ავტობიოგრაფია
სახელი
და გვარი: ბიჭიკო ოჩიგავა
დაბადების
თარიღი: 13. 06 .1989
დაბადების
ადგილი: აბაშა. სოფელი სეფიეთი
ოჯახური მდომარეობა: დასაოჯახებელი
1995-2006 წლებში ვსაწავლობდი ამავე სოფლის საჯარო სკოლაში.2006-2010 წლებში კი ქალაქ ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე. ვიყავი ძალიან წარმატებული და აქტიური სტუდენტი. აგრეთვე სტუდენტური თვითმმართველობის წევრი.
2010-2011 წლებში აქტიურად ვთანამშრომლობდი ადგილობრივ მედიასთან. ვიყავი ტელეკომპანია "MEGA TV'-ის კორესპონდენტი და ვამზადებდი სიუჟეტებს გადაცერმა "N განზომილება"-ში. აგრეთვე გავიარე სტაჟირება ტელეკომპანია "რიონში".
2011 წელს მუშაობა დავიწყე სწრაფი კვების ობიექტ "Mcdonalds'-ში, რაც საინტერესო ცხოვრებისეული გამოცდილება იყო ჩემთვის.
2012 წელს მუშაობა დავიწყე სსიპ აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სეფიეთის საჯარო სკოლაში, სადაც ინგლისური ენის მასწავლებლად დავინიშნე.
2013 წელს წარმატებით გავიარე მასწავლებელთა სასერთიფიკაციო გამოცდები და გავხდი სერთიფიცირებული მასწავლებელი
უკვე მეოთხე წელია პედაგოგიურ საქმიანობას ვეწევი და ვფიქრობ, რომ ეს არის სფერო, რომელშიც საკუთარი თავი ვიპოვე.
ვარ ძალიან კომუნიკაბელური, პუნქტუალური, შრომისმოყვარე და სიახლეებზე ორიენტირებული. სიამოვნებას მანიჭებს ძიების პროცესი და არასდროს ვკმაყოფილდები მიღწეულით.
საკონტაქტო მონაცემები: ტელ: 598 11 07 98
591 81 83 64
http://bichiko89.blogspot.com/
datiko8989@gmail.com
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------
პროფესიით მასწავლებელი
"იფიქრე იმაზე, რომ შენ ღმერთმა დაგაკისრა ხვალინდელი დღის შექმნა"
ცნობილი ჩინელი მწერლის, გაბრიელ მისტრალის ეს გენიალური სიტყვები ნათლად გამოხატავენ იმ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროფესიის ძირითად არსს, რომელსაც "პედაგოგიკა" ეწოდება. იყო მასწავლებელი, ნიშნავს შეგეძლოს შეცვალო სამყარო და მსოფლხედვა მასში. ეს არის პროფესია, რომლის ირგვლივ ბრუნავს სრულიად განვითარებული სამყარო. დედამიწის ზურგზე არ არსებულა არცერთი დიდი ადამიანი, მასწავლებელი რომ არ ჰყოლოდა. გავიხსენოთ ანტიკური საბერძნეთი და სახელდობრ არისტოტელე, რომლის მოსწავლემ ალექსანდრე მაკედონელმა მსოფლიო ისტორიის ერთი დიდი ეტაპი შექმნა. მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობის მნიშვნელობლის დასტურად, ჯერ მხოლოდ დავით აღმაშენებლისა და გიორგი ჭყონდიდელის ურთიერთობა გვეყოფა.
ვყოფილიყავი პედაგოგი, ამაზე არასდროს მიფიქრია, თუმცა ინტერესი აღმზრდელობითი საქმიანობისადმი ყოველთვის გამაჩნდა. ის, რომ ცხოვრება მოულოდნელობებითაა სავსე და უამრავ სიურპრიზს გვთავაზობს, ამაში 2011-2012 სასწავლო წლებში დავრწმუნდი. სკოლაში, სადაც 11 წლის განმავლობაში ვსწავლობდი, ინგლისური ენის მასწავლებლის ამპლუაში აღმოვჩნდი. თავიდან სიხარული, შემდეგ კი პასუხისმგებლობის შიში ვიგრძენი, თუმცა ჩემი ყოფილი მასწავლებლების გვერდში დგომით ყველენაირი ბარიერის გადალახვა მოვახერხე. მიუხედავად სირთულეებისა, პედაგოგიური საქმიანობისადმი დიდი ინტერესი გამიჩნდა, რისი დასტურიც 2012 წელს, ჩემ მიერ, მასწავლებელთა სასერთიფიკაციო გამოცდების წარმატებით ჩაბარების შედეგად მოპოვებული მასწავლებლის სერთიფიკატია.
