Pages

კლას საათები



აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სეფიეთის საჯარო სკოლა
X კლასი
კლას საათის თემა ,,რა იწვევს ემიგრაციას?“

შეთავაზებული საკითხებიდან მოსწავლეთა უმრავლესობამ არჩევანი სწორედ აღნიშნულ საკითხზე შეაჩერა. კლას საათი ძალიან საინტერესო ვიდეო რგოლის ჩვენებით დაიწყო, რომელშიც ემიგრანტი ქართველების გულისტკივილი იყო ასახული. ჩვენების შემდეგ, გონებრივი იერიშის მეთოდით მოსწავლეებმა თავიანთი მოსაზრებები დააფიქსირეს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. მოგვიანებით კი საინტერესო ცნობებზე ვისაუბრე ემიგრაციის ისტორიისა და გამომწვევ მიზეზებზე. შეხვედრის მანძილზე მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ თავისუფლად დაეფიქსირებინათ თავიანთი მოსაზრებები. ადგილი ჰქონდა პოლემიკასაც, რომლის დროსაც ისინი არგუმენტირებულად ასაბუთებდნენ თავიანთ შეხედულებებს. საბოლოო ჯამში კი ემგრაციის გამომწვევ მიზეზად ეკონომიკური სიდუხჭირე დაასახელეს და პასუხისმგებლობა ხელისუფლებას დააკისრეს. კლას საათით კმაყოფილი ვარ.

სსიპ აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სეფიეთის საჯარო სკოლა. X კლასი
                       კლასის საათის ოქმიN11
თემა:    ,, რა იწვევს ემიგრაციას?“
მიზანი:    ბაშვებმა მოისმენეს საინტერესო ინფორმაციები ემიგრაციის გამომწვევ მიზეზებზე და გამოთქვეს  თავიანთი  მოსაზრებები. ისაუბრებეს  პრობლემის აღმოფხვრის გზებზე.
                                             ესწსრებოდა: 10 მოსწავლე
                                                         15.11.15

სტრუქტურა
შინაარსი
წამყვანი

შესავალი
კლას საათი საინტერესო ვიდეო რგოლის ჩვენებით დაიწყო, რომლის გმირები ქართველი ემიგრანტები იყვნენ.

პედაგოგი


ძირითადი  საკითხის არსი
თანამედროვე საქართველოში ემიგრაციის საკითხი ძალიან აქტუალურია. ქართული დიასპორა თითქმის მთელს მსოფლიოშია მიმოფანტული, რაც ძალიან დიდ საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის გენოფონდს. ემიგრაციის შედეგები ყველაზე მტკივნეულად მოზარდთა ფსიქიკაზე აისახება.ემიგრაციის გამომწვევი ძირითადი მიზეზი ეკონომიკური სიდუხჭირეა.
                                      
მასწავლებელი

მოსწავლეები

           დასკვნა
ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს მისი მოსახლეობის უზრუნველყოფა სამუშაო ადგილებით. გააკეთებენ პროექტს აღნიშნულ თემაზე და უკეთ გამოიკვლევენ საინტერესო და მნიშვნელოვან საკითხებს.


მოსწავლეები.პედაგოგი















---------------



აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სეფიეთის საჯარო სკოლა
X კლასი
                                                          კლას საათის თემა ,,სტერეოტიპები და საზოგადოება“



  მეათე კლასში, ერთ-ერთ გაკვეთილზე, საუბარი  პროფესიებზე ჩამოვარდა, სადაც რამდენიმე მოსწავის მიერ მასწავლებლობა ,,არაკაცურ“ პროფესიად იქნა მიჩნეული. აღნიშნულმა შეხედულებამ კლასში მკაცრი პოლემიკა გამოიწვია. მოსაზრებას მოწინააღმდეგეები გამოუჩნდნენ, რომლებმაც განაცხადეს, რომ მსგავსი შეხედულება მხოლოდ არსებული მახინჯი სტერეოტიტიპია და კავშირი არ აქვს ჭეშმარიტებსათან. იდეა, რომ მომდევნო კლას საათის თემად სწორედ სტერეოტიპები აგვერჩია ამ კონკრეტულ გაკვეთილზე გადაწყდა. კლას საათმა ძალიან საინტერესოდ ჩაიარა. მოსწავლეები არგუმენტირებული მსჯელობის შედეგად ცდილობდნენ თავიანთი შეხედულებების დაცვას. მოიყვანეს სტერეოტიპების გავრცელებული მაგალითებიც და აღნიშნეს, რომ მათში არაფერია ჭეშმარიტი, რადგან ხალხის მიერ გამოგონილი მცდარი შეხედულებებია მთელ რიგ საკითხებზე. საბოლოო ჯამში მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ სტერეოტიპები არ უნდა არსებობდნენ. კლას საათის კმაყოფილი ვარ.


