესიით დასრულდა და მაყურებელს ერთი წლით დაემშვიდობა.












სცენარი

-მოგესალმებით! სანამ ჩემი მეგობრები საახალწლო ნაძვის მორთვით არიან დაკავებულები მინდა დამდეგი შობა ახალი წელი მოგილოცოთ, თუმცა ძალიან კი მიკვირს რა სჭირთ ამ ნაძვებს მოსართავი ისედაც უკვე მორთულ-მოკაზმულები არიან, თუმცა რას გაიგებ ესენი ხომ....

--ანი სანამ ჩემებურად შემიკაზმიხარ გირჩევნია შენს საქმეს მიხედო, თორემ ხომ იცი არ მიჭირს შენი ლამაზი სიტყვებით მორთვა

-- ვაიმე მაპატიე თუ ღმერთი გწამს. მე ყველა თქვენგანი ვიგულისხმე და არა კონკრეტულად შენ ბატონო აკაკ

---ხოხ, გიშელ ძღაბიქ სიტყვაშა, მეუ თექ სკან საქმეს მიკაჯინ

--- ქუმაპატიი პატონ

----ანი დამშვიდდი საპატიებელი არაფერია. ამის ამბავი არ იცი? ახალ წელს, ჩვეული ენამწარობით ხვდება

---ხოხ, ქუმორთ ადვოკატიქ

---კარგი ბიჯო შენც რა დღეში ხარ, დააენებე თავი,მიდი ის სათამაშო მომაწოდე.

---ანი შემოგიერთდები და მეც თითოეულ აქ მსხდომს და სრულიად სამყაროს ვულოცავ დამდეგ შობა ახალ წელს..

---მედეა რას ელოდები 2015 წლისგან?

---რა ვიცი ძალიან ბევრ კარგს, ჯანმრთელობას, ხვავს, ბარაქას, სიხარულს, ბედნიერებას და სიყვარულს

---ჰო ჰო ყოროფა დო გათხულას უჩი სი გურ

---აკაკი ისე რაღა დაგიმალო და გამწარებულ და გაუბედურებულ შეყვარებულს შენ უფრო გავხარ

----დიდი ხანია ჩემი ენა არ მოგხვედრია?

---კარგი ყურადღება არ მივაქციოთ,ანი შენ რას ელოდები ახალი წლისგან?

--- რა ვიცი მედეა სურვილებს რა დალევს. პირველ რიგში მინდა თითოეულ ადამიანს ბედნიერებით უბრწყინავდეს თვალები და აქამდე რაც კი ცუდი და უსიამოვნება ჰქონიათ 2014 წლისთვის გაეტანებინოთ.

----ცირა შენ რა სურვილები გაქვს?

----თქვენგან განსხვავებით არ დავიწყებ ხვავი, ბარაქა და . რადგან გაცილებით დიდი და ჯერ-ჯერობით მიუღწეველი სურვილი მაქვს. მინდა, რომ 2015 წელს რაც შეიძლება ნაკლებად გავიგო სიტყვებიცირა ხვალ მშობელი მოიყვანე

----ცირა მეც აბსოლიტურად მაგ აზრზე ვარ და პატარა რომ ვიყო ალბათ თოვლის ბაბუასთან ამ სურვილს გავაგზავნიდი..

----კარგით გოგონებო დამშვიდდით ყველეაფერი წინ არის. აი მე კი ერთადერთი სურვილი მაქვს, იქნებ როგორმე 2015 წელს მაინც დაინდოს ანიმ და ქეთიმ ჩემი თმები და შემარჩინონ კანი თავზე.

----ოოო მაგას დამსახურება უნდა მეგობარო, თორემ შენს თავს ისეთი პირი უჩანს მალე აღარც შეგრჩება კისერზე. რაც შეეხება ჩემს სურვილს მინდა, რომ რაც შეიძლება ბევრი ადამიანისთვის იყოს გადამდები ჩემი ხარხარი

----აკაკი მაქვს უფლება გკითხო რა არის შენი სურვილი?

