ღია გაკვეთილის
პრეს-რელიზი
2015 წლის
13 ნოემბერს სსიპ აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სეფიეთის საჯარო სკოლის III კლასში ჩატარდა ღია გაკვეთილი თემაზე „The
months of the year”, რომელსაც სკოლის დირექტორი, სასწავლო ნაწილის უფროსი და სხვა
საგნის პედაგოგები დაესწრნენ. გაკვეთილზე გამოყენებული იყო სწავლების თანამედროვე მეთოდები,
რომლებიც მორგებული იყო თითოეული მოსწავლის ინდივიდუალურ შესაძლებლობებზე. საკლასო
ოთახში გამოფენილი იყო მოსწავლეთა ნამუშევრები. ფერად ფურცლებზე დახატული ჰქონდათ თითოეული
თვე და მათთვის დამახასიათებელი ბუნებრივი მოვლენები. გაკვეთილზე გამოყენებული იყო
უცხო ენის სწავლების სტანდარტით გათალისწინებული ოთხივე აქტივობა: მოსმენა, კითხვა,
ლაპარაკი და წერა.განსაკუთრებით საინტერესო იყო აქტივობა: კითხვა-პასუხი, რომელიც
“POWER POINT”-ში იყო გაკეთებული და პროექტორის
დახმარებით დიდ ეკრანზე იქნა ნაჩვენები. მოსწავლეები ხალისით ირჩევდნენ მოცემული სავარაუდო
პასუხებიდან ერთ-ერთს. მასწავლებლებმა გაკვეთილი დადებითად შეაფასეს და მოსწავლეებსა
და მასწავლებელს მადლობა გადაგვიხადეს.
No comments:
Post a Comment