სსიპ აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სეფიეთის საჯარო სკოლა. კლასი

კლასის საათის ოქმიN10

თემა:     ,,სტერეოტიპები და საზოგადოება“
მიზანი:    სტერეოტიპების უარყოფით მხარეებზე მოსწავლეების ინფორმირება
მოსწავლეთა რაოდენობა: 10

სტრუქტურა
შინაარსი
წამყვანი

შესავალი

გონებრივი იერიში: რა არის სტერეოტიპი?
შეგიძლიათ შესაბამისი მაგალითის მოყვანა?

პედაგოგი


ძირითადი  საკითხის არსი

სტერეოტიპები საზოგადოების განვითარების პარალელურად არსებობდნენ და ისინი თავად ადამიანების მიერ წარმოდგენილი მცდარი შეხედულებების ერთობლიობად შეიძლება მოვიაზროთ. სტერეოტიპები ძალიან უარყოფით გავლენას ახდენენ საზოგადოებრივ ცხოვრებაზე, რადგან არსით ისინი ეწინააღმდეგებიან  საღ აზრს. სტერეოტიპის მაგალითებია: , ორშაბათს თავის დაბანა არ შეიძლება“ ,,ქალი უნდა იჯდეს კუხნაში“ ,,პოლოტიკა კაცის საქმეა“ და ა.შ.
                                       მასწავლებელი

მოსწავლეები



დასკვნა

სტერეოტიპები ადამიანებმა გამოიგონეს ისევ მათ წინააღმდეგ. რაც უსარგებლოა, უნდა დაიმსხვრეს.


მოსწავლეები.




---------------------------

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სეფიეთის საჯარო სკოლაX კლკლას საათის თემა,, რას გვაჩვენებენ ტელევიზორში“                        
                


აღნიშნული თემა მოსწავლეებისთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა, რადგან მათივე განცხადებით აქტიურად აქტიური ტელემაყურებლები არიან. რამოდენიმე მოსწავლემ ინტერნეტის უპირატესობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სატელევიზიო გადაემები ნაკლებად საინტერესოა. კითხვაზე, თუ რა ტიპის გადაცემებს ანიჭებენ უპირატესობას მათი პასუხი ცალსახა იყო: იუმორისტული გადაცემები. მათივე განცხადებით თანამედროვე ქართული იუმორისტული გადაცემები ერთფეროვნებით გამოირჩევიან და არაფერს აძლევენ მაყურებელს. ისაუბრეს ანალიტიკური გადაცემების აუცილებლობაზე და გამოთქვეს სურვილი, რომ მიესალმებიან მსგავსი ტიპის სატელევიზიო პროექტების სიმრავლეს. ცხადია ყურადღების მიღმა არც საპნის ოპერები დარჩენილა, რომლის მმისამართითაც აზრი ორად გაიყო. ზოგმა განაცხადა, რომ მათი ყურება არაფრის მომცემია და ,,გოიმობად“ ითვლება, ზოგმა კი თავისუფალი დროის გაყვანის საუკეთესო საშუალებად დაასახელა. რაც შეეხება პოლიტიკურ გადაცემებს, მათი განცხადებით აუცილებელია მათ მიერ საზოგადოებისთვის მიწოდებული ინფორმაცია იყოს ჭეშმარიტი. ხაზი გაუსვეს იმასაც, რომ არ არის სასიამოვნო საინფორმაციო გადაცემის გადატვირთვა ნეგატიური ინფორმაციებით. საუბრისას გაიმართა პოლემიკა, კამათი, თუმცა საბოლოო ჯამში ერთხმად შეთანხმდნენ იმაზე, რომ სატელევიზიო გადაცემები საზოგადოების განვითარებას უნდა უწყობდეს ხელს. კლას საათით კმაყოფილი ვარ.


