Pages

Sunday, June 5, 2016

2015-2016 სასწავლო წლის შემაჯამებელი რეფლექსია
სკოლა: სსიპ აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სეფიეთის საჯარო სკოლა
მასწავლებელი: ბიჭიკო ოჩიგავა
საგანი: ინგლისური ენა
1
შევძელი თუ არა ჩემი სამოქმედო
გეგმის სრულად განხორციელება?
ინდივიდუალურ სამოქმედო გეგმაში ხუთი აქტივობა მქონდა გაწერილი. მათგან ოთხი წარმატებით განვახორციელე. გავეცანი საჭირო ლიტერატურას მოსწავლეებში ტოლერანტული გრძნობის განვითარების, ხელშეწყობისა და წახალისების მიზნით. ჩავატარე ინტეგრირებული გაკვეთილი საგანთა შორის კავშირების დადგენის მიზნით. მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლების მიზნით კი ჩავატარე ღინისძიება და განვახორციელე პროექტი.  საბოლოო ჯამში კმაყოფილი ვარ.

2



რა შეიძლება ჩაითვალოს ამ წლის წარმატებად?
ამ წლის წარმატებად მივიჩნევ იმას, რომ სკოლაში ერთხმად ამირჩიეს ფასილიტატორად და შესაბამისად ვარ შეფასების ჯგუფის წევრიც. აღნიშნული კუთხით მუშაობა საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა ჩემთვის.კოლეგებთან თანამშრომლობამ დადებითი გავლენა იქონია ჩემს პროფესიულ განვითარებაზე.
ჩავატარე რამდენიმე საჩვენებელი გაკვეთილი. გავაკეთე ორი დიდი ღონისძიება. განვახორციელე პროექტი და საგანთა შორის კავშირების დადგენის მიზნით მესამე კლასში ჩავატარე ინტეგრირებული გაკვეთილი.
საქმისადმი კეთილსინდისიერი მიდგომის, აქტიურობისა და  ყველა  საჭირო დოკუმენტაციის წესრიგში ქონისთვის, სკოლამ გამომიყო პრემია, რაც საუკეთესო მოტივაცია გახლდათ, მომავალში კიდევ უფრო მეტი  ენერგიითა და პასუხისმებლობის გრძნობით  მუშაობის მხრივ.
სექტემბრიდან მოყოლებული გავიარე  მასწავლებელთა სახლის მიერ ორგანიზებულ არაერთი ტრენინგი. მათ შორის გამოვყოფ ,,Intel”-ის ტრენინგ მოდულს ,,პროექტებით სწავლება“, რომელიც წარმატებით დავნერგე სასწავლო პრაქტიკაში.
გარდა ამისა, გავიარე ფასილიტატორთა და შეფასების ჯგუფის წევრთა გადამზადების ტრენინგები.
და რაც ყველაზე მთავარია,  აღნიშნულ ტრენინგებზე გავიცანი ძალიან ბევრი კოლეგა რაიონის მასშტაბით.

3

რა შეიძლება ჩავთვალო ამ წლის წარუმატებლობად?
ამ წლის წარუმატებლობად მივიჩნევ იმ ღონისძიების განუხორციელებლობას, რომელიც ინდივიდუალურ სამოქმედო გეგმით  მქონდა გაწერილი. აქტივობის განხორციელებაში ხელი დროის დეფიციტმა და ფასილიტატორის საქმიანობის  წინაშე არსებულმა დამატებითმა  მოვალეობებმა შემიშალა. შევეცდები მომავალში მეტი ყურადღებით დავაბალანსო დრო და საქმე, რათა წარმატებით შევძლო ყველა წინასწარ დადეგმილი აქტივობის განხორციელება.
4
რა სიახლე გავიგე ამ წელს?
ყველაზე საინტერესო და მავდროულად მნიშვნელოვანი სიახლე, რომელიც ამ წელს გავიგე, ეს არის პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებული სქემის ამუშავების შესახებ ინფორმაცია.  გარდა ამისა, ერთ-ერთი სიახლე, რაც ჩემთვის ამ წელს გახდა ცნობილი, არის იმ აქტივობათა ნუსხა, რომლებიც პედაგოგებმა აუცილებლად უნდა განახორციელონ თავიანთი პროფესიული განვითარებისთვის.