-----კი შენი გაჩუმება და კიდევ მინდა ყველას ვუთხრა, რომ მიხარია ცხოვრება და მინდა, რომ ხშირად მიმეორონ აკაკი გაჩერდი, დაწყნარდი, ნუ იცინი

-----ვაიმე შენ თუ მხოლოდ სიცილს ელოდები 2015 წლისგან და შენი ენით არ მოგვშხამავ იცინე და იცინე, მერე აგერ ზაზა აგყვება, ზაზას ჩვენ ავყებით და ბოლოს ალბათ ავყვავდებით კიდეც და ეგ არის. ხოლო რაც შეეხება ჩემს სურვილს, მინდა, რომ თოვლის ბაბუამ მისი ჯადოსნური ჯოხი ჩამარტყას თავში და გააზრების უნარი მომცეს. იქნებ მერე მაინც არ ისმოდეს ხოლმე სამასწავლებლოშიროგორი მოზეპირეა კაცო ეს ქეთი

----შენ რა გაქვს სათქმელი იზეპირებ მაინც და ჩემთან მიმართებაში თოვლის ბაბუას ალბათ მოუწევს მთელი ინერციით გამიქანოს ჯოხი თავში, რომ მერე მაინც არ მესმოდეს სიტყვებიერთხელ მაინც მომესმინა შენი მოყოლილი გაკვეთილი

---- რაც შემეხება მე, რამოდენიმე სურვილი მაქვს. პირველი ის, რომ არ მასწრებდეს ხოლმე ავტობუსი და მეორე, იქნებ შემცირდეს გადაუდებელი საქმეები ჩემს ირგვლივ და არ მივმართავდე დამრიგებელს თხოვნითმას აუცილებლად უნდა წავიდე სახლში და გამიშვებთ“?

 

---მედეა დამეთანხმები ძალიან საინტერესო სურვილები გვაქვს და იმედია აგვიხდება კიდეც

---დარწმუნებული ვარ აგვიხდება. ანი აკაკის მინდა შევეხო და არამარტო მას. როგორ ფიქრობ, რომელი კლასის ხშირი სტუმრები არიან ჩვენი კლასელი ბიჭები?

---მაგას რა მიხვედრა უნდა მედეა, ეს კლასი ხომ ჩვენი კარის მეზობელია, თუმცა რა შუაში ახლა ეს თემა?

---იმ შუაშია ჩემო ანი, რომ სწორედ მაგ კლასის ერთ-ერთმა მოსწავლემ საიდუმლო გაგვიმხილა,  თურმე აპირებენ ახალი წელი ორიგინალურად მოგვილოცონ იმ იმედით, რომ მომავალში აღარ შეაწუხებენ ჩვენი ბიჭები

---მართალი ხარ ქეთი და მე მინდა მაყურებელს ვუთხრა, რომ ესენი სწორედ ის ბავშვები არიან, რომელთა ნომერმაც ერთი წლის წინ აუდიტორიის დიდი მოწონება დაიმსახურა. მაშ ასე მივესალმოთ ჩვენს პატარა მეგობრებს ზღაპრის სამყაროდან. ფერია დან სანტა თქვენს წინაშე

(((((ცეკვა)))))

 

----დიდი მადლობა ფერიასა და სანტას და კიდევ ერთხელ აპლოდისმენტებით დავაჯილდოვოთ ისინი.

----მართალია საუბრის დასაწისში ვიხუმრეთ  და  ვიკამათეთ კიდეც, თუმცა ალბათ  დაგვეთანხმებით, რომ ეს ყველაფერი  მიზნად ისახავდა იმას, რომ ღონისძიება იუმორით ყოფილიყო გაჯერებული. სურვილი იმისა, რომ წინასაახალწლოდ თქვენთვის ერთი ლამაზი დღე გვეჩუქებინა ერთობლივად გაგვიჩნდა და შევეცადეთ, რომ საინტერესო საშობაო ინფორმაციებით, თუ სახალისო ნომრებით წარვმსდგარიყავით თქვენს წინაშე

---- ქეთიანიმ საშობაო ინფორმაციები ახსენა და მე როგორც ვიცი შენ ჩვენს მეგობრებთან ერთად სწორედ იმ საახალწლო რიტუალებზე მოიძიე ინფორმაცია, რომელიც საქართველოს სხვადასხვა კუთხეში არსებობს