პასუხისმგებლობის გრძნობა დღესაც ისევე მძაფრად მაქვს განვითარებული, როგორც მუშაობის პირველ წელს. 2015 წელი, სასკოლო ცხოვრებაში პილოტირტების წლად გამოცხადდა. სიახლეები, რომელსაც განათლების სამინისტრო გვთავაზობს, ჩვენგან, პედაგოგებისგან, თავდაუზოგავ მუშაობას მოითხოვს. ვიყო თანამედროვე მასწავლებელი, ნიშნავს ვიყო სიახლეებზე ორიენტირებული. ვფლობდე 21-ე საუკუნისთვის საჭირო უნარ-ჩვევებს, რათა მოსწავლეები განათლების თანამედროვე მოთხოვნებს ვაზიარო. ვიყო სიახლეების მაძიებელი მასწავლებელი, ნიშნავს ვიყო აქტიური და დავეხმარო მომავალ თაობას, რათა არ ჩამორჩნენ თანამედროვე სამყაროს მარად განვითარებად ტენდენციებსა და ცხოვრების რიტმს.
ყველაფერი ახალი, გამოკვლევას საჭიროებს. იმის კეთება, რაც ჩვენთვის უცხოა, თავისთავად შეუძლებელიც გვგონია, თუმცა თუკი პრეტენზია 21-ე საუკუნის მარად განვითარებად ადამიანობაზე გვაქვს, შეუძლებელია, შესაძლებლის შეუძლებლობა ვირწმუნოთ. ქსელში ჩართულობამ, საერთო სქემაში გაწევრიანებამ და უამრავმა სხვა სიახლემ, რომლის მორგებაც განათლების სისტემამ შემოგვთავაზა, ცხადია თავიდან დაბნეულობა, გაურკვევლობა და შესაბამისად კითხვის ნიშნებიც გააჩინა, თუმცა დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ შეუძლებელი არაფერია. მთავარია ცოტა მონდომება, მერე პლიუს ცოტა საქმეც და ერთ დღესაც მივხვდებით, რომ გამოწვევების მიღება და დაძლევა შეგვიძლია. არ ვეთანხმები, მოსაზრებას, რომ აღნიშნული სიახლეები არაფრის მომცემია და რომ პედაგოგები მსგავსი ინოვაციების მორგების გარეშეც ახერხებდნენ თავიანთი საქმიანობის წარმეტებით წარმართვას. ცხადია ეს ასეც არის და მასწავლებლები ყოველთვის წარმატებით ართმევდნენ თავს მათზე დაკისრებულ მოვალეობას, თუმცა ეს როდი ნიშნავს იმას, რომ არ განვვითარდეთ და მხოლოდ ათწლეულების განმავლობაში ფესვგადგმულ პრაქტიკას მივსდიოთ. ცხოვრება გრძელდება და ყოველი ახალი დღე, ახალი მოთხოვნილებებით იწყება, რომლებიც ნაბიჯ-ნაბიჯ, ჩვენივე ძალისხმევით უნდა დავიკმაყოფილოთ.
ღრმად მწამს, რომ სწორედ მოსწავლეა ის ხვალინდელი დღე, რომელსაც ნამდვილად შეუძლია საზოგადოებრივი აზრის ახალ რელსებზე შესმა. ვცდილობ და მომავალშიც აქტიურად შევეცდები, მოსწავლეებთან ურთიერთობისას, მაქსიმალურად გავითვალისწინო ის თანამედროვე და მსოფლიოში აპრობირებული მეთოდები, რომლებსაც განათლების სისტემა გვთავაზობს. ჩემი მიზანია, მოსწავლეებს სწავლისთვის აუცილებელი ყველანაირი პირობა შევუქმნა და მივცე მათ თავისუფალი ნება, რათა დამოუკიდებელ და სრულყოფილ პიროვნებებად ჩემოყალიბდნენ.ვფიქრობ აღებული გეზი, სასწავლო პროცესის ეფექტურად წარმართვის გარანტი იქნება.
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ფოტო გალერეა
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ბლიც-ინტერვიუ
----------------------------------------------------------------------------------------------------------------
ძალიან კარგი პორტფოლიო გაქვთ....
ReplyDeleteძალიან მომეწონა თქვენი პორტფოლიო
ReplyDeleteმაგარია, მომეწონა თქვენი ბლოგი
ReplyDelete