Pages

ბოლო ზარი

ბოლო ზარი

2013 წლის 31 მაისი

სსიპ აბაშის მუნიციპალიტეტის სოფ. სეფიეთის საჯარო სკოლა

--------------------------------------------------------
ღონისძიების სახელი:„მშვიდობით სკოლავ“
კლასი:   XII
ოსწავლეთმა რაოდენობა:12
განსახორციელებელი ვადები:5-6 კვირა
კლასის დამრიგებელი:ნანა დარციმელია
ღონისძიების ორგანიზატორები:ბიჭიკო ოჩიგავა, ნანა დარციმელია
სცენარის ავტორი:ბიჭიკო ოჩიგავა
მუსიკალური ხელმძღვანელი:მზია ლეჟავა, ბიჭიკო ოჩიგავა
ღონისძიების მიზანი: მოსწავლეთა მხრიდან აღმზრდელი პედაგოგებისათვისს მადლობის გადახდა. ღონისძიების მიზანია მოსწავლეები აწ უკვე, როგორც კურსდათავრებულების ამპლუით წარსდგნენ მაყურებლის წინაშე. ისინი მოირგებენ საინტერესო როლებს, წარადგენენ სასიამოვნო მუსიკალურ ნომრებს და შეეცდებიან სულ სხვა რაკურსით, სულ სხვა ადგილიდან(სცენიდან) გადაუხადონ მადლობა მთელს პედაგოგიურ კოლექტივს მათდამი გაწეული ჯაფისათის. მათ მოუხდებათ სცენაზე დგომა და სხვადასხვა შემოქმედებითი აქტივობების შესრულება, რაც მათთვის საინტერესო ცხოვრებისეული გამოცდილებაც იქნება.
ღინისძიების შედეგი:მოსწავლეები შეასრულებენ საინტერესო მუსიკალურ ნომრებს.მოირგებენ სხვადასხვა როლს და საცეკვაო ნომრებითაც წარსდგებიან მაყურებლის წინაშე. აგრეთვე წარადგენენ მხატვრულ კითხვასაც.
განსახორციელებელი პროცედურები:
4-5 კვირით ადრე:მოსწავლეები შეიკრიბებიან და ღონისძიების ორგანიზატორთან და კლასის დამრიგებელთან ერთად დაიწყებენ მსჯელობას სცენარის შესახებ. მოხდება აზრთა გაცვლა-გამოცვლა, კამათი და შეჯერდებიან იმაზე, თუ რა სპეცეფიკით, როგორი კუთხით და რა პროდუქტით წარსდგნენ მაყურებლის წინაშე.
3-4 კვირით ადრე:მოსწავლეები შეხვდებიან მუსიკალურ ხელმძღვანელებს და დაიწყებენ მსჯელობას მუსიკალურ რეპერტუარ\ტან დაკავშირებით. შეთავაზებული ვარიანტებიდან აირჩევენ ყველაზე ოპტიმალურს თავიანთი შესაძლებლობებიდან გამომდინარე და დაიწყებენ მეცადინეობას
2-3 კვირით ადრე:შეხვდებიან ქორეოგრაფს და ჩამოყალიბდებიან იმაში, თუ რამდენი და რა საცეკვაო ნომრებით წარსდგნენ მაყურებლის წინაშე.
1-2 კვირით ადრე: მოხდება სცენარის შეკვრა და გენერალური რეპეტიციების ჩატარება. რეპეტიციები გადაინაცვლებს კულისებიდან-სცენაზე
ღონისძიების დღე:14:00 საათი. მოსწავლეების თავიანთ ნამუშევარს მაყურებელს წარუდგენენ.
რესურსები: მუსიკალური ინსტრუმენტები: მიკროფონი, ელექტრო პიანინო. კომპიუტერი. პროექტორი. ვიდეო-ფოტო კამერა. თაბახის ფურცლები. ბრჭყვიალა ქაღალდები.
                                                          რეფლექსია


მიზანი მიღწეულ იქნა. კურსდამთავრებულებმა შესანიშნავად გაართვეს თავი დავალებებს და საინტერესო ნომრებით წარსდგნენ მაყურებლის წინაშე.განსაკუთრებით კმაყოფილი დავრჩი იმ მუსიკალური ნომრებით, რომლებიც შესანიშნავად მოირგეს ბავშვებმა და შეასრულეს ,როგორც ქართულენოვანი, ასევე ინგლისურენოვანი სიმღერები.მასწავლებლები კმაყოფილებას გამოთქვამდნენ მათ მიმართ და სამადლობელ სიტყვებს არ იშურებდნენ. აღნიშნულმა ღონისძიებამ მოსწავლეებში გუნდური და თანამშრომლობითი უნარები წამოსწია წინა პლანზე, რაც მათი ინტერაქციული მუშაობისწ სედეგი იყო.  ღონისძიების უარყოფით მხარედ შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ მოსწავლეთა ნაწილს სცენაზე დგომამ კომპლექსები გაუჩინა, რაც შემდეგ მათ ქცევაში გამოიხატა. გაუწირდათ ყოფილიყვნენ თამამები, რამაც მეტნაკლებად ხელი შეუშალა ზოგიერთი ნომრის ეფექტურად წარმოჩენას.  აღნიშნული ღონისძიების თავიდან ჩატარების შესაძლობლობა რომ შემეძლოს, გაცილებით მეტ დროს დავუთმობდი რეპეტიციებს სცენაზე და არა კულისებში, რათა მოსწავლეები შეგუებოდნენ სცენას.საბოლოო ჯამში „ბოლო ზარი“ შემიძლია დადებითად შევაფასო.

   







--------------------------------------------------------------------------------------------------



No comments:

Post a Comment