სსიპ აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სეფიეთის საჯარო სკოლა. კლასი

კლასის საათის ოქმიN9

თემა:     ,,რას გვაჩვენებენ ტელევიზორში?“
მიზანი:    ბავშვებმა გაიგეს და ისაუბრეს  ტელევიზიის ფუნქცია/მოვალეობებზე
მოსწავლეთა რაოდენობა: 10

სტრუქტურა
შინაარსი
წამყვანი

შესავალი

ტელევიზიისა და სხვა საინფორმაციო ტექნოლოგიების წარმოშობისა და განვითარების ისტორია

პედაგოგი


ძირითადი  საკითხის არსი

ტელევიზიასა და სატელევიზიო გადაცემებს ზალიან დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია საზოგადოებრივ აზრზე. ის არის ერთგვარი იარაღი, რომლითაც იმარტება მოსახლეობა. აუცილებელია ისეთი ტიპის ტელეგადაცემების არსებობა, რომლებიც ხელს შეუწყობენ საზოგადოების განვითარებასა და სწორად ინფორმირებას.
                                       მასწავლებელი

მოსწავლეები



დასკვნა

მივიღოთ ჩვენთვის საჭირო ინფორმაცია და გავარჩიოთ ღირებული-არაღირებულისგან.


მოსწავლეები.




------------


შეთავაზებული თემებიდან მოსწავლეებმა საუბარი სწორედ აღნიშნულ თემაზე არჩიეს და აღნიშნეს, რომ თანამედროვე სამყაროში რელიგიური ომები საუკუნეების შემდეგ ისევ აქტუალური გახდა. გაკვეთიმა ძალიან საინტერესოდ ჩაიარა და ყველა მოსწავლეს ჰქონდა შესაძლბლობა თავისუფლად გამოეთქვა საკუთარი აზრი.


აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სეფიეთის საჯარო სკოლა. X კლასი

კლასის საათის ოქმიN8
თემა:   ,,მსოფლიო რელიგიები და ტოლერანტობა

მიზანი:   მოსწავლეები გაიგებენ მსოფლიო რელიგიების წარმოშობის ისტორიას და მხარს დაუჭერენ ადამიანთა ტოლერანტული მიდგომის  აუცილებლობას თითოეული რელიგიის მიმდევრის მიმართ.
ესწრებოდა : 9 მოსწავლე
12.02.16


სტრუქტურა
შინაარსი
წამყვანი

შესავალი
გონებრივი იერიში ,,მსოფლიოში გავრცელებულ რამდენ რელიგიას იცნობთ და თქვენი აზრით როგორ უნდა მოვექცეთ სხვა რელიგიის მიმდევარს?“

პედაგოგი, მოსწავლეები


ძირითადი  საკითხის არსი
მოსწავლეებმა  ნახეს აღნიშნულ საკითხზე მომზადებული პრეზენტაცია და  აღნინეს, რომ ყველანაირ რელიგიას აქვს არსებობის უფლება, მთავარია ის სიყვარულსა და სიმშვიდეს ქადაგებდეს. რამდენიმე მოსწავლემ განაცხადა, რომ ჰყავს სხვა რელიგიის მიმდევარი მეგობარი, თუმცა განსხვავებული რელიგიური ხედვა ხელს არ უშლით მეგობრობაში.
                                      

მოსწავლეები
დასკვნა
პატივი ვცეთ ადამიანის თავისუფალ ნებას აირჩიოს ესა თუ ის რელიგია მისი სურვილისამებრ და კეთილგანწყობილი ურთიერთობას შევინარჩუნოთ მასთან მისი განსახვავებული ხედვის მიუხედავად.