5
როგორ ვითანამშრომლე
კოლეგებთან?
მთელი წლის განმავლობაში აქტიურად ვცდილობდი მეთანამშრომლა როგორც ჩემი სკოლის, ასევე რაიონის სვადასხვა სკოლების მასწავლებლებთან, რომლებთანაც ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. ვინაიდან პედაგოგიური მოღვაწეობის მხოლოდ ოთხ  წლიანი გამოცდილება მაქვს, ჩავთვალე, რომ მათი გამოცდილების გაზიარება ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნებოდა ჩემი პროფესიული განვითარებისთვის. რაიონის სკოლების პედაგოგებთან მქონდა როგორც პირადი, ისე სატელეფონო საუბრები. სქემის ფარგლებში ვიკრიბებოდით ქ. აბაშის №2 საჯარო სკოლაში, სადაც  განვიხილავდით ძალიან საინტერესო და საჭირო საკითხებს. მოვაწყვეთ რესურსების გამოფენა, სადაც ერთმანეთს გავაცანით თითოეული მათგანის გამოყენების არეალი და მიზანი. ჩემი სკოლის პედაგოგებთან რა თქმა უნდა აქტიურად ვთანამშრომლობდი.  ხშირად ვესწრებოდი მათ გაკვეთილებს, რათა ამეთვისებინა მათ მიერ წლების განმავლობაში შემუშავებული და პრაქტიკაში წარმატებით ფესვგადგმული სტრატეგიები, თუ აქტივობები. ვატარებდი საჩვენებელ გაკვეთილებს, რომლებსაც ცხადია  ჩემი კოლეგებიც  ესწრებოდნენ  ხოლმე  და გაკვეთილის ბოლოს, შეჯამების სახით ერთობლივად განვიხილავდით გაკვეთილს. ჩავატარე ინტეგრირებული გაკვეთილი, რაც სიახლე გახლდათ ჩემთვის და ჩემს უფროს კოლეგასთან მუშაობამ დადებითი გავლენა იქონია ჩემს პროფესიულ განვითარებაზე. გაკვეთილის პროცესში ვაკვირდებოდი მის მიერ გამოყენებულ მეთოდებსა და მიდგომებს. მათთან თანამშრომლობას მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებ.

6
რა წარმატებებს მიაღწიეს ცემმა მოსწავლეებმა?
ჩემი მოსწავლეები მთელი სასწავლო წლის მანძილზე მონაწილეობას იღებდნენ ინგლისურის ენის სასწავლო ოლიმპიადებზე, სადაც წარმატებებსაც მიაღწიეს. განსაკუთრებით გამოვყოფ  მეხუთე კლასის მოსწავლეს  ეკა ოჩიგავას. ის ოლიმპიადა ,, WITS’’-ის ფინალურ ტურში მოხვდა, რომელიც თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა. გარდა ამისა, ის არაერთი დიპლომისა და სიგელის მფლობელია. აგრეთვე გამოვყოფ ,,KINGS”-ის ოლიმპიადას, რომელშიც ჩემმა შვიდმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა და თითოეული მათგანი მეორე-მესამე ხარისხის დიპლომებით დაჯილდოვდა. აუცილებლად ვიზრუნებ იმაზე, რომ მათ მომავალშიც მიიღონ მონაწილეობა მსგავსი ტიპის ოლიმპიადებში.
7.
არასასკოლო აქტივობები, რომლებიც
ამ წელს განვახორციელე?
სასკოლო საქმიანობის პარალელურად აქტიურად ვიყავი ჩართული სხვა საქმეებშიც. ამ კუთხით, წლევანდელი წლის ჩემს ყველაზე დიდ წარმატებად მივიჩნევ ,,FACEBOOK”-ზე  ახალი გვერდის ,,სეფიეთის ქრონიკები“-ის გაკეთებას, სადაც ჩემი სოფლის საინტერესო და მნიშვნელოვან ისტორიას ვაცოცხლებ. გადავიღე 4 რეპრტაჟი:
1.       სეფიეთის ტაძარი
2.       სოფელ სეფიეთის ისტორია
3.       წიგნიერი სეფიეთი
4.       ახალგაზრდა სპოტსმენი
თითოეული მათგანს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. რეპორტაჟებს სეფიეთელი ემიგრანტებიც გამოეხმაურნენ, რომელთა განცხადებითაც მათ სოფელში გატარებული წლები გაახსენდათ. ვფიქრობ სოციალურ ქსელზე ამ გვერდის არსებობა,  თუნდაც  მხოლოდ ამიტომაც არის გამართლებული. ვგეგმავ ამ კუთხით მომავალშიც აქტიურად ვიმუშაო, რათა სოფლის ისტორია დავიწყებას არ მიეცეს და რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიგოს მისი წარსულის, აწმყოსა და მომავლის შესახებ.