---(მოდის ქეთი)--დაგეთანხმები მედეა, რიტუალებზე მუშაობისას იმდენ საინტერესო და გასაოცარ ინფორმაციას გადავაწყდით, რომ ნამდვილად დავრწმუნდით ადამიანის ფანტაზიის მრავალფეროვნებაში..აი მაგალიად იცოდი, რომ........(ხაზი გაესმევა 4 კუთხის ტრადიციულ რიტუალს, სლაიდზე გავა კადრები თითოეულის და კუთხისთვის დამახასიათებელი სიმღერის ფონზე. სანამ საზღვარგარეთის რიტუალებზე გადავლენ, ნაძვის უკნიდან გაისმება ალილო, რომელიც ბოლო ტრადიციის ხაზგასმისას დაიწყება სადაც ნახსენები იქნება სიტყვა ალილო. იწყებს ერთი და მერე გამოდის მეორეც.)

თამთა----დიდი მადლობა გოგოებო, რომ ჩვენს მიერ ხაზგასმული ინფორმაციები ასე ლამაზად დააგვირგვინეთ. ალბათ დაგვეთანხმება მაყურებელი, რომ ყველანაირ შემოქმედებით აქტივობას წინ რთული და დამღლელი სამზადისი უძღვის. ამ მხრივ გამონაკლისი არც ცვენი ღონისძიება იყო. თუ როგორ ვემზადებოდით დღევანდელი დღისთვის ნახეთ ჩვენს სიუჟეტში.

(((სიუჟეტი))

---იცით? ჩვენ მაყურებლის წინაშე წლების განმავლობაში არაერთხელ წარვმსდაგრვართ ცეკვითა და სიმღერით, თუმცა დამეთანხმებით, რომ იუმორისტული როლი არცერთ ჩვენგანს არ მოგვირგია

---შენ გული ნუ დაგწყდება ჩვენ ამაზეც ვიზრუნეთ, მოდით ერთად ვნახოთ სკეჩიმეგრელი ქალები“.

 

---თამარ მოდი შესმოგვიერთი, მე როგორც ვიცი შენ მომავალში მოდელობაზე ოცნებობ

--რაიყო ტანი არ მიწყობს ხელს თუ სახე?

 

--არა არა ყველაფერი წესრიგში გაქვს. გადასარევად გამოიყურები, ტანი, ფეხი, სახე მოკლეთ მეჯინა სკანდა ქემეუჩამ ღორონს

---ძალიან ნგთხოვ რაა, როგორც ნახე საქმეს ვაკეთებ და საარშიყოდ არ მცალია

---არა არშიყობა არაფერ შუაშია, უბრალოდ მინდოდა მეთქვა, რომ მოდელობის პარალელურად კარგი ჯურნალისტიც დადგებოდი რადგან ძალიან კარგი სიუჟეტი გაქვს მომზადებული ჩვენთვის

---აჰაა, მაღიარეთ ხომ? ცხადია ასეა, თავიდან ცოტა გამიჭირდა და მერიდებოდა კიდეც მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი კარგად გამოვიდა

---მოდი მაშინ ვნახოთ სიუჟეტი  და ამაში ერთად დავრწმუნდეთ.

((((სიუჟეტი))))

--თამარ დიდი მადლობა შენ ამ საინტერესო სიუჟეტისთვის და ასევე გვინდა დიდი მადლობა გადავუხადოთ ჩვენს მასწავლებლებს კეთილი სურვილებისთვის. სავაჭრო ცენტრსა თუ სუპერმარკეტში ყველა ჩვენგანი ვყოფილვართ სადაც ასევე ალბათ ძალიან ბევრჯერ გვინახავს განსხვავებული ხასიათების მქონე გამყიდველები, ჩვენი შემდეგი ნომერი ამაში ნამდვილად დაგვარწმუნებს.