მოსწავლეები








----------------------

გარეგანი და შინაგანი სილამაზე ადამიანში


გამოყენებული ლიტერატურა:
შინაგანი სილამაზე ფასდაუდებელია
ახალგაზრდა სილამაზეს ღირსებასთან აიგივებს“, — აღნიშნა ერთმა ხნიერმა ერთგულმა ქრისტიანმა.
დიახ, ადამიანი მეტისმეტად დიდ ყურადღებას აქცევს გარეგნულ სილამაზეს, რის გამოც ხშირად ვერ ხედავს პიროვნების შინაგან მშვენიერებას. მაგრამ, მიუხედავად იმისა, თუ როგორ გამოვიყურებით, ჩვენი შემოქმედი ჩვენი გულის სიღრმეებს ხედავს. ამასთან დაკავშირებით ის საღი აზროვნების უშესანიშნავეს მაგალითს გვაძლევს. ბიბლიის თანახმად, ღმერთმა თქვა: „ისე არ არის, როგორც კაცი ხედავს. რადგან კაცი მხოლოდ იმას ხედავს, რაც თვალში ხვდება, ხოლო უფალი გულს ხედავს“ (პირველი მეფეთა 16:7).
ღმერთია ადამიანის ნამდვილი სილამაზის ფუძემდებელი. მისი სიტყვა გვიჩვენებს, რომ, როცა საქმე ადამიანის ნამდვილ ღირსებას ეხება, სულიერი თვისებებია ამ დროს უმნიშვნელოვანესი. ბიბლია ამბობს: „მაცთუნებელია სიკოხტავე და სილამაზე ამაოებაა. უფლის მოშიში დედაკაცია საქებარი“ (იგავნი 31:30). მართლაც, გარეგნული სილამაზე შეიძლება ნიღბავდეს შინაგან სიმახინჯეს (ესთერი 1:10—12;იგავნი 11:22). ფიზიკური სილამაზე შეიძლება დროთა განმავლობაში გაქრეს, მაგრამ შინაგან სილამაზეს, რომელიც გულიდან გამომდინარე თვისებებს მოიცავს, შეუძლია უფრო დაიხვეწოს და დიდხანს გასტანოს.
ამიტომ გონივრული იქნება, გამოვიმუშაოთ ისეთი თვისებები, როგორიცაა სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, სულგრძელობა, სახიერება, სიკეთე, ერთგულება, სიმშვიდე და თავშეკავება! (გალატელთა 5:22, 23) ამგვარად, ჩვენ შეგვიძლია შევიძინოთ ფასდაუდებელი შინაგანი სილამაზე (პეტრე 3:3, 4).

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სეფიეთის საჯარო სკოლა. კლასი

კლასის საათის ოქმიN7
თემა:   ,,ფიზიკური და სულიერი სილამაზე“


მიზანი:   მოსწავლეები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ სულიერ სილამაზეზე ფიქრი მეტად საჭიროა, რადგან გარეგნული სილამაზე დროს ვეღარ უძლებს.
ესწრებოდა : 7 მოსწავლე
22.01.16

სტრუქტურა
შინაარსი
წამყვანი

შესავალი
გონებრივი იერიში ,,რას იტყით სულიერი და ფიზიკლური სილამაზის“ შესახებ?

პედაგოგი, მოსწავლეები


ძირითადი  საკითხის არსი
მოსწავლეებმა აღნისნეს, რომ გარეგნული სილამაზე ჭკნება. მაგალითისთვის კი მოხუცი ადამიანები მოიყვანეს, რომელთა დამჭკნარი კანი ადრე ძალიან ლამაზი და მიმზიდველი იყო. სწორედ ამიტომაც ერთხმად აღნიშნეს, რომ სულიერი, შინაგანი სილამაზე ადამიანში არასოდეს ბერდება. ის აკეთილსობილებს ადამიანს, თუმცა გამოითქვა ვარაუდი იმასთან დაკავშირებითაც, რომ პირველ რიგში ადამიანის გარეგნული სილამაზე ხვდება თვალს და შემდეგ ხდება მისი შინაგანი სილამაზით დაინტერესება.
                                      

მოსწავლეები
დასკვნა
ადამიანში დავაფასოთ სულიერება და ადამიანობა.


