2015-2016 სასწავლო წლის რიგით ბოლო ექსკურსია სსიპ
აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სეფიეთის საჯარო სკოლაში, მიმდინარე წლის 3 ივნისს, ქუთაისის
მიმართულებით მოეწყო. ექსკურსია დაწყებითი კლასების პედაგოგების მიერ იყო ორგანიზებული
და მასში II-III-IV კლასის
მოსწავლეები იღებდნენ მონაწილეობას. ექსკურსიას, რომელიც ორი კვირით ადრე დაიგეგმა,
მშობლებიც ენთუზიაზმით შეუერთდნენ. ექსკურსიის მონაწილეებმა სტარტი სოფლის ცენტრიდან
აიღეს და თითქმის ერთ საათიანი მგზავრობის შემდეგ პირველი გაჩერება სათაფლიაში გადაწყვიტეს,
სადაც მათ თვალწინ შთამბეჭდავი და მისტიური სამყარო გადაეშალათ. განსაკუთრებული ემოციები
დინოზავრთა ნაკვალევის ხილვამ გამოიწვია. მოსწავლეებს ერთბაშად აღებეჭდათ სახეზე გაოცებისა
და შიშის გრძნობა, თუმცა მიუხედავად ამისა,
მშობლებს ამოფარებულები მაინც ინტერესით განაგრძობდნენ გზას. არანაკლებ საინტერესო
აღმოჩნდა იურულ პარკში მოგზაურობა, სადაც მათ დინოზავრების დიდი ფიტულები იხილეს და
მათთან სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს. შემდეგი გაჩერება სტალაქტიდების მღვიმე გახლდათ,
რომელიც მოსწავლეთათვის არანაკლებ შთამბეჭდავი აღმოჩნდა. მღვიმემ, რომელშიც არსებული
ზღაპრული სტალაქტიები მინლიონობით წლებს ითვლიან, დაუვიწყარი შთაბეჭდილება მშობლებსაც
მოახდინეს. მისტიურ სამყაროში თითქმის ოც წუთიანი მოგზაურობის შემდეგ, მოსწავლეები
იმ მინის კონსტრუქციისკენ გაემართნენ, საიდანაც თვალწინ ულამაზესი ხედი გადაეშალათ.
სამახსოვო ფოტო-სესიის შემდეგ კი მოწამეთისა
და გელათის მონასტრების მოსალოცად გაემართნენ, სადაც არანაკლებ დადებითი ემოციებით
დატვირთულნი, ქუთაისის საბავშვო ,,გორის პარკი“-სკენ გაეშურნენ.მოსწავლეებს კიდევ ერთი ზღაპრული სამყარო თვალწინ სწორედ აქ გადაეშალათ. უზარმაზარი ხეები,
ნაირფერი ყვავილები და უამრავი გასართობი კონსტრუქცია-ყოელივე ამან, მოსწავლეებში დადებითი
ემოციები გამოიწვია. დღის განმავლობაში ნანახი საინტერესო ადგილებიდან, ბავშვებმა,
განსაკუთრებით სწორედ გასართობი ატრაქციონები გამოარჩიეს და თითქმის სამ საათიანი დაუვიწყარი
გართობის შემდეგ გზას-სახლებისკენ დაღლილები,
თუმცა დადებითი ემოციებით დათვირთულნი გაუდგნენ.
Pages
- ჩემ შესახებ
- ჩემი სკოლა
- ჩემი სადამრიგებლო კლასი
- სადამრიგებლო სამუშაოების კალენდარული გეგმა
- კლას საათები
- ღია გაკვეთილები
- ინტეგრირებული გაკვეთილები
- განხორციელებული საგნობრივი პროექტები
- პროექტები ზოგად თემებზე
- შემაჯამებელი სამუშაოები კლასების მიხედვით
- შეფასების რუბრიკები
- თემატური გეგმის ნიმუშები კლასების მიხედვით
- ჩემ მიერ შექმნილი სასწავლო რესურსები
- ჩატარებული ღონისძიებები
- ვიდეო რესურსები დაწყებითი კლასების მოსწავლეთათვის
- მოსწავლეთა მონაწილეობა სასწავლო ოლიმპიადებში და მა...
- ფასილიტატორი
- ქსელში ჩართული სკოლების კოორდინატორი
- ბოლო ზარი
- სერთიფიკატები
- ჩემი შემოქმედება
- პრეზენტაციები
- პროფორიენტაცია და კარიერის დაგეგმვა
Sunday, June 5, 2016
Subscribe to:
Post Comments (Atom)
Pages
- ჩემ შესახებ
- ჩემი სკოლა
- ჩემი სადამრიგებლო კლასი
- სადამრიგებლო სამუშაოების კალენდარული გეგმა
- ღია გაკვეთილები
- ინტეგრირებული გაკვეთილები
- განხორციელებული საგნობრივი პროექტები
- პროექტები ზოგად თემებზე
- ჩატარებული ღონისძიებები
- პრეზენტაციები
- მოსწავლეთა მონაწილეობა სასწავლო ოლიმპიადებში და მათი სერთიფიკატები
- შემაჯამებელი სამუშაოები კლასების მიხედვით
- შეფასების რუბრიკები
- თემატური გეგმის ნიმუშები კლასების მიხედვით
- ფასილიტატორი
- ქსელში ჩართული სკოლების კოორდინატორი
- სერთიფიკატები
- ჩემი შემოქმედება
No comments:
Post a Comment