----საახალწლოდ ჩვენი სკოლის მოსწავლეებიძალიან განსაკუთრებით  გააქტიურდნენ, რაც მათ კრეატიულობაში გამოიხატა,..საზეიმოდ მოირთღო ოთახები და შეიქმნა წინასაახალწლო განწყობა.ჩვენ კი გადავწყვიტეთ სხვადასხვა კლასებში შეგვეჭყიტა და მათთვის ახალი წელი მიგველოცა.მოდით ერთად ვნახოთ სიუჟეტი.

 

(((((((მეცხრე კლასი ორიგინალური ვიდეოთი მიულოცავს ხალხს, შდიან გაკვეთილებზე პლაკატით, გილოცავთ 2015. ბოპლოს ერთი რეკავს ზარს და ყველა ერთად იკრიბება სკოლის წინ და ხელების აწევითა და ბუშტებით იძახის გილოცაააავთ)))

 ჩვენ გვინდა, რომ კიდევ ერთხელ მოგილოცოთ დამდეგი შობა ახალი წელი და ყველაფერი საუკეთესო გისურვოთ. ჩვენი ღონისძიება კი ამით ამოწურულია და კეთილი სურვილებით გემშვიდობებით.

 

 


„სკეჩი“ რომელიც სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის დავწერე

----ცირა მარგარინი მომაკლდა და ზედმეტი ხომ არ გაქვს რომ მომცე?
----ვადმოშკვიდუო ბოშ თე ოსურქ. სკანოთ ვარც ახალ წანა არსებენსო, ვარც ქისე ჯიმაღურელ
-----მურე სი ოსურ ოჩხუბებუშა ვამომრთუმუ, ქოიღუნდა ქომუჩ ვარ და ქოი იშო
----ირდღას თხუალა ვაგამგებ მა
----ჯგირ იშო, ბოლოს მუჟანს მინოვრთინ ვაბშუ
----დია მუ სი მოირთუმუდო მუ სკან სკუას, გილაშირილ აფ ბაღაჯნას კუჩხეფ
-----ჯგირ ქუმაპატიი პატონ, მიდავრთ მა
----ჯგირ მიცად ქემერჩა ვარა ათეს ხოლო ორაგადეთ გინართინუა უკულ
-----დია დიხას დორთხორუნ იშო, მუჟანსიდ მა შარას გილავძუდ დო ვჭორიკნენდი
------დია ღორონქ დოპილ ასე,40 რაზმერ კალოშიშ ცალო გაფ პიჯ მონჯამილ დო ორაგადე დეგელუებუნო
------მეტ გარაგადალ სკან დუდ, დემეთხი თაქ თეშით მოფაჩილ მაფ ნერვეფ
-----მუშენ ხოლო დორბენჭუო ქომონჯიქ
-----ვარ ძღაბ ბენჭუა ვარ, ამდღა ბაზარს მუმაფაჩ ნერვეფქ
-----მუშენ მუქ გაღოლ ქომარა
-----მუქ და ეშმაგინძა სია მაფუდ გილაჭარილ დო მუთუნქ ვამაიდირ ამდღა
-----მუქ მოხვად ქომწი აბა
----მუ ძღაბ დაჩხირ ონტებ ირფელს, ვით კილო სელეგინ მიდვოსარგალე დო ფას ვაუღუდ შურო. გუმოჭარილ ცალო არძო მევალექ დუს ქეგმოსხაპუ დო დახე მიკაქუნალ ქუგმოსოფეს
----უუ სი ცოდა, ეშ მართალ რექ მუთუნ ვაგაიდირე ოსურს ათენა რინი რენო, მახოლო ვორდ ამდღა აბაშას დო გვალა ღურელ ბაზარირდ, ირფელს დაჩხირ ონტებ დო სოფელიშ ნაწარმს შურო ვაუღუ ფასი
----ახალ წანას ოსურს ნეძ ვაგაიდირე თენა რინირენო
----მართალ რექ მართალ. ასე ათე კოჩეფ ხოლო ქიდიჭყანა ყურჭუას დო მთელ ართ მარას მინობირცინაფილ აღვენუნა თოლეფ
---ვამწუა, ვამწუა  ათე პრაზნიკეფ კოჩებშო რე გორჩქინელ ვარა ოსურებშო ტანჯვარე, განწყიი, გეიალაგ, გორჩხ, განწყი, გეიალაგ, გორჩხი დო ათაშ.
----თაშ რე, მუს ღოლა. ჯგირ მეუ ასე საქმე მიღუდო მინილ ამსერ კოფე გევშვათ.
----ჯგირ აბა ჯგირო ორდა..
 