მოსწავლეები

-------------------------




აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სეფიეთის საჯარო სკოლა
X კლასი 
კლას საათის თემა .. მე რომ მასწავლებელი ვიყო“

შეთავაზებული საკითხებიდან ათივე მოსწავლემ არჩევანი საკითხზე: ,,მე რომ მასწავლებელი ვიყო შეაჩერაა“. ალბათ ძნელად თუ მოიძებნება ადამიანი, რომელსაც ბავშვობაში ერთხელ მაინც არ უფიქრია მასწავლებლობაზე და არ შეუმუშავებია ის სტრატეგიები, რომლებსაც პედაგოგის ამპლუაში მყოფი გამოიყენებდა საკლასო ოთახში. სწორედ ეს საკითხი იქნა განხილული აღნიშნული კლას საათის ფარგლებში. მოსწავლეთა შეხედულებები ორად გაიყო: ერთმა ნაწილმა განაცხადა, რომ აუცილებელია უფრო მეტი ჰუმანურობა მოსწავლეებთან ურთიერთობისას, განსხვავებული იყო მეორე ფლანგის შეხედულებებ, რომელშიც ნათლად გამოიკვეთა მოსწავლეებთან მკაცრი მიდგომის აუცილებლობა. თემა საკმაოდ საინტერესო კუთხით გაიშალა და მოსწავლეები პოლემიკისა და დიალოგის რეჟიმში გამოხატავდნენ თავიანთ მოსაზრებებს. მე როგორც ყოველთვის მონიტოპრინგს ვახორციელებდი და საჭიროების შემთხვევაში დამაზუსტებელი კითხვებით მივმართავდი მათ. შედეგით კმაყოფილი ვარ.






          აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სეფიეთის საჯარო სკოლა. კლასი

კლასის საათის ოქმიN6
თემა:   ,,მე რომ მასწავლებელი ვიყო“


მიზანი:   მოსწავლეები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ პედაგოგიური საქმიანობა საკმაოდ შრომატევადი საქმიანობაა და დიდ პასუხისმგებლობას მოითხოვს.

ესწრებოდა : 8 მოსწავლე
03.12.15

სტრუქტურა
შინაარსი
წამყვანი

შესავალი

მინი ლექცია პედაგოგიური საქმიანობის შესახებ

პედაგოგი


ძირითადი  საკითხის არსი

მოსწავლეებმა ისაუბრეს პედაგოგიური საქმიანობის შესახებ. ხაზი გაუსვეს იმ უარყოფითი და დაბითი ქცევის ნოპრმებს, რომლებიც მათი აზრით პედაგოგებში ყველაზე უფრო თვალშისაცემია. გარდა ამისა დახატეს მათთის იდეალური მასწავლებლის პროტოტიპი და ისაუბრეს იმ თვისებების შესახებ, რომელიც მათი აზრით კარგ მასწავლებელს უნდა გააჩნდეს.
                                      

მოსწავლეები



დასკვნა
პედაგოგიური საქმიანობა უდიდეს პასუხისმგებლობას მოითხოვას. პატივი ვცეთ მასწავლებლებს!.


მოსწავლეები.პედაგოგი












----------------------------



სსიპ აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სეფიეთის საჯარო სკოლა
X კლასი
კლას საათი თემაზე : "მოწევა კლავს"


აღნიშნულ თემაზე კლას საათის ჩატარება, მოსწავლეების იდეა იყო, რომლებსაც რამდენიმე საკითხი შევთავაზე. არჩევანი კი სწორედ აღნიშნულ თემაზე გააკეთეს. გაკვეთილმა საკმაოდ საინტერესოდ ჩაიარა. გამოყენებული იყო, როგორც მინი ლექციის, ისე დიალოგისა და დისკუსიის მეთოდი. ერთ-ერთმა მოსწავლემ იმუშავა "POWER POINT"-ში და გააკეთა საკმაოდ საინტერესო პრეზენტაცია აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით. დანარჩენებმა თავიანთი აზრები საკითხთან დაასაბუთეს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.










სსიპ აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სეფიეთის საჯარო სკოლა. X კლასი

კლასის საათის ოქმიN5
თემა:     “მოწევა კლავს”
მიზანი:    ბავშვები  გაერკვნენ მოწევის მავნებლობაში
ესწრებოდა : 7 მოსწავლე
03.12.15

სტრუქტურა
შინაარსი
წამყვანი

შესავალი


მოწევა არის მავნე ჩვევა, რომელიც საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს.