2015-2016 სასწავლო წლის რიგით ბოლო ექსკურსია სსიპ აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სეფიეთის საჯარო სკოლაში, მიმდინარე წლის 3 ივნისს, ქუთაისის მიმართულებით მოეწყო. ექსკურსია დაწყებითი კლასების პედაგოგების მიერ იყო ორგანიზებული და მასში II-III-IV კლასის მოსწავლეები იღებდნენ მონაწილეობას. ექსკურსიას, რომელიც ორი კვირით ადრე დაიგეგმა, მშობლებიც  ენთუზიაზმით შეუერთდნენ.  ექსკურსიის მონაწილეებმა სტარტი სოფლის ცენტრიდან აიღეს და თითქმის ერთ საათიანი მგზავრობის შემდეგ პირველი გაჩერება სათაფლიაში გადაწყვიტეს, სადაც მათ თვალწინ შთამბეჭდავი და მისტიური სამყარო გადაეშალათ. განსაკუთრებული ემოციები დინოზავრთა ნაკვალევის ხილვამ გამოიწვია. მოსწავლეებს ერთბაშად აღებეჭდათ სახეზე გაოცებისა და შიშის გრძნობა, თუმცა მიუხედავად ამისა,  მშობლებს ამოფარებულები მაინც ინტერესით განაგრძობდნენ გზას. არანაკლებ საინტერესო აღმოჩნდა იურულ პარკში მოგზაურობა, სადაც მათ დინოზავრების დიდი ფიტულები იხილეს და მათთან სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს. შემდეგი გაჩერება სტალაქტიდების მღვიმე გახლდათ, რომელიც მოსწავლეთათვის არანაკლებ შთამბეჭდავი აღმოჩნდა. მღვიმემ, რომელშიც არსებული ზღაპრული სტალაქტიები მინლიონობით წლებს ითვლიან, დაუვიწყარი შთაბეჭდილება მშობლებსაც მოახდინეს. მისტიურ სამყაროში თითქმის ოც წუთიანი მოგზაურობის შემდეგ, მოსწავლეები იმ მინის კონსტრუქციისკენ გაემართნენ, საიდანაც თვალწინ ულამაზესი ხედი გადაეშალათ. სამახსოვო  ფოტო-სესიის შემდეგ კი მოწამეთისა და გელათის მონასტრების მოსალოცად გაემართნენ, სადაც არანაკლებ დადებითი ემოციებით დატვირთულნი, ქუთაისის საბავშვო ,,გორის პარკი“-სკენ გაეშურნენ.მოსწავლეებს  კიდევ ერთი ზღაპრული სამყარო  თვალწინ სწორედ აქ გადაეშალათ. უზარმაზარი ხეები, ნაირფერი ყვავილები და უამრავი გასართობი კონსტრუქცია-ყოელივე ამან, მოსწავლეებში დადებითი ემოციები გამოიწვია. დღის განმავლობაში ნანახი საინტერესო ადგილებიდან, ბავშვებმა, განსაკუთრებით სწორედ გასართობი ატრაქციონები გამოარჩიეს და თითქმის სამ საათიანი დაუვიწყარი გართობის შემდეგ  გზას-სახლებისკენ დაღლილები, თუმცა დადებითი ემოციებით დათვირთულნი გაუდგნენ.