საახალწლო ტრადიციები საქართველოში

სვანეთი

სვანებს საახალწლოდ ერთი საინტერესო უცნაურობა ახასიათებთ. ისინი ახალი წლის წინა დღეებში ერიდებიან სტუმრად სიარულს, რადგან ღრმად სწამთ, რომ საახალწლო დღეებში ოჯახში უნდა იყვნენ. გარდა ამისა საინტერესოა ისიც, რომ რაც არ უნდა ცუდი ამინდი იყოს, მეფეხემ ღამე გარეთ უნდა გათიოს რათა ოჯახში გაწმენდილი სევიდეს და კარგი  ფეხი შეიტანოს.

 

ფშავ-ხევსურეთი

ფშავ- ხევსურეთში არ არსებობს შობა-ახალი წელი ტრადიციული ხინკლის გარეშე. აგრეთვე იხარსება არაყი და ლუდი. ცხვება საახალწლოი კვერები, რომლებზეც სხვადასხვა საგანი და ცოცხალი არსებაა გამოსახული. შემდეგ კი ამ კვერებს ურიგებენ, როგორც ადამიანებს, ასევე ფრინველებსა და ცხოველებსაც კი.

გურია

გურიაში შობა-ახალ წელს კალანდობას უწოდებდნენ, რომელიც დეკემბრის ბოლოს იწყებოდა, იკვლებოდა ღორი, ცხვებოდა კვერებბი ყველითა და კვერცხით. კალანდობის აუცილებელი ატრიბუტი კი ჩიჩილაკი იყო. ახალი წლის მილოცვა აქაც ოჯახის უფროსის პრეროგატივა იყო, რომელიც ახალი წლის დადგომისთანავე ჯერ მარანსა და საბძელს მოინახულებდა,შემდეგ კი შევიდოდა სახლში და ოჯახს დალოცავდა.

აჭარა

აჭარაში საახალწლო სუფრაზე აუცილებლად უნდა ყოფილიყო ბაქლავა და აჩმა. არაქის მოსატანად კი ოთახის ყველა კუთხეში მარცვლეულს ყრიდნენ და თან დაილოცებოდნენ. ასევე მარცვლეული აუცილებლად უნდა მდგარიყო ჯამით სუფრაზეც.

სამეგრელო

 სამეგრელოში ახალ წელს დილაადრიან ოჯახის უხუცესი მამაკაცი ხელში მორთული ჩიჩილაკით და ღომის მარცვლიანი ჯამით, რომელზეც კვერცხი დევს, სახლიდან გარეთ გადის ახალი წლის მოსალოცად. გარკვეული რიტუალის შესრულების შემდეგ სახლში შემოდის, ჩიჩილაკს კუთხეში მიაყუდებს, ჯამს იქვე მიუდგამს და თვითონ საახალწლო ტაბლას მიუჯდება, რომელზეც ალაგია: ღორის თავი, ბასილა თავის ხაჭაპურებით, ხილი და სხვა. საუზმის დაწყებამდე მეკვლე ოჯახის ყველა წევრს ტკბილეულით დააბერებს. საუზმის შემდეგ კი დაიწყება თუთის წკნელებით საახალწლო მილოცვები.

 

სამეგრელოში თხილისგან გამოთლილ ჩიჩილაკს ბამბითა და სათამაშოებით რთავდნენ, მის სიახლოვეს კი აუცილებლად ეწყო ხილი და ტკბილეული, მოხარშული გოგრა, ხაჭაპური, ფელამუში და ღვინო. სამეგრელოში მეკვლეს - მეკუჩხურს - დიდი სიფრთხილით წინასწარ ირჩევდნენ და ოჯახიც საგულდაგულოდ ემზადებოდა მის დასახვედრად.

 


                                                                       

No comments:

Post a Comment