პედაგოგი


ძირითადი  საკითხის არსი


მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ მოწევა სერიოზულ ზიანს აყენებს ჯანმრთღელობას. და  რომ სიგარეტი გამოყოყოფს ისეთ ნივთიერებებს, რომლებიც მომაკვდინებელ გავლენას ახდენენ  ადამიანის ორგანოებზე.მოსწავლეებმა წერილობით წარმოადგინეს თავიანთი მოსაზრებები იმის შესახებ, რომ მწეველი ადამიანი საფრთხეს უქმნის გარშემომყოფებსაც.მათ დადეს პირობა, რომ


მოსწავლეები



დასკვნა

იცხოვრებენ დევიზით „მოწევა კლავს“ და დაიცავენ ცხოვრების ჯანსაღ წესს.


მოსწავლეები.პედაგოგი


-----------------------
დამრიგებელი: ბიჭიკო ოჩიგავა
2015-2016 სასწ.წლები
-----------------------------





სსიპ აბასის მუნიციპალიტეტის სოფელ სეფიეთის საჯარო სკოლა
X კლასი
კლას საათის თემა: ,,ცხოვრების ჯანსაღი წესი“


ვინაიდან მოცემული საკითხი მსოფიო მასშტაბით დღემდე არ კარგავს აქტუალობას მოსწავლეებმაც გადაწყვიტეს ამ ეტაპზე სწორედ ამ თემის შესახებ ესაუბრათ. ვინაიდან თემა კლას საათის ჩატარებამდე რამდენიმე დღით ადრე იქნა შერჩეული მოსწავლეებმა ძალიან საინტერესო ვიდეო რგოლი მოიძიეს ინტერნეტის მეშვეობბით და შეხვედრა სწორედ მისი ჩვენებით დაიწყო, რამაც თავიდანვე შექმნა საინტერესო განწყობა. კლას საათის ფარგლებში მოსწავლეებმა იმ ფაქტორებზე ისაუბრეს, რომლებიც უარყოფით გავლენას ახდენენ ჯანსღი ცხოვრების წესზე. ძირითად პრობლემად  კი მაინც არასწორი კვება დასახელდა, რაც მოსწავლეებმა ქართულ მენტალობას და კერძთა მრავალფეროვნებას დაუკავშირეს. ჯანსაღი ცხოვრების წესის შენარჩუნების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ხელშემწყობ ფაქტორად კი სპორტული ცხოვრება დაასახელეს. საუბრის განმავლობაში ვსვამდი დამაზუსტებელ კითხვებს, რომლებზედაც პასუხები დიალოგისა და სიგადაშიგ პოილემიკის შჶდეგად იქნა გაცემული. საბოლოო შედეგით კმაყოფილი ვარ, რადგან მოსწავლეებს შეექმნათ წარმოდგენა ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ.



სსიპ აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სეფიეთის საჯარო სკოლა. X კლასი
    კლასის საათის ოქმიN4
თემა:    ,, ჯანსაღი ცხოვრების წესი“
                    მიზანი:    ბავსვებმა გაიგეს საინტერესო ინფორმაციები ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ
     ესწრებოდა: 10 მოსწავლე
  15.11.15

სტრუქტურა
შინაარსი
წამყვანი

შესავალი
კლას საათი საინტერესო ვიდეო რგოლის ჩვენებით დაიწყო, რამაც საჭირო განწყობა თავიდანვე შექმნა.

პედაგოგი


ძირითადი  საკითხის არსი
მოსწავლეებმა ძალიან საჭირო ინფორმაციები გაიგეს ცხოვრების ჯანსაღი წესის შესახებ. ერთხმად შეთანხმდნენ იმაზე, რომ სწორი კვება და სპორტული ცხოვრება საუკეთესო კომბინაციაა საიმისოდ, რომ გამოიყურებოდე  ჯანსარად და თავს გრძნობდე ჯანმრთელად.
                                      

მოსწავლეები



დასკვნა
შეთანხმდნენ, რომ დაკავდებიან რომელიმე სპორტის სახეობით  და შეეცდებიან შეიტანონ ცვლილებები კვების რაციონშიც.