Friday, March 25, 2016

სსიპ აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სეფიეთის საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლეებმა პროექტის ,,ემიგრაცია ერის ტკივილია“ პრეზენტაცია გამართეს, რომელსაც პედაგოგები და სხვა კლასის მოსწავლეები დაესწრნენ. პრეზენტაციის ქრონომეტრაჟი 45 წუთს მოიცავდა, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებმა ემიგრაციის გამომწვევ მიზეზებზე და აღნიშნული პრობლემის აღმოფხვრის გზებზე ისაუბრეს. პრეზენტაციის ფარგლებში მოსწავლეებმა მათ მიერ გადაღებული საინტერესო ვიდეო რგოლიც წარადგინეს.უფრო დაწვრილებით იხილეთ გვერდზე

,, პროექტები ზოგად თემებზე"


Saturday, March 19, 2016

თუკი დაწყებით კლასებში ინგლისურ ენას ასწავლით და თვლით, რომ მოსწავლეებთან მუშაობისას,  შედეგის მისაღწევად საინტერესო და სახალისო აქტივობები გჭირდებათ, მაშინ თქვენ აუცილებლად უნდა გადახვიდეთ ამ ბმულზე. მერწმუნეთ კმაყოფილი დარჩებით. 
გისურვებთ წარმატებებს!

Friday, March 4, 2016

მეხუთე კლასის მოსწავლეები ეკა და თამარი ოჩიგავები სიხარულით ხვდებიან გაზაფხულის შემობრძანებას და ინგლისურ ენაზე გამოხატავენ ემოციებს.

მასწავლებელი და ვიდეოს ავტორი: ბიჭიკო ოჩიგავა


Saturday, February 27, 2016

საკითხავი მასალა მოსწავლეთა ტოლერანტობის საკითხებზე


სსიპ აბაშის მუნივიპალიტეტის სოფელ სეფიეთის საჯარო სკოლა
მასწავლებელი: ბიჭიკო ოჩიგავა
                                                       

საკითხავი მასალა კლასის მართვის  საკითხებზე


მასალა მოპოვებულია ვებ გვერდიდან,, Mastsavlebeli.ge”

მასალის წაკითხვას შეძლებთ ამ ბმულზე


Friday, January 22, 2016

ინდივიდუალური სამოქმედო გეგმა

სსიპ აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სეფიეთის საჯარო სკოლა
მასწავლებელი: ბიჭიკო ოჩიგავა
საგანი:   ინგლისური ენა
თარიღი: 21/01/16

#
   
        საჭიროება

          აქტივობა
განმახორციელებელი
      ორგანიზაცია
      
          პერიოდი
აქტივობის განხორციელების ინდიკატორი
1
საგანთა შორის კავშირების დადგენა

ინტეგრირებლი გაკვეთილი
სკოლა
თებერვალი.2016 წელი

თვითშეფასების ცხრილი.კოლეგების შეფასებები
2
მრავალფეროვანი ელექტრონული რესურსების შექმნა
      
           ტრენინგი

მასწავლებლის სახლი
   
    მარტი.2016 წელი

თვითშეფასების ცხრილი
3
მოსწავლეებში ენთუზიაზმისა და მოტივაციის ამაღლება
           ღონისძიება
პროექტი
სკოლა


აპრილი. 2016 წელი
მაისი. 2016 წელი
თვითშეფასები ცხრილი. მოსწავლეებისა  და კოლეგების უკუკავშირი
4
მოსწავლეებში ტოლერანტობის გრძნობის წახალისება
საჭირო ლიტერატურის გაცნობა

სკოლა.

მთელი წლის მანძილზე
მოსწავლეთა უკუკავშირი.
თვითშეფასების ცხრილი.