მოსწავლეები.პედაგოგი



----------------------------------------------------------------------------------------------


-----------------------------------------



სსიპ აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სეფიეთის საჯარო სკოლა
X კლასი
კლას საათის თემა: ,,ჩვენი უფლებები“

ტრადიციულად მოსწავლეებს რამდენიმე თემა შევთავაზე და ვთხოვე აერჩიათ მათთვის ამ ეტაპზე საინტერესო საკითხი. არჩევანი  კი  საკითხზე ,,ჩვენი უფლებები“ შეაჩერეს, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებმა თამამად დააფიქსირეს თავიანთი შეხედულებები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. კლასი დაიყო სამ ჯგუფად. თითოეულ ჯგუფს ჰყავდა პრეზენტატორი, რომელიც წამოაყენებდა საკითხს და სთხოვდა სხვა ჯგუფის წევრებს თავიანთი შეხედულებები დაეფიქსირებინათ მოცემული საკითხის შესახებ. საუბარი საინტერესო ვიდეო რგოლის ჩვენებით დაიწყო, რომელიც მოცემულ საკითხს ეხმიანებოდა და მან განწყობა შეუქმნა მოსწავლეებს. კლას საათის ფარგლებში გამოყენებული იყო დიალოგისა და მონოლოგის მეთოდები, რამაც საკითხის არსში უკეთ წვდომას შეუწყოპ ხელი. კლას საათით კმაყოფილი დავრჩი.





სსიპ აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სეფიეთის საჯარო სკოლა. კლასი
კლასის საათის ოქმიN3

                                               თემა:    ,,ჩვენი უფლებები“
          მიზანი:    ბავსვები გაიაზრეს თავიანთ უფლებები. დაარკვიეს  თუ რას გულისხმობს უფლებების დარღვევა.
                                           ესწსრებოდა: 8 მოსწავლე
                                                        05.11.15

სტრუქტურა
შინაარსი
წამყვანი

შესავალი
კლას საათი საინტერესო ვიდეო რგოლის ჩვენებით დაიწყო, რამაც საწირო განწყობა თავიდანვე შექმნა.

პედაგოგი


ძირითადი  საკითხის არსი
მოსწავლეებმა გაიგეს, რომ ყველა ბავსვს აქვს უფლება მიიღოს განათლება, ცხოვრობდეს თბილ და ჯანსაღ გარემოში, ჰქონდეს საკუთარი აზრის დაფიქსირების უფლება და არ იჩაგრებოდეს რაიმე ნიშნით. მოსწავლეებმა აგრეთვე ისაუბრეს უფლებათა დარღვევის იმ ყველაზე მკაცრ ფორმებზე, რომლებიც თანამედროვე სამყაროშია გავრცელებული.
                                      

მოსწავლეები



დასკვნა

არა ძალადობას!!!


მოსწავლეები.პედაგოგი



---------------------------------------------



სსიპ აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სეფიეთის საჯარო სკოლა
X კლასი
კლას საათი თემაზე ,,არა ნაადრევ ქორწინებას!!!“


შეთავაზებული თემებიდან მოსწავლეებმა არჩევანი სწორედ ამ უკანასკნელზე შეააჩერეს და  მიზეზად  ამ კუთხით საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ არსებული მძიმე რეალობა დაასახელეს. თემის აქტუალობიდან გამომდინარე, კლას საათმა მწვავე დისკუსიის  ფონზე ჩაიარა. მოსწავლეები თამამად გამოხატავდნენ თავიანთ მოსაზრებებს ნაადრევ ქორწინებასთან დაკავშირებით და აცხადებდნენ, რომ მას ბევრი უარყოფითი მხარე გააჩნია, თუმცა გამოითქვა მოსაზრებები იმასთან დაკავშირებითაც, რომ ნაადრევ ქორწინებას დადებითი მხარეებიც აქვს. კლას საათის ფარგლებში მოსწავლეებმა იხილეს ჩემს მიერ სპეციალურად მათთვის მოძიებული ვიდეო რგოლი ნაადრევ ქორწინებასთან დაკავშირებით. მოსწავლეებმა კი მათ მიერ შექმნილი პრტეზენტაციით ნაადრევი ქორწინების რამდენიმე უარყოფით მხარეს გაუსვეს ხაზი. საბოლოო ჯამში კლას საათით კმაყოფილი დავრჩი.

----------------------------------------------------------------

სსიპ აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სეფიეთის საჯარო სკოლა. კლასი

კლასის საათის ოქმიN2

თემა:     ,,არა ნაადრევ ქორწინებას!!!“
მიზანი:    ბავშვები დაფიქრდებიან ნაადრევი ქორწინების უარყოფით მხარეებზე
ესწრებოდა: 10 მოსწავლე
20.10.15

სტრუქტურა
შინაარსი
წამყვანი

შესავალი

შესავალში მოსწავლეებმა ნახეს პატარა ვიდეო რგოლი ნაადრევი ქორწინების შესახებ

პედაგოგი


ძირითადი  საკითხის არსი

მოსწავლეებმა ისაუბრეს იმის თაობაზე, ნაადრევი ქორწინება იწვევს წყვილს შორის კონფლიქტს, რადგან მათ არ აქვთ გათავისებული ის მოვალეობები, რომლებიც ქორწინებას მოსდევს. დიალოგის რეჟიმში განიხილავდნენ, რომ ჯერ კიდევ მოზარდი ადამიანის გონება არ არის მზად იმისთვის, რომ დამოუკიდებლად მართოს ოჯახი მატერიალურად. სწორედ ამიტომაც ხშირია კონფლიქტები და აზრთა უპატივცემლობა.ასევე ხაზი გაუსვეს იმასაც, რომ ნაადრევი ქორწინება აგრეთვე ზიანს აყენებს ჯერ კიდევ ბოლომდე ჩამოუყალიბებელი მოზარდის ჯანმრთელობას.
                                       მასწავლებელი

მოსწავლეები



დასკვნა

არა ნაადრევ ქორწინებას!!!


მოსწავლეები.პედაგოგი

--------------------------------

სსიპ აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სეფიეთის საჯარო სკოლა
X კლასი
კლას საათი თემაზე "საკუთარი თავისა და უფროსის პატივისცემა"


მოსწავლეებს რამდენიმე თემა შევთავაზე  და მივეცი საშუალება აერჩიათ საკითხი, რომელიც მათთვის ყველაზე უფრო საინტერესო იყო. არჩევანი კი თემაზე "საკუთარი თავისა და უფროსის პატივისცემა" შეაჩერეს. რამდენიმე დღის განმავლობაში ცდილობდნენ მოეძიათ საჭირო ინფორმაცია და სირრმისეულად ემუსავათ მასზე. ბოლოს მივეცი დავალება საკუთარი მოსაზრებები დაეფიქსირებინათ წერილობით.მათგან  რამოდენიმეს, პირვანდელი სახით, კორექტირების გარეშე წარმოგიდგენთ:






სსიპ აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სეფიეთის საჯარო სკოლა. X კლასი


კლასის საათის ოქმიN1

თემა:     "საკუთარი თავისა და უფროსის პატივისცემა"
მიზანი:  ემპათიის უნარის ჩამოყალიბება
ესწრებოდა:  9 მოსწავლე

06.10.15

სტრუქტურა
შინაარსი
წამყვანი

შესავალი


ყოველი ადამიანი ვალდებულია პატივი სცეს სხვა ადამიანს. 

ადამიანისადმი გამოჩენილი პატივისცემა, პირველ რიგში, საკუთარი თავისადმი გამოჩენილი პატივისცემაა, ხოლო სცე პატივი მოხუცს, ნიშნავს ღვთის გზაზე იდგე.

პედაგოგი


ძირითადი  საკითხის არსი


ბავშვებმა ისაუბრეს, თუ რა არის პატივისცემა. როგორ უნდა მოექცნენ უფროსს, საკუთარ თავს.პატივისცემის გამოხატვის რა ხერხები არსებობს


მოსწავლეები



დასკვნა

ვისაზრდოებთ დევიზით:,, "სხვისი პატივისცემა საკუთარი თავის პატივისცემაა"


პედაგოგი



დამრიგებელი: ბიჭიკო ოჩიგავა
2015-2016 სასწ.წლები



No comments:

Post a Comment